https://sputnik-georgia.com/20230902/2-seqtembers-dabadebulebi-zodiaqo-daxasiateba-rcevebi-281821087.html
2 სექტემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
2 სექტემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
Sputnik საქართველო
გაეცანით 2 სექტემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური... 02.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-02T00:15+0400
2023-09-02T00:15+0400
2023-09-02T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24090/46/240904636_0:52:1000:615_1920x0_80_0_0_0f55617ea9fd7ff1a2f0ac5b8f3cfabb.jpg
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ23 აგვისტო - 2 სექტემბერიეს პერიოდი ქალწულის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.მათი მფარველი პლანეტაა მზე, რომელიც ქალწულის თანავარსკვლავედთან ერთად ამ პერიოდში დაბადებულებს თავშეკავებულ და წყნარ ხასიათს ანიჭებს; თუმცა, გარკვეულ მომენტებში, შესაძლოა, ძალზე იმპულსური გახდნენ. ამ პერიოდის ადამიანების განმასხვავებელი ნიშანია უზადო წესრიგი, კომფორტი და წონასწორობა.მნიშვნელოვანი წლებია: 21, 31, 50, 51.23 აგვისტო - 2 სექტემბრის პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა დელფინიუმი. ამ ადამიანებს შეუძლიათ სხვებისგან ბრძანებებისა და სხვადასხვა ინსტრუქციების უსიტყვოდ შესრულების მოთხოვნა, მაგრამ თვითონ სხვისი ბრძანებების შესრულება არ უყვართ. ისინი, სხვებისგან განსხვავებით, ხშირად ხვდებიან არასტანდარტულ სიტუაციებში, მათ ხშირად ადანაშაულებენ სხვადასხვა საქციელსა და შეცდომაში. მათ უნდა ისწავლონ საკუთარი ძალების რწმენა და სიცოცხლის სიყვარული. თავად უნდა გახდნენ მეტად პასუხისმგებლიანი მანამ, სანამ ამას სხვებისგან მოითხოვენ.2 სექტემბერს დაბადებულები2 სექტემბერს ბედნიერი ადამიანები იბადებიან, მათ დაბადებიდან მფარველობენ ზეციური ძალები და სწორი გზიდან აცდენისგან იცავენ. აქვთ მაღალი ინტელექტი, საოცარი შემოქმედებითი უნარები. ხშირად არიან შესანიშნავი ხელმძღვანელები, ორგანიზატორები. მათ იღბალი მუდამ თან სდევს.ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ამ სამყაროში ჰარმონია და წონასწორობა შემოაქვთ>>2 სექტემბერს დაბადებულები არასდროს აყენებენ საკუთარ თავს სხვებზე მაღლა. უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ ნებისმიერი სახის პირფერობის მიმართ და მათთვის კატეგორიულად მიუღებელია არაბუნებრიობა. იშვიათად იხდიან ბოდიშს თავიანთი საქციელის ან სამუშაოს გამო. სანამ რამეს მოიმოქმედებენ, მოტივებისა და მიზეზების შესახებ თითქმის არ ფიქრობენ და ურჩევნიათ, მათზე სხვებმა ილაპარაკონ. სამუშაოს დიდ ყურადღებას უთმობენ. თუ მარცხი იწვნიეს, სამწუხაროდ, დროებითი სიძნელეების გადალახვისთვის ან ცხოვრებისეული გზის შესაცვლელად, ჩვეულებრივ, ძალა არ ჰყოფნით.2 სექტემბერს დაბადებულთა უმრავლესობა მოკრძალებულად იცვამს, რათა ზედმეტი ყურადღება არ მიიპყროს. თუ რაიმე განსაკუთრებული ნიჭი არ აღმოაჩნდათ, ისეთ პროფესიას ირჩევენ, რომელიც საიმედოა და მინიმალურ რისკს შეიცავს. უფრო უჩვეულო პიროვნებები შეგნებულად ირჩევენ სარისკო საქმეებს, რათა იგრძნონ ადრენალინის მოზღვავება, მაგრამ ხშირად ამ მდგომარეობას ხელოვნურად იქმნიან.