ავთვისებიანი სიმსივნის უფასო მკურნალობა - აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ახალი პროგრამა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო
ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2023
გამოწერა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ახალი პროგრამები გათვლილია ონკოპაციენტებზე, ფსიქიკური აშლილობების მქონე პირებზე, ორსულებზე.
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. აჭარის მოსახლეობისთვის ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობა სრულიად უფასო გახდება, ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ავტონომიის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ახალი პროგრამებით სრულად დაფინანსდება ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობა, გაიზარდა ძვლის ტვინის და გულის ტრანსპლანტაციის დაფინანსება.
ისრაელი საქართველოს საბავშვო სახელმწიფო ონკოლოგიური საავადმყოფოს გახსნაში დაეხმარება >>
გარდა ამისა, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მშობლები და ორსულები ერთჯერადი მატერიალური დახმარების სახით 2000 ლარს მიიღებენ.
აჭარის მთავრობა დააფინანსებს როგორც თვალის ბადურის მძიმე დაავადებების მკურნალობას, ასევე ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარულ მომსახურებას.
2023 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი თითქმის 4 მილიონი ლარით გაიზარდა და ჯამში 33,23 მლნ ლარს შეადგენს.
რიჟვაძის თქმით, სოციალური პროგრამების მიმართულებით გაიზარდა როგორც ბიუჯეტი, ასევე ბენეფიციართა რაოდენობა. ამოქმედდა რიგი ახალი პროგრამები საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით.
ყველა ახალი ამბავი
0