https://sputnik-georgia.com/20230112/israeli-saqartvelos-sabavsvo-onkologiuri-saavadmyofos-gaxsnasi-daexmareba-273878615.html
ისრაელი საქართველოს საბავშვო სახელმწიფო ონკოლოგიური საავადმყოფოს გახსნაში დაეხმარება
ისრაელი საქართველოს საბავშვო სახელმწიფო ონკოლოგიური საავადმყოფოს გახსნაში დაეხმარება
Sputnik საქართველო
საქართველოში ამჟამად არ არსებობს სახელმწიფო ონკოლოგიური საავადმყოფო ბავშვებისთვის. 12.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-12T19:09+0400
2023-01-12T19:09+0400
2023-01-12T22:36+0400
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ჯანდაცვა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
ისრაელი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/0c/273871076_0:70:974:618_1920x0_80_0_0_4cae351d77c57eb495c331d51531e0b9.jpg
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. ისრაელის „იხილოვის სამედიცინო ცენტრის“ წარმომადგენლები საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს შეხვდნენ, რათა ქართველი კოლეგისთვის საბავშვო ონკოლოგიური საავადმყოფოების გახსნისა და მათი მართვის საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინათ.საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საბავშვო ონკოლოგიური სახელმწიფო კლინიკის გახსნა და ჰემატო-ონკოლოგიური სერვისების გაფართოება იგეგმება. „იხილოვის სამედიცინო ცენტრში“ არის ჯგუფი, რომელსაც მთელ მსოფლიოში საბავშვო ონკოლოგიური კლინიკების მშენებლობისა და მოწყობის ათწლიანი გამოცდილება აქვს.ისრაელის დელეგაციის წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მომავალი სამედიცინო ცენტრის ფუნქციონირების, კლინიკის მოწყობისა და მკურნალობის ტაქტიკის შემუშავების შესახებ. გარდა ამისა, შეხვედრაზე განიხილეს ონკოჰემატოლოგიის მიმართულებით დანერგილი პრაქტიკა.რა შეიცვალა ჯანდაცვის სფეროში 2022 წელს: მიღწევები და გეგმები>>შეხვედრას ესწრებოდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე. მან სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლებს უამბო პროტონული თერაპიის კლინიკისა და ადრონული თერაპიის ცენტრის შესახებ, რომლებიც უნივერსიტეტთან ფუნქციონირებს და სადაც სამეცნიერო-კვლევითი პროექტები ხორციელდება. რექტორმა შეხვედრის მონაწილეებს საგანმანათლებლო დაწესებულების სტრატეგიული განვითარების გეგმა გააცნო.შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, საქართველოს ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია, „სოლიდარობის ფონდის“ ხელმძღვანელი ეკა ფესტვენიძე, ფონდ „ქართუს“ პროექტების დირექტორი ვახტანგ ცაგარელი, ისრაელის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰადას ესტერ მეიცადი და სხვ.მანამდე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის წევრებიც თელ-ავივის ონკოჰემატოლოგიის მიმართულების წამყვან სახელმწიფო კლინიკებში იმყოფებოდნენ.ადრონული თერაპიის ცენტრის მუშაობაში ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორები ჩაერთვებიან>>ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ კლინიკების ხელმძღვანელებსა და კლინიცისტებს, რომლებმაც ქართველ კოლეგებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და მიაწოდეს ინფორმაცია იმ სერვისებზე, რომლებიც მათ საავადმყოფოებშია.საბავშვო ონკოლოგიური სახელმწიფო კლინიკის შექმნის პროცესში ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს განვითარებული ქვეყნების საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას და პროცესში უცხოელი ექსპერტების ჩართვას. სამუშაო ჯგუფის წევრები ისრაელის შემდეგ გერმანელი ექიმების მუშაობის პრაქტიკას გაეცნობიან.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
ისრაელი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/0c/273871076_77:0:944:650_1920x0_80_0_0_d992d8cf5233143d07ac397a764579e1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ჯანდაცვა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, ისრაელი
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ჯანდაცვა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, ისრაელი
ისრაელი საქართველოს საბავშვო სახელმწიფო ონკოლოგიური საავადმყოფოს გახსნაში დაეხმარება
19:09 12.01.2023 (განახლებულია: 22:36 12.01.2023) საქართველოში ამჟამად არ არსებობს სახელმწიფო ონკოლოგიური საავადმყოფო ბავშვებისთვის.
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. ისრაელის „იხილოვის სამედიცინო ცენტრის“ წარმომადგენლები საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს შეხვდნენ, რათა ქართველი კოლეგისთვის საბავშვო ონკოლოგიური საავადმყოფოების გახსნისა და მათი მართვის საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინათ.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საბავშვო ონკოლოგიური სახელმწიფო კლინიკის გახსნა და ჰემატო-ონკოლოგიური სერვისების გაფართოება იგეგმება. „იხილოვის სამედიცინო ცენტრში“ არის ჯგუფი, რომელსაც მთელ მსოფლიოში საბავშვო ონკოლოგიური კლინიკების მშენებლობისა და მოწყობის ათწლიანი გამოცდილება აქვს.
ისრაელის დელეგაციის წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მომავალი სამედიცინო ცენტრის ფუნქციონირების, კლინიკის მოწყობისა და მკურნალობის ტაქტიკის შემუშავების შესახებ. გარდა ამისა, შეხვედრაზე განიხილეს ონკოჰემატოლოგიის მიმართულებით დანერგილი პრაქტიკა.
შეხვედრას ესწრებოდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე. მან სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლებს უამბო პროტონული თერაპიის კლინიკისა და ადრონული თერაპიის ცენტრის შესახებ, რომლებიც უნივერსიტეტთან ფუნქციონირებს და სადაც სამეცნიერო-კვლევითი პროექტები ხორციელდება. რექტორმა შეხვედრის მონაწილეებს საგანმანათლებლო დაწესებულების სტრატეგიული განვითარების გეგმა გააცნო.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, საქართველოს ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია, „სოლიდარობის ფონდის“ ხელმძღვანელი ეკა ფესტვენიძე, ფონდ „ქართუს“ პროექტების დირექტორი ვახტანგ ცაგარელი, ისრაელის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰადას ესტერ მეიცადი და სხვ.
მანამდე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის წევრებიც თელ-ავივის ონკოჰემატოლოგიის მიმართულების წამყვან სახელმწიფო კლინიკებში იმყოფებოდნენ.
ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ კლინიკების ხელმძღვანელებსა და კლინიცისტებს, რომლებმაც ქართველ კოლეგებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და მიაწოდეს ინფორმაცია იმ სერვისებზე, რომლებიც მათ საავადმყოფოებშია.
საბავშვო ონკოლოგიური სახელმწიფო კლინიკის შექმნის პროცესში ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს განვითარებული ქვეყნების საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას და პროცესში უცხოელი ექსპერტების ჩართვას. სამუშაო ჯგუფის წევრები ისრაელის შემდეგ გერმანელი ექიმების მუშაობის პრაქტიკას გაეცნობიან.