https://sputnik-georgia.com/20230903/3-seqtembers-dabadebulebi-zodiaqo-daxasiateba-rcevebi-281885881.html
3 სექტემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
3 სექტემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
Sputnik საქართველო
გაეცანით 3 სექტემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური... 03.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-03T00:15+0400
2023-09-03T00:15+0400
2023-09-03T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23641/67/236416713_0:196:3649:2249_1920x0_80_0_0_7355ec4ead7684f3a570ad2927fe16ec.jpg
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.3–12 სექტემბერი3–12 სექტემბრის პერიოდი ქალწულის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.ამ დეკადას ვენერა მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს შრომისმოყვარეობასა და იდუმალ ხასიათს ანიჭებს.მნიშვნელოვანი წლებია: 16, 21, 24, 31,32, 40, 50.3–12 სექტემბერის პერიოდში დაბადებულების სიმბოლოა მიხაკი.ამ ადამიანებს სიმართლის მაძიებლების როლი არგუნა ბედმა. ისინი არასდროს მიდიან კომპრომისზე, არ არიან მოქნილები, არ აინტერესებთ, რას იფიქრებენ მათ სიტყვებზე, მთავარია, სიმართლე დაიცვან ნებისმიერ ფასად. მაგრამ მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ ხანდახან სიმართლე მწარეა. ამიტომ სჯობს, გაითვალისწინონ გარშემომყოფების გრძნობები და თავიანთი სიმართლის დამტკიცება მიზნად არ აქციონ.3 სექტემბერს დაბადებულები3 სექტემბერს დამოუკიდებელი, ორიგინალური ადამიანები იბადებიან. თუ ისინი თავიანთ თავში განავითარებენ გულმოწყალებას, სიკეთეს სხვების მიმართ, თავიანთ უნარებსა და შესაძლებლობებს სასიკეთო მიზნებისკენ მიმართავენ, ექნებათ მშვენიერი ცხოვრება, ეყოლებათ მრავალი თანამოაზრე, საიმედო მეგობარი, გაუმართლებთ ცხოვრებისეულ წამოწყებებში. თუ ცხოველურ და მიწიერ ემოციებს აჰყვებიან, მარტონი და უბედური დარჩებიან.3 სექტემბერს დაბადებულებს ხშირად გარშემომყოფნი ვერ უგებენ, სწორად ვერ აღიქვამენ მათ პოტენციურ შესაძლებლობებს. ამიტომ ამ დღეს დაბადებულებს ხშირად უწევთ არა საკუთარი, არამედ სხვათა როლის თამაში, რომლის მიღებაც მათ თავად სურთ. ზოდიაქო: დამიმტკიცე ლოგიკურად, რომ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილი>>როგორც წესი, ეს ადამიანები მრავალმხრივი ნიჭით არიან დაბადებულები. ხშირად ერთი რომელიმე ნიშანი იმდენად დომინირებს, რომ სხვას ჩრდილავს. მაგალითად, ამ დღეს დაბადებული ქალები ფიზიკური სილამაზით გამოირჩევიან. მათი სხვა ღირსებები, გარეგნული მომხიბლაობის ფონზე, იჩრდილება და ეს გარშემომყოფებმა, შესაძლოა, საერთოდ ვერც შენიშნონ. მამაკაცებს, თავიანთი დამთმობი ხასიათის გამო, ხშირად ვერ უგებენ და ამის გამო პრობლემები ექმნებათ ოჯახშიცა და კარიერაშიც.3 სექტემბერს დაბადებულები გარეგნულად მშვიდი და დამთმობი ჩანან. მათი მოტყუების მცდელობა არასდროს არავის გამოსდის. ამ დღეს დაბადებულებს, თითქოს ტყვიაგაუმტარი, ფოლადის ჯავშანი აცვიათ, რომელიც მათ ვამპირიზმისა და პირფერობის ყველა ფორმისგან იცავს. ეს ადამიანები, შესაძლოა, რბილი და კეთილი ჩანდნენ, მაგრამ ყოველთვის მოითხოვენ სამართლიანობასა და ღორსეულ დამოკიდებულებას, ხოლო უდიერად და უსამართლოდ მოპყრობის ყველანაირ მცდელობას ღირსეულ პასუხს გასცემენ.ამ დღეს დაბადებულების სამუშაო ხშირად რომანტიკულ სფეროს უკავშირდება, არიან რა არაორდინარული პიროვნებები, ისინი ხშირად რამდენადმე წინ უსწრებენ დროს, ამიტომ გარშემომყოფები ხშირად მათ საქმიანობას ვერ იგებენ, ან ამის გასაგებად დიდი დრო სჭირდებათ. ეს ადამიანები, როდესაც მათ ვერ უგებენ, დიდ მოთმინებას ამჟღავნებენ და ამ თვისების წყალობით, არ ჩერდებიან ერთ ადგილზე მიუხედავად იმისა, რომ აღიარებამ, შესაძლოა, ძალიან დააგვიანოს.ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ამ სამყაროში ჰარმონია და წონასწორობა შემოაქვთ>>3 სექტემბერს დაბადებულების ტემპერამენტიანი ნატურა მუდმივ კონტროლს მოითხოვს. წარმატების მისაღწევად მათ დიდი ნებისყოფა უნდა გამოიმუშაონ და ემოციური თანამიმდევრულობა დაიცვან. ამ ადამიანებს მეგობრობისა და სიყვარულის საკითხების მიმართ უდრეკი დამოკიდებულება აქვთ. აქ ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან გულგრილობის ნიღაბმა, შესაძლოა, დააკარგვინოთ მომენტი, როდესაც სწორედ მოქმედებაა საჭირო. სასიყვარულო ურთიერთობებში მერყეობა ახასიათებთ.ჯანმრთელობა3 სექტემბერს დაბადებულები უნდა უფრთხოდნენ უსაქმურობასა და პასიურობას. ერთ ადგილზე გაჩერება იწვევს ჰიპერტონიას, გულს–სისხლძარღვების სიტემის დაავადებებსა და შაქრიან დიაბეტს. ამიტომ მათ უნდა შეზღუდონ ცხიმისა და შაქრის დიდი რაოდენოთ მიღება, გააკონტროლონ წონა და ფიზიკურად იაქტიურონ. ვინც პირიქით, ზედმეტად აქტიურია, უნდა ისწავლოს დასვენება და ნორმალური ძილის რეჟიმის დაცვა.რჩევა:თქვენი მთავარი ამოცანაა საერთო ენის გამონახვა ადამიანებთან. ამისთვის აუცილებელია, ჩაერთოთ სხვათა ინტერესებში და შეასრულოთ თქვენზე დაკისრებული მოვალეობები. იყავით მეტად მტკიცე სიყვარულში და განზე ნუ გადგებით სირთულეებიდან.
https://sputnik-georgia.com/20220823/zodiaqo-qalwuli-zogadi-daxasiateba-269691211.html
https://sputnik-georgia.com/20200108/zodiaqos-niSnebis-axirebebi-iumornarevi-daxasiaTeba-247430144.html
https://sputnik-georgia.com/20220728/dieta-zodiaqos-nisnebistvis-268952562.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23641/67/236416713_195:0:3454:2444_1920x0_80_0_0_f5fea6d5ec24fee281c04ac378fe06fb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
3 სექტემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
გაეცანით 3 სექტემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
3–12 სექტემბრის პერიოდი ქალწულის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.
ამ დეკადას ვენერა მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს შრომისმოყვარეობასა და იდუმალ ხასიათს ანიჭებს.
მნიშვნელოვანი წლებია: 16, 21, 24, 31,32, 40, 50.
3–12 სექტემბერის პერიოდში დაბადებულების სიმბოლოა მიხაკი.
ამ ადამიანებს სიმართლის მაძიებლების როლი არგუნა ბედმა. ისინი არასდროს მიდიან კომპრომისზე, არ არიან მოქნილები, არ აინტერესებთ, რას იფიქრებენ მათ სიტყვებზე, მთავარია, სიმართლე დაიცვან ნებისმიერ ფასად. მაგრამ მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ ხანდახან სიმართლე მწარეა. ამიტომ სჯობს, გაითვალისწინონ გარშემომყოფების გრძნობები და თავიანთი სიმართლის დამტკიცება მიზნად არ აქციონ.
3 სექტემბერს დაბადებულები
3 სექტემბერს დამოუკიდებელი, ორიგინალური ადამიანები იბადებიან. თუ ისინი თავიანთ თავში განავითარებენ გულმოწყალებას, სიკეთეს სხვების მიმართ, თავიანთ უნარებსა და შესაძლებლობებს სასიკეთო მიზნებისკენ მიმართავენ, ექნებათ მშვენიერი ცხოვრება, ეყოლებათ მრავალი თანამოაზრე, საიმედო მეგობარი, გაუმართლებთ ცხოვრებისეულ წამოწყებებში. თუ ცხოველურ და მიწიერ ემოციებს აჰყვებიან, მარტონი და უბედური დარჩებიან.
3 სექტემბერს დაბადებულებს ხშირად გარშემომყოფნი ვერ უგებენ, სწორად ვერ აღიქვამენ მათ პოტენციურ შესაძლებლობებს. ამიტომ ამ დღეს დაბადებულებს ხშირად უწევთ არა საკუთარი, არამედ სხვათა როლის თამაში, რომლის მიღებაც მათ თავად სურთ.
როგორც წესი, ეს ადამიანები მრავალმხრივი ნიჭით არიან დაბადებულები. ხშირად ერთი რომელიმე ნიშანი იმდენად დომინირებს, რომ სხვას ჩრდილავს. მაგალითად, ამ დღეს დაბადებული ქალები ფიზიკური სილამაზით გამოირჩევიან. მათი სხვა ღირსებები, გარეგნული მომხიბლაობის ფონზე, იჩრდილება და ეს გარშემომყოფებმა, შესაძლოა, საერთოდ ვერც შენიშნონ.
მამაკაცებს, თავიანთი დამთმობი ხასიათის გამო, ხშირად ვერ უგებენ და ამის გამო პრობლემები ექმნებათ ოჯახშიცა და კარიერაშიც.
3 სექტემბერს დაბადებულები გარეგნულად მშვიდი და დამთმობი ჩანან. მათი მოტყუების მცდელობა არასდროს არავის გამოსდის. ამ დღეს დაბადებულებს, თითქოს ტყვიაგაუმტარი, ფოლადის ჯავშანი აცვიათ, რომელიც მათ ვამპირიზმისა და პირფერობის ყველა ფორმისგან იცავს.
ეს ადამიანები, შესაძლოა, რბილი და კეთილი ჩანდნენ, მაგრამ ყოველთვის მოითხოვენ სამართლიანობასა და ღორსეულ დამოკიდებულებას, ხოლო უდიერად და უსამართლოდ მოპყრობის ყველანაირ მცდელობას ღირსეულ პასუხს გასცემენ.
ამ დღეს დაბადებულების სამუშაო ხშირად რომანტიკულ სფეროს უკავშირდება, არიან რა არაორდინარული პიროვნებები, ისინი ხშირად რამდენადმე წინ უსწრებენ დროს, ამიტომ გარშემომყოფები ხშირად მათ საქმიანობას ვერ იგებენ, ან ამის გასაგებად დიდი დრო სჭირდებათ.
ეს ადამიანები, როდესაც მათ ვერ უგებენ, დიდ მოთმინებას ამჟღავნებენ და ამ თვისების წყალობით, არ ჩერდებიან ერთ ადგილზე მიუხედავად იმისა, რომ აღიარებამ, შესაძლოა, ძალიან დააგვიანოს.
3 სექტემბერს დაბადებულების ტემპერამენტიანი ნატურა მუდმივ კონტროლს მოითხოვს. წარმატების მისაღწევად მათ დიდი ნებისყოფა უნდა გამოიმუშაონ და ემოციური თანამიმდევრულობა დაიცვან.
ამ ადამიანებს მეგობრობისა და სიყვარულის საკითხების მიმართ უდრეკი დამოკიდებულება აქვთ. აქ ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან გულგრილობის ნიღაბმა, შესაძლოა, დააკარგვინოთ მომენტი, როდესაც სწორედ მოქმედებაა საჭირო. სასიყვარულო ურთიერთობებში მერყეობა ახასიათებთ.
3 სექტემბერს დაბადებულები უნდა უფრთხოდნენ უსაქმურობასა და პასიურობას. ერთ ადგილზე გაჩერება იწვევს ჰიპერტონიას, გულს–სისხლძარღვების სიტემის დაავადებებსა და შაქრიან დიაბეტს. ამიტომ მათ უნდა შეზღუდონ ცხიმისა და შაქრის დიდი რაოდენოთ მიღება, გააკონტროლონ წონა და ფიზიკურად იაქტიურონ. ვინც პირიქით, ზედმეტად აქტიურია, უნდა ისწავლოს დასვენება და ნორმალური ძილის რეჟიმის დაცვა.
თქვენი მთავარი ამოცანაა საერთო ენის გამონახვა ადამიანებთან. ამისთვის აუცილებელია, ჩაერთოთ სხვათა ინტერესებში და შეასრულოთ თქვენზე დაკისრებული მოვალეობები. იყავით მეტად მტკიცე სიყვარულში და განზე ნუ გადგებით სირთულეებიდან.