https://sputnik-georgia.com/20230901/----------281843153.html
ელჩი: საქართველო და გერმანია შრომითი მიგრაციის შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს
ელჩი: საქართველო და გერმანია შრომითი მიგრაციის შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს
Sputnik საქართველო
დღეს საქართველოსა და გერმანიას შორის მოქმედებს ლეგალური დასაქმების პროგრამა, რომლის თანახმად საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ გერმანიაში ლეგალურად დასაქმდნენ... 01.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-01T09:48+0400
2023-09-01T09:48+0400
2023-09-01T14:42+0400
საქართველო
პოლიტიკა
გერმანია
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1d/259994994_0:0:3035:1708_1920x0_80_0_0_5523983b799243c996aba1349cd2a4a4.jpg
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველო და გერმანია მიგრაციის შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარების პროცედურების დასრულების შემდეგ, განაცხადა საქართველოს ელჩმა გერმანიაში ლევან იზორიამ.2023 წლის 30 აგვისტოს გერმანიის მთავრობამ მხარი დაუჭირა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის ინიციატივას. საბოლოო გადაწყვეტილება გერმანიის პარლამენტის ორმა პალატამ უნდა მიიღოს. კანონპროექტის ინიციატორი შინაგან საქმეთა მინისტრი ნენსი ფაიზერია.როგორც ადრე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, ქვეყანა უსაფრთხოდ ითვლება, თუ მის მოქალაქეებს არ ემუქრება დევნა რომელიმე რასის, რელიგიის, ეროვნების, სოციალური ჯგუფის კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო.თავშესაფარს აღარ მიანიჭებენ: გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა>>>შესაბამისად, რეალური მიზეზის გარეშე საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარი აღარ მიენიჭებათ, ხოლო თავშესაფრის მინიჭების თხოვნის განაცხადის განხილვის დრო შემცირდება.საქართველო უსაფრთხო ქვეყნად უკვე აღიარეს ირლანდიამ, ლუქსემბურგმა, ბელგიამ, ნიდერლანდმა, საფრანგეთმა, ბულგარეთმა, ავსტრიამ, ლიხტენშტეინმა და ისლანდიამ.დღეს საქართველოსა და გერმანიას შორის მოქმედებს ლეგალური დასაქმების პროგრამა, რომლის თანახმად საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ გერმანიაში ლეგალურად დასაქმდნენ სეზონურ სამუშაოებზე.2021 წელს გერმანიაში სამუშაოდ საქართველოს 308 მოქალაქე გაემგზავრა, 2022 წელს – 1.231 ადამიანი.ამასთან, ყველაზე აქტუალურ საკითხად რჩება გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების დიდი რაოდენობა. 2022 წელს გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 8.865-მა მოქალაქემ ითხოვა.დღეისათვის საქართველოსა და გერმანიას შორის მოქმედებს შეთანხმება არალეგალი მოქალაქეების რეადმისიის შესახებ. 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით გერმანიიდან საქართველოს 788 მოქალაქე გააძევეს.საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია ევროკავშირის ქვეყნებიდან - მონაცემები განახლდა>>>2017 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეებმა მიიღეს შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მოკლევადიანი მოგზაურობის უფლება (ჯამში 90 დღე 180 დღის განმავლობაში) ტურისტული, საქმიანი და ახლობლების მონახულების მიზნით.საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, დაიცვან ევროკავშირის ქვეყნებში ყოფნის წესები, რადგან ასეთმა დარღვევამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას უვიზო რეჟიმს.ქვეყანაში მიღებულია არაერთი ზომა სხვა ქვეყნებში არალეგალური მიგრაციის აღსაკვეთად. კერძოდ, ხელისუფლებამ გაამკაცრა კანონმდებლობა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის დამრღვევთა წინააღმდეგ. საქართველოს მოქალაქეების რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თავად ამ მოქალაქეებს ეკისრება.გარდა ამისა, გამკაცრდა გვარის შეცვლის პროცედურა, დაწესდა სისხლის სამართლის სასჯელი არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობისთვის.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1d/259994994_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_3ad3ac76d006deccfc3be1055af3d35c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, გერმანია , საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა, გერმანია , საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
ელჩი: საქართველო და გერმანია შრომითი მიგრაციის შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს
09:48 01.09.2023 (განახლებულია: 14:42 01.09.2023) დღეს საქართველოსა და გერმანიას შორის მოქმედებს ლეგალური დასაქმების პროგრამა, რომლის თანახმად საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ გერმანიაში ლეგალურად დასაქმდნენ სეზონურ სამუშაოებზე.
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველო და გერმანია მიგრაციის შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარების პროცედურების დასრულების შემდეგ, განაცხადა საქართველოს ელჩმა გერმანიაში ლევან იზორიამ.
2023 წლის 30 აგვისტოს გერმანიის მთავრობამ მხარი დაუჭირა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის ინიციატივას. საბოლოო გადაწყვეტილება გერმანიის პარლამენტის ორმა პალატამ უნდა მიიღოს. კანონპროექტის ინიციატორი შინაგან საქმეთა მინისტრი ნენსი ფაიზერია.
„როგორც კი კანონპროექტს მიიღებენ, გაფორმდება მიგრაციის შესახებ შეთანხმება, რომელშიც დადგინდება გარკვეული სფეროები და ამ სფეროებში გაჩნდება სამართლებრივი საფუძველი ჩვენი მოქალაქეების დასაქმების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა იზორიამ.
როგორც ადრე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, ქვეყანა უსაფრთხოდ ითვლება, თუ მის მოქალაქეებს არ ემუქრება დევნა რომელიმე რასის, რელიგიის, ეროვნების, სოციალური ჯგუფის კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო.
შესაბამისად, რეალური მიზეზის გარეშე საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარი აღარ მიენიჭებათ, ხოლო თავშესაფრის მინიჭების თხოვნის განაცხადის განხილვის დრო შემცირდება.
საქართველო უსაფრთხო ქვეყნად უკვე აღიარეს ირლანდიამ, ლუქსემბურგმა, ბელგიამ, ნიდერლანდმა, საფრანგეთმა, ბულგარეთმა, ავსტრიამ, ლიხტენშტეინმა და ისლანდიამ.
დღეს საქართველოსა და გერმანიას შორის მოქმედებს ლეგალური დასაქმების პროგრამა, რომლის თანახმად საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ გერმანიაში ლეგალურად დასაქმდნენ სეზონურ სამუშაოებზე.
2021 წელს გერმანიაში სამუშაოდ საქართველოს 308 მოქალაქე გაემგზავრა, 2022 წელს – 1.231 ადამიანი.
ამასთან, ყველაზე აქტუალურ საკითხად რჩება გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების დიდი რაოდენობა. 2022 წელს გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 8.865-მა მოქალაქემ ითხოვა.
დღეისათვის საქართველოსა და გერმანიას შორის მოქმედებს შეთანხმება არალეგალი მოქალაქეების რეადმისიის შესახებ. 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით გერმანიიდან საქართველოს 788 მოქალაქე გააძევეს.
2017 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეებმა მიიღეს შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მოკლევადიანი მოგზაურობის უფლება (ჯამში 90 დღე 180 დღის განმავლობაში) ტურისტული, საქმიანი და ახლობლების მონახულების მიზნით.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, დაიცვან ევროკავშირის ქვეყნებში ყოფნის წესები, რადგან ასეთმა დარღვევამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას უვიზო რეჟიმს.
ქვეყანაში მიღებულია არაერთი ზომა სხვა ქვეყნებში არალეგალური მიგრაციის აღსაკვეთად. კერძოდ, ხელისუფლებამ გაამკაცრა კანონმდებლობა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის დამრღვევთა წინააღმდეგ. საქართველოს მოქალაქეების რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თავად ამ მოქალაქეებს ეკისრება.
გარდა ამისა, გამკაცრდა გვარის შეცვლის პროცედურა, დაწესდა სისხლის სამართლის სასჯელი არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობისთვის.