https://sputnik-georgia.com/20230130/spondilozi-tavis-xsiri-tkivilis-mizezi-274381265.html
ეს თავის ხშირი ტკივილის მიზეზია: იცით, რა არის სპონდილოზი?
ეს თავის ხშირი ტკივილის მიზეზია: იცით, რა არის სპონდილოზი?
Sputnik საქართველო
თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. თავის ხშირი ტკივილის მიზეზი, გარდა მაღალი წნევის, შაკიკისა თუ გაციებისა, შესაძლოა იყოს კისრის სპონდილოზიც, აცხადებენ... 30.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-30T16:29+0400
2023-01-30T16:29+0400
2023-08-17T10:48+0400
ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24231/96/242319601_0:252:2808:1832_1920x0_80_0_0_dea28a658058ad456eec10a864d7ce25.jpg
თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. თავის ხშირი ტკივილის მიზეზი, გარდა მაღალი წნევის, შაკიკისა თუ გაციებისა, შესაძლოა იყოს კისრის სპონდილოზიც, აცხადებენ სპეციალისტები.კისრის სპონდილოზი — ეს ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული ქრონიკული დაავადებაა, რაც ხშირად ხერხემლის მალების უმოძრაობის მიზეზი ხდება და არაერთ პრობლემას იწვევს.ექიმების თქმით, ამ დავადების პირველი ნიშნები შესაძლოა უკვე 20-30 წლის ასაკში გაჩნდეს, თუმცა კლინიკური სურათით იშვიათად ვლინდება და პრაქტიკულად არ უშლის ხელს ადამიანს სრულფასოვან ცხოვრებაში.ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, სპონდილოზის ჩივილებით ექიმებს ძირითადად 50 წლის შემდეგ მიმართავენ — როგორც ქალები, ისე მამაკაცები.სპონდილოზის გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზებია:როგორც სპეციალისტები ამბობენ, სპონდილოზის დროს, ანუ როდესაც კისრის მალებში ანთებითი პროცესები იწყება, ხშირად თავის ტკივილები ჩნდება.საქმე ისაა, რომ ამ დროს კისრის მალთაშუა დისკები ამობურცვას იწყებს, აწვება მათ ირგვლივ არსებულ ნერვულ დაბოლოებებს და ჭყლეტს მათ. ეს ყველაფერი აყალიბებს ანთებებსა და შეშუპებებს, რომლებიც თავისკენ გადამისამართდება და გამუდმებულ ტკივილებს იწვევს.უფრო მეტიც, როდესაც კისრის რამდენიმე სპონდილოზი ვითარდება, ეს ხერხემლის არტერიების ჭყლეტვა-შეკუმშვას იწვევს, რის შედეგადაც სისხლის მიმოქცევა უარესდება და თავის ტვინის სისხლით მომარაგებაში სერიოზული დეფიციტი, ანუ იშემია წარმოიქმნება.თავის ტვინის ქსოვილის იშემიის გამო კი ჩნდება:გარდა ამისა, პაციენტებს შეიძლება აღენიშნებოდეთ დაბუჟება და ტკივილი მხრებში, კისერსა და ზედა კიდურებში.წყარო: Sohu
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24231/96/242319601_365:0:2808:1832_1920x0_80_0_0_01836b0d2fbb1a058e82de323c9d1167.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ექიმის რჩევები, სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები, სასარგებლო რჩევები
თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. თავის ხშირი ტკივილის მიზეზი, გარდა მაღალი წნევის, შაკიკისა თუ გაციებისა, შესაძლოა იყოს კისრის სპონდილოზიც, აცხადებენ სპეციალისტები.
კისრის სპონდილოზი — ეს ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული ქრონიკული დაავადებაა, რაც ხშირად ხერხემლის მალების უმოძრაობის მიზეზი ხდება და არაერთ პრობლემას იწვევს.
ექიმების თქმით, ამ დავადების პირველი ნიშნები შესაძლოა უკვე 20-30 წლის ასაკში გაჩნდეს, თუმცა კლინიკური სურათით იშვიათად ვლინდება და პრაქტიკულად არ უშლის ხელს ადამიანს სრულფასოვან ცხოვრებაში.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, სპონდილოზის ჩივილებით ექიმებს ძირითადად 50 წლის შემდეგ მიმართავენ — როგორც ქალები, ისე მამაკაცები.
სპონდილოზის გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზებია:
ჰიპოდინამია და ზურგის აქტიური მოძრაობების ნაკლებობა;
ორგანიზმის დიდი ხნით გადაცივება;
მძიმე ფიზიკური მუშაობა და ხერხემლის გადატვირთვა;
ძვლოვანი ქსოვილის ასაკობრივი ცვლილებები;
მეტაბოლური ხასიათის დარღვევები;
როგორც სპეციალისტები ამბობენ, სპონდილოზის დროს, ანუ როდესაც კისრის მალებში ანთებითი პროცესები იწყება, ხშირად თავის ტკივილები ჩნდება.
საქმე ისაა, რომ ამ დროს კისრის მალთაშუა დისკები ამობურცვას იწყებს, აწვება მათ ირგვლივ არსებულ ნერვულ დაბოლოებებს და ჭყლეტს მათ. ეს ყველაფერი აყალიბებს ანთებებსა და შეშუპებებს, რომლებიც თავისკენ გადამისამართდება და გამუდმებულ ტკივილებს იწვევს.
უფრო მეტიც, როდესაც კისრის რამდენიმე სპონდილოზი ვითარდება, ეს ხერხემლის არტერიების ჭყლეტვა-შეკუმშვას იწვევს, რის შედეგადაც სისხლის მიმოქცევა უარესდება და თავის ტვინის სისხლით მომარაგებაში სერიოზული დეფიციტი, ანუ იშემია წარმოიქმნება.
თავის ტვინის ქსოვილის იშემიის გამო კი ჩნდება:
ხშირად შეინიშნება თავბრუსხვევა,
სმენისა და მეხსიერების დაქვეითება,
ყელში ბურთის გაჩხერვის შეგრძნება.
გარდა ამისა, პაციენტებს შეიძლება აღენიშნებოდეთ დაბუჟება და ტკივილი მხრებში, კისერსა და ზედა კიდურებში.