საქართველოს გზებზე ავტომობილების გამონაბოლქვის შემოწმება 4 სექტემბრიდან დაიწყება

© photo: Sputnik / Stringerმანქანები მტკვრის სანაპიროზე
მანქანები მტკვრის სანაპიროზე - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2023
გამოწერა
2023 წლის 1 იანვრიდან ტექნიკურ რეგლამენტში შევიდა ცვლილებები, რომლებიც გეგმიურ ტექნიკურ დათვალიერებას ეხება
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქართველოს გზებზე მანქანების გამონაბოლქვზე კონტროლი 4 სექტემბრიდან ქვეყნის ოთხ ქალაქში დაიწყება, განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ტარიელ ირემაძემ.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საპილოტე პროექტი ივნისში დაიწყებოდა. კონტროლი ოთხ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში განხორციელდება. სატრანსპორტო საშუალებებს გზაზე შერჩევით გააჩერებენ. კონკრეტული ავტომობილის გამონაბოლქვის შემოწმება სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით განხორციელდება.
„კანონპროექტზე მუშაობა და არსებული ცვლილებების მთავარი მიზანი იყო ატმოსფერული ჰაერის გაჯანსაღება საქართველოს ქალაქებში. პირველი ეტაპი არის საპილოტე და განხორციელდება ოთხ ქალაქში, თუმცა მნიშვნელოვან შედეგებს ველოდებით ატმოსფერული ჰაერის გაჯანსაღების კუთხით, რომელიც მომდინარეობს სატრანსპორტო საშუალებებიდან“, – განაცხადა ტარიელ ირემაძემ „პირველი არხის“ ეთერში.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად, ფიზიკური პირის შემთხვევაში სანქცია განისაზღვრება 100 ლარით, ხოლო 30 დღის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში ჯარიმა გასამმაგდება და 300 ლარი გახდება.
იურიდიული პირი დაჯარიმდება 500 ლარით პირველ შემთხვევაში, ხოლო თუ დარღვევა გამეორდება – 1,5 ათასი ლარით. ბოლო ეტაპი იქნება 3.000 ლარი, აღნისნა ირემაძემ.
ირემაძის განმარტებით, როდესაც მოხდება კონკრეტული ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერება და გაზომვა, თუ დაფიქსირდა მავნე ნივთიერებების გადაჭარბება და მესაკუთრე არ ეთანხმება შედეგებს, მას აქვს უფლება, მოითხოვოს ავტომობილის უახლოეს ტექინსპექტირების ცენტრში გადაყვანა, სადაც ახლიდან ჩაუტარდება ავტომობილს ტექინსპექტირება.
თუ მოხდება შედეგების დადასტურება, საჯარიმო ქვითარი, რომელიც გამოწერილი იქნება, დარჩება ძალაში. თუ ტექინსპექტირების ცენტში დარღვევა არ დაფიქსირდება, საჯარიმო სანქცია გაუქმდება.
საქართველოში 2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ცვლილებები ტექნიკურ რეგლამენტში გეგმური ტექდათვალიერებისთვის. დაწესდა უფრო მკაცრი ნორმები მავნე გამონაბოლქვთან დაკავშირებით. კერძოდ, ბენზინზე მომუშავე ავტომობილებისთვის გამონაბოლქვის (CO) ნორმა 0,6%-დან 0,55%-მდე შემცირდა.
საქართველოში იზრდება ჯარიმა ტექდათვალიერების არქონის გამო>>
ამასთან, 2023 წლის 1 თებერვლიდან ფასიანი გახდა განმეორებითი ტექნიკური დათვალიერება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ზომების გამკაცრების მიზეზი პირველი დათვალიერებისას ავტომობილების ნორმებთან ხშირი შეუსაბამობა გახდა.
საქართველოში ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო 2019 წლის 1 იანვრიდან გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0