https://sputnik-georgia.com/20230908/---3--82---282046220.html
გამონაბოლქვი გზებზე: სამ დღეში 82 მძღოლი დაჯარიმდა
გამონაბოლქვი გზებზე: სამ დღეში 82 მძღოლი დაჯარიმდა
Sputnik საქართველო
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები სატრანსპორტო საშუალებებს სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით ამოწმებენ. 08.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-08T12:42+0400
2023-09-08T12:42+0400
2023-09-08T17:23+0400
საქართველო
საზოგადოება
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1a/269807548_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_47dfe6c137723423a39ec615ce914567.jpg
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს გზებზე ავტომობილების გამონაბოლქვზე შემოწმების პირველმა შედეგებმა მძიმე სურათი აჩვენა – მხოლოდ სამ დღეში მავნე ნივთიერებების შემცველობის გადაჭარბებისთვის დაჯარიმდა 82 მძღოლი, განაცხადა სამოქალაქო მოძრაობის „ჩემი ქალაქი მკლავს“ დამფუძნებელმა გიორგი ჯაფარიძემ პრესკონფერენციაზე.საქართველოს გზებზე ავტომობილების გამონაბოლქვზე კონტროლი 4 სექტემბრიდან ქვეყნის ოთხ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში დაიწყო. ჯაფარიძის თქმით, გასულ წელს 30 ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა, რათა ავტომობილის ხილული გამონაბოლქვი დარღვევად ჩათვლილიყო.დაჯარიმებული მძღოლების სტატისტიკა ქალაქების მიხედვით ასეთია: თბილისში დააჯარიმეს 42 ავტომობილის მძღოლი, ქუთაისში – 17, ბათუმში – 17, რუსთავში – 6.ჯაფარიძემ უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით მონიტორინგს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მხოლოდ ათი ეკიპაჟი ახორციელებს, რაც ძალზე მცირეა.„ამ ეტაპზე მხოლოდ ათი ავტომობილია – ხუთი თბილისში, დანარჩენი კი რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში“, – განაცხადა ჯაფარიძემ.მის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკის თანახმად, 2020-2021 წლებში თბილისში რესპირატორული დაავადებების 140 ათასამდე შემთხვევა დაფიქსირდა. ეს დაავადებები პირდაპირ კავშირშია ჰაერის დაბინძურებასთან, აღნიშნა ჯაფარიძემ და დასძინა, რომ 140 ათასიდან დაახლოებით 55 ათასი 9 წლამდე ბავშვი იყო.საქართველოს გზებზე ავტომობილების გამონაბოლქვის შემოწმება 4 სექტემბრიდან დაიწყება>>>„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად, ფიზიკური პირის შემთხვევაში საჯარიმო სანქცია განისაზღვრება 100 ლარით, ხოლო 30 დღის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში ჯარიმა გასამმაგდება და 300 ლარი გახდება. თუ 15 დღის განმავლობაში დარღვევა კვლავ გამოვლინდება, ჯარიმის ოდენობა 600 ლარი იქნება.იურიდიული პირი დაჯარიმდება 500 ლარით პირველ შემთხვევაში, ხოლო თუ დარღვევა გამეორდება – 1,5 ათასი ლარით. ბოლო ეტაპი იქნება 3.000 ლარი.თუ პირი ჯარიმას 10 დღის განმავლობაში გადაიხდის, მისი ოდენობა 20%-ით შემცირდება.თუ კონკრეტული ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერებისა და შემოწმებისას მავნე ნივთიერებების გადაჭარბება დაფიქსირდება, რასაც მესაკუთრე არ დაეთანხმება, მას აქვს უფლება, მოითხოვოს ავტომობილის უახლოეს ტექინსპექტირების ცენტრში გადაყვანა, სადაც ავტომობილს ტექინსპექტირება ახლიდან ჩაუტარდება.თუ შედეგები დადასტურება, გამოწერილი საჯარიმო ქვითარი დარჩება ძალაში. თუ ტექინსპექტირების ცენტში დარღვევა არ დაფიქსირდება, საჯარიმო სანქცია გაუქმდება.საქართველოში იზრდება ჯარიმა ტექდათვალიერების არქონის გამო>>>საქართველოში 2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ცვლილებები ტექნიკურ რეგლამენტში გეგმური ტექდათვალიერებისთვის. დაწესდა უფრო მკაცრი ნორმები მავნე გამონაბოლქვთან დაკავშირებით. კერძოდ, ბენზინზე მომუშავე ავტომობილებისთვის გამონაბოლქვის (CO) ნორმა 0,6%-დან 0,55%-მდე შემცირდა.ამასთან, 2023 წლის 1 თებერვლიდან ფასიანი გახდა განმეორებითი ტექნიკური დათვალიერება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ზომების გამკაცრების მიზეზი პირველი დათვალიერებისას ავტომობილების ნორმებთან ხშირი შეუსაბამობა გახდა.2018 წლის 1 ივლისიდან ტექნიკური ინსპექტირება აუცილებელი გახდა მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებიც რეგისტრირებული არიან იურიდიულ პირებზე, ასევე სახელმწიფოს კუთვნილი ავტომობილებისთვის; 2018 წლის 1 ოქტომბრიდან კი სიახლე შეეხო მსუბუქ სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა ძრავის მოცულობა აღემატება 3.0-ს, ხოლო 2019 წლის 1 იანვრიდან – დანარჩენ მსუბუქ ავტომობილებს.სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომელსაც არ გაუვლია ტექნიკური დათვალიერება, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ადმინისტრაციული დარღვევაა. 2022 წელს 801.255 მსგავსი დარღვევა დაფიქსირდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1a/269807548_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_79b28144ecd55d52b890827d1e5f6e4e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
გამონაბოლქვი გზებზე: სამ დღეში 82 მძღოლი დაჯარიმდა
12:42 08.09.2023 (განახლებულია: 17:23 08.09.2023) გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები სატრანსპორტო საშუალებებს სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით ამოწმებენ.
