https://sputnik-georgia.com/20220912/sakikis-gayucebis-gzebi-nevrologis-rceva-270350283.html
შაკიკისას წამლის მიღება საკმარისი არ არის: რა უნდა გაკეთდეს - ნევროლოგის რჩევა
შაკიკისას წამლის მიღება საკმარისი არ არის: რა უნდა გაკეთდეს - ნევროლოგის რჩევა
Sputnik საქართველო
თბილისი, 12 სექტემბერი − Sputnik. თავის ტკივილი, შაკიკი, რასაც შეუძლია ცხოვრება ჯოჯოხეთად უქციოს ადამიანს, ხშირად ჩნდება სხვა პათოლოგიებთან კომპლექსში... 12.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-12T15:26+0400
2022-09-12T15:26+0400
2023-08-17T10:48+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24231/96/242319601_0:252:2808:1832_1920x0_80_0_0_dea28a658058ad456eec10a864d7ce25.jpg
თბილისი, 12 სექტემბერი − Sputnik. თავის ტკივილი, შაკიკი, რასაც შეუძლია ცხოვრება ჯოჯოხეთად უქციოს ადამიანს, ხშირად ჩნდება სხვა პათოლოგიებთან კომპლექსში, აცხადებენ სპეციალისტები.მათი თქმით, ეს დაავადებებია: ნაღვლის ფუნქციის დარღვევა, დეპრესია, შფოთვა, ალერგია და ა.შ.არ გამოტოვოთ: ექიმმა შაკიკის უჩვეულო მიზეზი დაასახელაროგორც ნევროლოგები ამბობენ, შაკიკი − ეს ინტოქსიკაციის სიმპტომია, რასაც ორგანიზმში ბიოქიმიური პროცესების დარღვევის შედეგად ფორმირებული ნაღველას დაგროვება, ტოქსინების წარმოქმნა და თავის ქალის შიდა ვენო-ლიმფურ-ლიქვორნული სტაგნაცია იწვევს.გამომდინარე აქედან, შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ თავის ტკივილისას მხოლოდ ტკივილგამაყუჩებლის მიღება საკმარისი არ არის. ნევროლოგების თქმით, შაკიკის შეტევისას აუცილებელია ხელი შეეწყოს დაგროვილი ნაღველას გადადინებასა და ლიმფის „ამუშავებას“.არ გამოტოვოთ: დასახელდა პროდუქტები, რომლებიც შაკიკს იწვევსამისათვის კარგია:გაითვალისწინეთ: სტატიაში მოყვანილი რჩევები საინფორმაციო ხასიათისაა. ნებისმიერი ვარჯიშის დაწყებამდე თუ კვების რაციონში ცვლილებების შეტანამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან!ეწვიეთ„Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24231/96/242319601_365:0:2808:1832_1920x0_80_0_0_01836b0d2fbb1a058e82de323c9d1167.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
თბილისი, 12 სექტემბერი − Sputnik. თავის ტკივილი, შაკიკი, რასაც შეუძლია ცხოვრება ჯოჯოხეთად უქციოს ადამიანს, ხშირად ჩნდება სხვა პათოლოგიებთან კომპლექსში, აცხადებენ სპეციალისტები.
მათი თქმით, ეს დაავადებებია: ნაღვლის ფუნქციის დარღვევა, დეპრესია, შფოთვა, ალერგია და ა.შ.
როგორც ნევროლოგები ამბობენ, შაკიკი − ეს ინტოქსიკაციის სიმპტომია, რასაც ორგანიზმში ბიოქიმიური პროცესების დარღვევის შედეგად ფორმირებული ნაღველას დაგროვება, ტოქსინების წარმოქმნა და თავის ქალის შიდა ვენო-ლიმფურ-ლიქვორნული სტაგნაცია იწვევს.
გამომდინარე აქედან, შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ თავის ტკივილისას მხოლოდ ტკივილგამაყუჩებლის მიღება საკმარისი არ არის. ნევროლოგების თქმით, შაკიკის შეტევისას აუცილებელია ხელი შეეწყოს დაგროვილი ნაღველას გადადინებასა და ლიმფის „ამუშავებას“.
დალიოთ ცხელი წყალი − თანდათანობით, მომცრო ყლუპებით. საერთო ჯამში ორი ჭიქა ცხელი წყალი მაინც უნდა მიიღოთ. ეს მოგიხსნით სპაზმს ნაღველას სადინარებიდან და ოდდის სფინქტერიდან. ეს უკანასკნელი არის კუნთოვანი სარქველი, რომელიც ადამიანებში საჭმლის მომნელებელი წვენების (ნაღველა და პანკრეასის წვენი) გადინებას აკონტროლებს პანკრეასიდან.
ფეხების ცხელ წყალში დათბილვა. ასეთი აბაზანა მოგიხსნით სპაზმებს როგორც ფეხების, ისე კისრისა და თავის სისხლძარღვებიდანაც. ეს კი ავტომატურად გააუმჯობესებს თავიდან ვენოზური სისხლის უკან გადინებას.
სათბურას („გრელკა“) დადება ჭიპის ან ნაღველას მიდამოში.
თავზე ყინულოვანი კომპრესის დადება − რაც თავის ქალიდან ვენოზური სისხლის გადინებას გაააქტიურებს, კისერზე კი, პირიქით, ცხელი კომპრესის ან გახურების ეფექტის მქონე პლასტირის დადება.
გაითვალისწინეთ: სტატიაში მოყვანილი რჩევები საინფორმაციო ხასიათისაა. ნებისმიერი ვარჯიშის დაწყებამდე თუ კვების რაციონში ცვლილებების შეტანამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან!