https://sputnik-georgia.com/20230906/tavis-tkivilis-saxeobebi-dayvelaze-xsiri-mizezebi-281979434.html
თავის ტკივილი: ტიპები და ყველაზე ხშირი მიზეზები
თავის ტკივილი: ტიპები და ყველაზე ხშირი მიზეზები
Sputnik საქართველო
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. თავის ტკივილის მიზეზი, რაც ზოგჯერ რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება, შესაძლოა სეზონური ცვლილებები ან სხვა გარემო პირობები... 06.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-06T15:37+0400
2023-09-06T15:37+0400
2023-09-06T19:53+0400
ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/06/281979246_0:0:2047:1151_1920x0_80_0_0_9aae7a5b6c12abc755c39bd3465bdbb7.jpg
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. თავის ტკივილის მიზეზი, რაც ზოგჯერ რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება, შესაძლოა სეზონური ცვლილებები ან სხვა გარემო პირობები იყოს, წერს Turkiye Gazetesi სპეციალისტებზე დაყრდნობით.მათი თქმით, არსებობს სამი სახის თავის ტკივილი: დაძაბვითი, შაკიკი და კლასტერული.დაძაბვით თავის ტკივილს უმთავრესად სტრესი იწვევს. საქმე ისაა, რომ სტრესის შემთხვევაში კისრისა და მხრების კუნთები იკუმშება და ამ ზონაში დისკომფორტი ჩნდება. გარკვეული დროის შემდეგ ეს ტკივილი შესაძლოა თავზეც გავრცელდეს.არ გამოტოვოთ: ეს თავის ხშირი ტკივილის მიზეზია - იცით, რა არის სპონდილოზი?ასეთ შემთხვევაში მდგომარეობა შეიძლება შეამსუბუქოს კისრისა და თავის მასაჟმა, ასევე ნოტიო, თბილმა საფენებმა.შაკიკის გამომწვევი ზუსტი მიზეზები ჯერ კიდევ არ არის დადგენილი. თუმცა ცნობილია, რომ შაკიკის მაპროვოცირებელი ფაქტორები, გარდა სტრესისა, ალკოჰოლისა, დაღლილობისა თუ ამინდის ცვლილებისა, ასევე შეიძლება იყოს ზოგი პროდუქტიც. განსაკუთრებით: პარკოსნები, თხილეული, რძის პროდუქტები, ავოკადო, ყველი, შოკოლადი, თავი ხახვი, კვებითი საღებავებისა და დანამატების შემცველი მზა საკვები.კლასტერული თავის ტკივილის გამომწვევი ძირითადად გარემო პირობებია, მაგალითად, ჰაერის მაღალი ტენიანობა, ცივი ამინდი, ძლიერი სიცხე, სიგარეტის კვამლი, მკვეთრი სუნები...არ გამოტოვოთ: ბუნებრივი 25 წვეთი თავის ტკივილის სამუდამოდ დასავიწყებლად - მარტივი და უებარი რეცეპტიეს ყველაზე გავრცელებული და ამასთანავე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმაა. როგორც წესი, თავს იჩენს გაზაფხულსა და შემოდგომაზე. ამ დროს ტკივილი ძირითადად თვალის ირგვლივაა ლოკალიზებული, თუმცა შესაძლოა გავრცელდეს საფეთქელზე, შუბლზე, ლოყაში, ცხვირში ან ღრძილებში.არ გამოტოვოთ: აყუჩებს მომენტალურად - როზმარინის სიროფის დეტალური რეცეპტი თავის ტკივილისთვისრაც შეეხება თავის ტკივილის გამომწვევ ზოგად მიზეზებს, ეს შეიძლება იყოს:ექიმების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ ჩამოთვლილ მომენტებზე ყურადღებას გაამახვილებთ, თავის ტკივილს არათუ შეიმსუბუქებთ, არამედ საერთოდაც აირიდებთ თავიდან.ამიტომ: იძინეთ საკმარისად, იკვებეთ დროულად და დაბალანსებულად, სვით საჭირო რაოდენობის წყალი და შეეცადეთ ნერვიულობასაც მოერიდოთ.წყარო: Turkiye Gazetesi
https://sputnik-georgia.com/20220912/sakikis-gayucebis-gzebi-nevrologis-rceva-270350283.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/06/281979246_0:0:2047:1535_1920x0_80_0_0_44aab8ee3880d4bf23325a61d319e4f7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ექიმის რჩევები, სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები, სასარგებლო რჩევები
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. თავის ტკივილის მიზეზი, რაც ზოგჯერ რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება, შესაძლოა სეზონური ცვლილებები ან სხვა გარემო პირობები იყოს, წერს Turkiye Gazetesi სპეციალისტებზე დაყრდნობით.
მათი თქმით, არსებობს სამი სახის თავის ტკივილი: დაძაბვითი, შაკიკი და კლასტერული.
დაძაბვით თავის ტკივილს უმთავრესად სტრესი იწვევს. საქმე ისაა, რომ სტრესის შემთხვევაში კისრისა და მხრების კუნთები იკუმშება და ამ ზონაში დისკომფორტი ჩნდება. გარკვეული დროის შემდეგ ეს ტკივილი შესაძლოა თავზეც გავრცელდეს.
ასეთ შემთხვევაში მდგომარეობა შეიძლება შეამსუბუქოს კისრისა და თავის მასაჟმა, ასევე ნოტიო, თბილმა საფენებმა.
შაკიკის გამომწვევი ზუსტი მიზეზები ჯერ კიდევ არ არის დადგენილი. თუმცა ცნობილია, რომ შაკიკის მაპროვოცირებელი ფაქტორები, გარდა სტრესისა, ალკოჰოლისა, დაღლილობისა თუ ამინდის ცვლილებისა, ასევე შეიძლება იყოს ზოგი პროდუქტიც. განსაკუთრებით: პარკოსნები, თხილეული, რძის პროდუქტები, ავოკადო, ყველი, შოკოლადი, თავი ხახვი, კვებითი საღებავებისა და დანამატების შემცველი მზა საკვები.
12 სექტემბერი 2022, 15:26
კლასტერული თავის ტკივილის გამომწვევი ძირითადად გარემო პირობებია, მაგალითად, ჰაერის მაღალი ტენიანობა, ცივი ამინდი, ძლიერი სიცხე, სიგარეტის კვამლი, მკვეთრი სუნები...
ეს ყველაზე გავრცელებული და ამასთანავე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმაა. როგორც წესი, თავს იჩენს გაზაფხულსა და შემოდგომაზე. ამ დროს ტკივილი ძირითადად თვალის ირგვლივაა ლოკალიზებული, თუმცა შესაძლოა გავრცელდეს საფეთქელზე, შუბლზე, ლოყაში, ცხვირში ან ღრძილებში.
რაც შეეხება თავის ტკივილის გამომწვევ ზოგად მიზეზებს, ეს შეიძლება იყოს:
ექიმების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ ჩამოთვლილ მომენტებზე ყურადღებას გაამახვილებთ, თავის ტკივილს არათუ შეიმსუბუქებთ, არამედ საერთოდაც აირიდებთ თავიდან.
ამიტომ: იძინეთ საკმარისად, იკვებეთ დროულად და დაბალანსებულად, სვით საჭირო რაოდენობის წყალი და შეეცადეთ ნერვიულობასაც მოერიდოთ.