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს გზებზე ავტომობილების გამონაბოლქვზე შემოწმების პირველმა შედეგებმა მძიმე სურათი აჩვენა – მხოლოდ სამ დღეში მავნე ნივთიერებების შემცველობის გადაჭარბებისთვის დაჯარიმდა 82 მძღოლი, განაცხადა სამოქალაქო მოძრაობის „ჩემი ქალაქი მკლავს“ დამფუძნებელმა გიორგი ჯაფარიძემ პრესკონფერენციაზე.
საქართველოს გზებზე ავტომობილების გამონაბოლქვზე კონტროლი 4 სექტემბრიდან ქვეყნის ოთხ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში დაიწყო. ჯაფარიძის თქმით, გასულ წელს 30 ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა, რათა ავტომობილის ხილული გამონაბოლქვი დარღვევად ჩათვლილიყო.
„საზოგადოების ჩართულობა საკმაოდ მაღალია, ყოველდღიურად გვაწვდიან ინფორმაციას გამონაბოლქვ აირებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
დაჯარიმებული მძღოლების სტატისტიკა ქალაქების მიხედვით ასეთია: თბილისში დააჯარიმეს 42 ავტომობილის მძღოლი, ქუთაისში – 17, ბათუმში – 17, რუსთავში – 6.
ჯაფარიძემ უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით მონიტორინგს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მხოლოდ ათი ეკიპაჟი ახორციელებს, რაც ძალზე მცირეა.
„ამ ეტაპზე მხოლოდ ათი ავტომობილია – ხუთი თბილისში, დანარჩენი კი რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
მის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკის თანახმად, 2020-2021 წლებში თბილისში რესპირატორული დაავადებების 140 ათასამდე შემთხვევა დაფიქსირდა. ეს დაავადებები პირდაპირ კავშირშია ჰაერის დაბინძურებასთან, აღნიშნა ჯაფარიძემ და დასძინა, რომ 140 ათასიდან დაახლოებით 55 ათასი 9 წლამდე ბავშვი იყო.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად, ფიზიკური პირის შემთხვევაში საჯარიმო სანქცია განისაზღვრება 100 ლარით, ხოლო 30 დღის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში ჯარიმა გასამმაგდება და 300 ლარი გახდება. თუ 15 დღის განმავლობაში დარღვევა კვლავ გამოვლინდება, ჯარიმის ოდენობა 600 ლარი იქნება.
იურიდიული პირი დაჯარიმდება 500 ლარით პირველ შემთხვევაში, ხოლო თუ დარღვევა გამეორდება – 1,5 ათასი ლარით. ბოლო ეტაპი იქნება 3.000 ლარი.
თუ პირი ჯარიმას 10 დღის განმავლობაში გადაიხდის, მისი ოდენობა 20%-ით შემცირდება.
თუ კონკრეტული ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერებისა და შემოწმებისას მავნე ნივთიერებების გადაჭარბება დაფიქსირდება, რასაც მესაკუთრე არ დაეთანხმება, მას აქვს უფლება, მოითხოვოს ავტომობილის უახლოეს ტექინსპექტირების ცენტრში გადაყვანა, სადაც ავტომობილს ტექინსპექტირება ახლიდან ჩაუტარდება.
თუ შედეგები დადასტურება, გამოწერილი საჯარიმო ქვითარი დარჩება ძალაში. თუ ტექინსპექტირების ცენტში დარღვევა არ დაფიქსირდება, საჯარიმო სანქცია გაუქმდება.
საქართველოში 2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ცვლილებები ტექნიკურ რეგლამენტში გეგმური ტექდათვალიერებისთვის. დაწესდა უფრო მკაცრი ნორმები მავნე გამონაბოლქვთან დაკავშირებით. კერძოდ, ბენზინზე მომუშავე ავტომობილებისთვის გამონაბოლქვის (CO) ნორმა 0,6%-დან 0,55%-მდე შემცირდა.
ამასთან, 2023 წლის 1 თებერვლიდან ფასიანი გახდა განმეორებითი ტექნიკური დათვალიერება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ზომების გამკაცრების მიზეზი პირველი დათვალიერებისას ავტომობილების ნორმებთან ხშირი შეუსაბამობა გახდა.
2018 წლის 1 ივლისიდან ტექნიკური ინსპექტირება აუცილებელი გახდა მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებიც რეგისტრირებული არიან იურიდიულ პირებზე, ასევე სახელმწიფოს კუთვნილი ავტომობილებისთვის; 2018 წლის 1 ოქტომბრიდან კი სიახლე შეეხო მსუბუქ სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა ძრავის მოცულობა აღემატება 3.0-ს, ხოლო 2019 წლის 1 იანვრიდან – დანარჩენ მსუბუქ ავტომობილებს.
სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომელსაც არ გაუვლია ტექნიკური დათვალიერება, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ადმინისტრაციული დარღვევაა. 2022 წელს 801.255 მსგავსი დარღვევა დაფიქსირდა.