აჭარაში ონკოპაციენტები მაღალტექნოლოგიურ კვლევებს უფასოდ ჩაიტარებენ

© Government of Ajaraპოზიტრონო-ემისიური ტომოგრაფიის აპარატი
პოზიტრონო-ემისიური ტომოგრაფიის აპარატი - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2023
გამოწერა
მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან ონკოპაციენტებისთვის საჭირო ძვირადღირებული მედიკამენტები სრულად, თანაგადახდის გარეშე ფინანსდება.
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. აჭარის მთავრობა ონკოლოგიური დაავადებების მქონე ყველა პაციენტს მაღალტექნოლოგიურ კვლევას სრულად დაუფინანსებს, გაიზრდება ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა და პროგრამების ბიუჯეტი, ნათქვამია აჭარის მთავრობის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია (PET) უკვე ხელმისაწვდომია აჭარაში და ამ გამოკვლევის ჩასატარებლად პაციენტებს რეგიონის დატოვება აღარ უწევთ. ახალი სამედიცინო სერვისი ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკაში ამოქმედდა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ პროგრამული ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდების, პროგრამის კიდევ უფრო დახვეწისა და მოსაზრებების გაზიარების მიზნით ონკოლოგებთან და პაციენტებთან შეხვედრა გამართეს.
ავთვისებიანი სიმსივნის უფასო მკურნალობა - აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ახალი პროგრამა>>>
აჭარაში ონკოქირურგია 2022 წლიდან სრულად ფინანსდება. 2023 წლიდან კი აჭარის მთავრობამ კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევის დაფინანსება 100%-მდე გაზარდა.
მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან ონკოპაციენტებისთვის საჭირო ძვირადღირებული მედიკამენტები სრულად, თანაგადახდის გარეშე ფინანსდება. ამასთან, კვლევა უფინანსდება ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა პაციენტს.
პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია (PET) ინოვაციური ინსტრუმენტული გამოკვლევაა, რომელიც იყენებს რადიოაქტიურ ნაერთებს მოლეკულურ-ბიოლოგიურ დონეზე ანომალიების დიაგნოსტიკისთვის, რომლებიც ხშირად წინ უსწრებს ანატომიურ ცვლილებას. PET–სკანირება გამოიყენება ონკოლოგიაში სიმსივნეების გამოსახულების მისაღებად, მეტასტაზების მოსაძებნად და კიბოს საწინააღმდეგო თერაპიებზე რეაგირების მონიტორინგისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0