https://sputnik-georgia.com/20230904/baideni-si-zinpinis-gadawyvetilebit-imedgacruebulia-281917796.html
ბაიდენი სი ძინპინის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია
ბაიდენი სი ძინპინის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია
Sputnik საქართველო
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმედგაცრუებულია იმით, რომ ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ინდოეთში „დიდი ოცეულის" ლიდერების სამიტს არ... 04.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-04T12:02+0400
2023-09-04T12:02+0400
2023-09-04T16:56+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
პოლიტიკა
დიდი ოცეული - g20
აშშ
ჩინეთი
ინდოეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/04/280905649_61:17:3011:1677_1920x0_80_0_0_5f99f7e44da4326413c9722928247aed.jpg
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმედგაცრუებულია იმით, რომ ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ინდოეთში „დიდი ოცეულის" ლიდერების სამიტს არ დაესწრება, იუწყება სააგენტო Reuters.აშშ-ის ლიდერის თქმით, ის „მოუთმენლად“ ელის სამიტზე წასვლას და სურს მეტი კოორდინაცია იხილოს ვაშინგტონის, პეკინისა და ნიუ-დელის ურთიერთობებში.აშშ-ის პრეზიდენტი ინდოეთს 7-10 სექტემბერს ეწვევა G20-ის სამიტში მონაწილეობის მისაღებად, რის შემდეგაც ვიეტნამში გაემგზავრება, რათა აზიურ სახელმწიფოებთან ურთიერთობები განამტკიცოს.მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი, დიდი ალბათობით, არ მიიღებს მონაწილეობას „დიდი ოცეულის“ სამიტში — პეკინს შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრი ლი ციანი წარმოადგენს.წყარო: Reuters
აშშ
ჩინეთი
ინდოეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/04/280905649_290:0:3021:2048_1920x0_80_0_0_1a7e5d605369557548c97554a43e13b9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, პოლიტიკა, დიდი ოცეული - g20, აშშ , ჩინეთი, ინდოეთი
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, პოლიტიკა, დიდი ოცეული - g20, აშშ , ჩინეთი, ინდოეთი
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმედგაცრუებულია იმით, რომ ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ინდოეთში „დიდი ოცეულის" ლიდერების სამიტს არ დაესწრება, იუწყება სააგენტო Reuters.
„მე იმედგაცრუებული ვარ… მაგრამ ვაპირებ მასთან შეხვედრას“, — განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს დელავერის შტატში ვიზიტისას.
აშშ-ის ლიდერის თქმით, ის „მოუთმენლად“ ელის სამიტზე წასვლას და სურს მეტი კოორდინაცია იხილოს ვაშინგტონის, პეკინისა და ნიუ-დელის ურთიერთობებში.
აშშ-ის პრეზიდენტი ინდოეთს 7-10 სექტემბერს ეწვევა G20-ის სამიტში მონაწილეობის მისაღებად, რის შემდეგაც ვიეტნამში გაემგზავრება, რათა აზიურ სახელმწიფოებთან ურთიერთობები განამტკიცოს.
„ცოტა მეტი კოორდინაცია მჭირდება... ვფიქრობ, რომ ამ ორივე ქვეყანას [ინდოეთსა და ვიეტნამს] უფრო მჭიდრო ურთიერთობები სურთ შეერთებულ შტატებთან, რაც შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს“, — აღნიშნა ბაიდენმა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი, დიდი ალბათობით, არ მიიღებს მონაწილეობას „დიდი ოცეულის“ სამიტში — პეკინს შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრი ლი ციანი წარმოადგენს.