ზოდიაქოს ნიშნები სულ სხვა რაკურსით - შეიტყვეთ მათი პიროვნული საიდუმლოებები>>2 სექტემბერს დაბადებულები ნამდვილი მებრძოლები არიან თანასწორობისა და სამართლიანობისთვის. თანაუგრძნობენ გაჭირვებულ ადამიანებს და მათი უფლებების დასაცავად დგებიან. ამ ადამიანებს ფინანსების კარგად განკარგვა შეუძლიათ. აფასებენ სილამაზეს, კარგ ფიზიკურ მომზადებას. პირად ცხოვრებაში უყვართ კარგი არჩევნის გაკეთება და ურჩევნიათ, ხელცარიელი დარჩნენ, ვიდრე კომპრომისზე წავიდნენ.თავიანთ პარტნიორებსა და მეგობრებს მაღალ მოთხოვნებს უყენებენ. რაც უნდა მაღალი მდგომარეობა ეკავოთ საზოგადოებაში, ყოველთვის იცავენ ღირსების კოდექსს. არიან სიტყვისა და საქმის ადამიანები, ამიტომ, მიუხედავად მაღალი მოთხოვნებისა, მათთან საქმიანი ურთიერთობები საიმედოა.ჯანმრთელობა2 სექტემბერს დაბადებულები, შეიძლება ითქვას, თავად იმატებენ ჯანმრთელობის პრობლემებს, როდესაც ძალზე იძაბებიან სამუშაოზე. მათი სუსტი ადგილია საჭმლის მომნელებელი სისტემა. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანი ჯანსაღი, დაბალანსებული კვება, ასევე რეგულარული, ზომიერი ფიზიკური ვარჯიშები.რჩევა:ეცადეთ, მეტად გაწონასწორებული იყოთ, ნუ დასჯერდებით მცირეს. გეზი აიღეთ დასახული მიზნების ხორცშესხმისკენ. იფიქრეთ შთაგონებაზეც – შრომა მხოლოდ შრომისთვის არაფერ კარგს არ მოიტანს.
https://sputnik-georgia.com/20220823/zodiaqo-qalwuli-zogadi-daxasiateba-269691211.html
https://sputnik-georgia.com/20180809/ra-esaWiroeba-yvelaze-metad-urTierTobebSi-zodiaqos-TiToeul-niSans-241634328.html
https://sputnik-georgia.com/20220128/zodiaqos-nisnebi-da-dieta-263967462.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24090/46/240904636_56:0:944:666_1920x0_80_0_0_c111fef21d2ec2433800c1bd6eb326c1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
2 სექტემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
გაეცანით 2 სექტემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ
23 აგვისტო - 2 სექტემბერი
ეს პერიოდი ქალწულის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.
მათი მფარველი პლანეტაა მზე, რომელიც ქალწულის თანავარსკვლავედთან ერთად ამ პერიოდში დაბადებულებს თავშეკავებულ და წყნარ ხასიათს ანიჭებს; თუმცა, გარკვეულ მომენტებში, შესაძლოა, ძალზე იმპულსური გახდნენ. ამ პერიოდის ადამიანების განმასხვავებელი ნიშანია უზადო წესრიგი, კომფორტი და წონასწორობა.
მნიშვნელოვანი წლებია: 21, 31, 50, 51.
23 აგვისტო - 2 სექტემბრის პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა დელფინიუმი. ამ ადამიანებს შეუძლიათ სხვებისგან ბრძანებებისა და სხვადასხვა ინსტრუქციების უსიტყვოდ შესრულების მოთხოვნა, მაგრამ თვითონ სხვისი ბრძანებების შესრულება არ უყვართ.
ისინი, სხვებისგან განსხვავებით, ხშირად ხვდებიან არასტანდარტულ სიტუაციებში, მათ ხშირად ადანაშაულებენ სხვადასხვა საქციელსა და შეცდომაში. მათ უნდა ისწავლონ საკუთარი ძალების რწმენა და სიცოცხლის სიყვარული. თავად უნდა გახდნენ მეტად პასუხისმგებლიანი მანამ, სანამ ამას სხვებისგან მოითხოვენ.
2 სექტემბერს დაბადებულები
2 სექტემბერს ბედნიერი ადამიანები იბადებიან, მათ დაბადებიდან მფარველობენ ზეციური ძალები და სწორი გზიდან აცდენისგან იცავენ. აქვთ მაღალი ინტელექტი, საოცარი შემოქმედებითი უნარები. ხშირად არიან შესანიშნავი ხელმძღვანელები, ორგანიზატორები. მათ იღბალი მუდამ თან სდევს.
2 სექტემბერს დაბადებულები არასდროს აყენებენ საკუთარ თავს სხვებზე მაღლა. უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ ნებისმიერი სახის პირფერობის მიმართ და მათთვის კატეგორიულად მიუღებელია არაბუნებრიობა.
იშვიათად იხდიან ბოდიშს თავიანთი საქციელის ან სამუშაოს გამო. სანამ რამეს მოიმოქმედებენ, მოტივებისა და მიზეზების შესახებ თითქმის არ ფიქრობენ და ურჩევნიათ, მათზე სხვებმა ილაპარაკონ.
სამუშაოს დიდ ყურადღებას უთმობენ. თუ მარცხი იწვნიეს, სამწუხაროდ, დროებითი სიძნელეების გადალახვისთვის ან ცხოვრებისეული გზის შესაცვლელად, ჩვეულებრივ, ძალა არ ჰყოფნით.
2 სექტემბერს დაბადებულთა უმრავლესობა მოკრძალებულად იცვამს, რათა ზედმეტი ყურადღება არ მიიპყროს. თუ რაიმე განსაკუთრებული ნიჭი არ აღმოაჩნდათ, ისეთ პროფესიას ირჩევენ, რომელიც საიმედოა და მინიმალურ რისკს შეიცავს.
უფრო უჩვეულო პიროვნებები შეგნებულად ირჩევენ სარისკო საქმეებს, რათა იგრძნონ ადრენალინის მოზღვავება, მაგრამ ხშირად ამ მდგომარეობას ხელოვნურად იქმნიან.
2 სექტემბერს დაბადებულები ნამდვილი მებრძოლები არიან თანასწორობისა და სამართლიანობისთვის. თანაუგრძნობენ გაჭირვებულ ადამიანებს და მათი უფლებების დასაცავად დგებიან. ამ ადამიანებს ფინანსების კარგად განკარგვა შეუძლიათ.
აფასებენ სილამაზეს, კარგ ფიზიკურ მომზადებას. პირად ცხოვრებაში უყვართ კარგი არჩევნის გაკეთება და ურჩევნიათ, ხელცარიელი დარჩნენ, ვიდრე კომპრომისზე წავიდნენ.
თავიანთ პარტნიორებსა და მეგობრებს მაღალ მოთხოვნებს უყენებენ. რაც უნდა მაღალი მდგომარეობა ეკავოთ საზოგადოებაში, ყოველთვის იცავენ ღირსების კოდექსს. არიან სიტყვისა და საქმის ადამიანები, ამიტომ, მიუხედავად მაღალი მოთხოვნებისა, მათთან საქმიანი ურთიერთობები საიმედოა.
2 სექტემბერს დაბადებულები, შეიძლება ითქვას, თავად იმატებენ ჯანმრთელობის პრობლემებს, როდესაც ძალზე იძაბებიან სამუშაოზე. მათი სუსტი ადგილია საჭმლის მომნელებელი სისტემა. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანი ჯანსაღი, დაბალანსებული კვება, ასევე რეგულარული, ზომიერი ფიზიკური ვარჯიშები.
ეცადეთ, მეტად გაწონასწორებული იყოთ, ნუ დასჯერდებით მცირეს. გეზი აიღეთ დასახული მიზნების ხორცშესხმისკენ. იფიქრეთ შთაგონებაზეც – შრომა მხოლოდ შრომისთვის არაფერ კარგს არ მოიტანს.