https://sputnik-georgia.com/20230902/saqartvelos-prezidenttan-dakavsirebuli-skandali-sarl-miselma-zurabisvils-mxari-dauwira-281890719.html
საქართველოს პრეზიდენტთან დაკავშირებული სკანდალი: შარლ მიშელმა ზურაბიშვილს მხარი დაუჭირა
საქართველოს პრეზიდენტთან დაკავშირებული სკანდალი: შარლ მიშელმა ზურაბიშვილს მხარი დაუჭირა
Sputnik საქართველო
მიშელმა ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ, როგორც ისტორიულ შესაძლებლობას, რომელიც არ უნდა იყოს... 02.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-02T19:43+0400
2023-09-02T19:43+0400
2023-09-02T19:43+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ევროპა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/1e/278148377_0:0:2924:1645_1920x0_80_0_0_369f6be204bdeb3b77972eab42bd3ea8.jpg
თბილისი, 2 სექტემბერი - Sputnik. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა შეაქო საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევა ქვეყნის ევროპული პერსპექტივის წინსვლაში, ნათქვამია ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.პრეზიდენტი, მიუხედავად მთავრობის უარისა, ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საკითხის განხილვის წინ საზღვარგარეთულ ტურნეში გაემგზავრა, სადაც არაოფიციალურად შარლ მიშელს შეხვდა. ეს ქვეყანაში პოლიტიკური სკანდალის მიზეზი გახდა.მიშელმა ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ, როგორც ისტორიულ შესაძლებლობას, რომელიც არ უნდა იყოს გაშვებული ხელიდან.მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ვალდებულება, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ გზაზე წინსვლაში და ხაზი გაუსვა ქვეყნისთვის საჭირო რეფორმების გაღრმავების აუცილებლობასაც, განსაკუთრებით მართლმსაჯულების, დეოლიგარქიზაციისა და კორუფციასთან ბრძოლისა და მედიის პლურალიზმის სფეროებში.მისი თქმით, პრიორიტეტულია დეპოლარიზაცია და ინკლუზიური პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება.საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტი: „ოცნება“ სხვა პარტიებთან კონსულტაციებს არ მართავს >>მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ ქვეყნის პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს შორის ხელმოწერების შეგროვება დააანონსა. პრეზიდენტი, მიუხედავად მთავრობის უარისა, ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საკითხის განხილვის წინ საზღვარგარეთულ ტურნეში გაემგზავრა.იმპიჩმენტის მიზეზი და პროცედურები„ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, როდესაც საზღვარგარეთ ვიზიტებზე მთავრობის უარს ყურადღება არ მიაქცია. უარის მიზეზად ხელისუფლებამ დაასახელა ის, რომ ზურაბიშვილი რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად მოქმედებს და მხოლოდ ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.ზურაბიშვილი ცდილობს ერთგვარი წაუგებელი თამაში ითამაშოს - ირაკლი კობახიძე იმპიჩმენტზე>>მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობისგან განსხვავებით, სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს და, შესაბამისად, მისთვის უარის თქმა საზღვარგარეთ ვიზიტებზე ლოგიკურია.თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, პარლამენტი 10 დღის განმავლობაში სასამართლოს დასკვნის განხილვას შეუდგება. შემდეგ 30 დღის განმავლობაში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება საკითხის კენჭისყრაზე გატანის შესახებ. საკითხი კენჭისყრაზე გავა, თუ დეპუტატების უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს, ნათქვამია კანონში „იმპიჩმენტის შესახებ“.პრეზიდენტმა კონსტიტუცია არ უნდა დაარღვიოს - პოლიტოლოგი>>პრეზიდენტის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა“ და მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრებით, მხოლოდ 84 მანდატი აქვს. ანუ ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ზურაბიშვილს თანამდებობიდან ვერ გადააყენებენ.„ქართული ოცნების“ და პრეზიდენტის ურთიერთობაურთიერთობა ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას" შორის, რომლის მხარდაჭერითაც იგი 2018 წელს პრეზიდენტი გახდა, ძალიან დაძაბულია.ჰქონდა თუ არა უფლება: საქართველოში აქტიურად განიხილავენ ზურაბიშვილის ვიზიტს გერმანიაში>>გასული წლის აგვისტოში საქართველოს მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოსაც კი მიმართა, როდესაც პრეზიდენტმა უარი თქვა გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის დანიშვნის დოკუმენტზე ხელის მოწერაზე. სარჩელის შეტანის მიზანი იყო - დაემტკიცებინათ პრეზიდენტისთვის, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს მთავრობა და არა ის. 2023 წლის თებერვალში მთავრობამ სარჩელი გაიწვია.ამის შემდეგ ურთიერთობები ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ შორის კიდევ გაუარესდა.2023 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას ზურაბიშვილმა მმართველი პარტია დაადანაშაულა ქვეყნის პროდასავლური კურსის შეცვლაში და მოსახლეობის დარწმუნების მცდელობაში, რომ ევროპა ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.პეტრე მამრაძე: საქართველოს პრეზიდენტის ვოიაჟი ევროპაში კერძო პირის ვიზიტია>>>მისი თქმით, 2021 წელს დაიწყო „ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმაცია“, რის გამოც საქართველომ 2022 წლის ივნისში არ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. მაშინ სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა.მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები, რომელთა მხარდაჭერითაც ზურაბიშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, დღეს აცხადებენ, რომ ის ოპოზიციაში გადავიდა.
საქართველო
ევროპა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/1e/278148377_97:0:2828:2048_1920x0_80_0_0_cd4856e319ff0e6acf25e20dc56af7d2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ევროპა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ევროპა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტთან დაკავშირებული სკანდალი: შარლ მიშელმა ზურაბიშვილს მხარი დაუჭირა
მიშელმა ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ, როგორც ისტორიულ შესაძლებლობას, რომელიც არ უნდა იყოს გაშვებული ხელიდან.
თბილისი, 2 სექტემბერი - Sputnik. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა შეაქო საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევა ქვეყნის ევროპული პერსპექტივის წინსვლაში, ნათქვამია ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
პრეზიდენტი, მიუხედავად მთავრობის უარისა, ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საკითხის განხილვის წინ საზღვარგარეთულ ტურნეში გაემგზავრა, სადაც არაოფიციალურად შარლ მიშელს შეხვდა. ეს ქვეყანაში პოლიტიკური სკანდალის მიზეზი გახდა.
„პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ასევე შეაქო საქართველოს პრეზიდენტის წვლილი საქართველოს ევროპული პერსპექტივისკენ წინსვლაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
მიშელმა ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ, როგორც ისტორიულ შესაძლებლობას, რომელიც არ უნდა იყოს გაშვებული ხელიდან.
მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ვალდებულება, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ გზაზე წინსვლაში და ხაზი გაუსვა ქვეყნისთვის საჭირო რეფორმების გაღრმავების აუცილებლობასაც, განსაკუთრებით მართლმსაჯულების, დეოლიგარქიზაციისა და კორუფციასთან ბრძოლისა და მედიის პლურალიზმის სფეროებში.
მისი თქმით, პრიორიტეტულია დეპოლარიზაცია და ინკლუზიური პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ ქვეყნის პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს შორის ხელმოწერების შეგროვება დააანონსა. პრეზიდენტი, მიუხედავად მთავრობის უარისა, ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საკითხის განხილვის წინ საზღვარგარეთულ ტურნეში გაემგზავრა.
იმპიჩმენტის მიზეზი და პროცედურები
„ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, როდესაც საზღვარგარეთ ვიზიტებზე მთავრობის უარს ყურადღება არ მიაქცია. უარის მიზეზად ხელისუფლებამ დაასახელა ის, რომ ზურაბიშვილი რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად მოქმედებს და მხოლოდ ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობისგან განსხვავებით, სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს და, შესაბამისად, მისთვის უარის თქმა საზღვარგარეთ ვიზიტებზე ლოგიკურია.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, პარლამენტი 10 დღის განმავლობაში სასამართლოს დასკვნის განხილვას შეუდგება. შემდეგ 30 დღის განმავლობაში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება საკითხის კენჭისყრაზე გატანის შესახებ. საკითხი კენჭისყრაზე გავა, თუ დეპუტატების უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს, ნათქვამია კანონში „იმპიჩმენტის შესახებ“.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა“ და მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრებით, მხოლოდ 84 მანდატი აქვს. ანუ ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ზურაბიშვილს თანამდებობიდან ვერ გადააყენებენ.
„ქართული ოცნების“ და პრეზიდენტის ურთიერთობა
ურთიერთობა ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას" შორის, რომლის მხარდაჭერითაც იგი 2018 წელს პრეზიდენტი გახდა, ძალიან დაძაბულია.
გასული წლის აგვისტოში საქართველოს მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოსაც კი მიმართა, როდესაც პრეზიდენტმა უარი თქვა გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის დანიშვნის დოკუმენტზე ხელის მოწერაზე. სარჩელის შეტანის მიზანი იყო - დაემტკიცებინათ პრეზიდენტისთვის, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს მთავრობა და არა ის. 2023 წლის თებერვალში მთავრობამ სარჩელი გაიწვია.
ამის შემდეგ ურთიერთობები ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ შორის კიდევ გაუარესდა.
2023 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას ზურაბიშვილმა მმართველი პარტია დაადანაშაულა ქვეყნის პროდასავლური კურსის შეცვლაში და მოსახლეობის დარწმუნების მცდელობაში, რომ ევროპა ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.
მისი თქმით, 2021 წელს დაიწყო „ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმაცია“, რის გამოც საქართველომ 2022 წლის ივნისში არ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. მაშინ სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები, რომელთა მხარდაჭერითაც ზურაბიშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, დღეს აცხადებენ, რომ ის ოპოზიციაში გადავიდა.