საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია ევროკავშირის ქვეყნებიდან - მონაცემები განახლდა

© photo: Sputnik / Stringerპასპორტი
პასპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2023
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს, ბოროტად არ გამოიყენონ სხვა ქვეყნებთან დაწესებული უვიზო რეჟიმი და არ დაარღვიონ კანონი.
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებმა საქართველოს 2.313 მოქალაქის დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალებში.
საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია ქვეყნის მიერ „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ გაფორმებული შეთანხმებების ფარგლებში ხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ყველაზე მეტი – 1.504 მოქალაქის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება გერმანიაში მიიღეს. შემდეგ მოდიან საფრანგეთი – 332, საბერძნეთი – 102, შვეიცარია – 83, იტალია – 48, ჰოლანდია – 46, პოლონეთი – 40.
შსს-ს ცნობით, დეპორტირებულთაგან 10 პირს საქართველოს ხელისუფლებამ, რეადმისიის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, უარი უთხრა სამშობლოში დაბრუნებაზე. მათ შორის ხუთის დეპორტაცია იგეგმებოდა გერმანიიდან, დანარჩენების – ესპანეთიდან, საფრანგეთიდან, ჩეხეთიდან და ავსტრიიდან.
საქართველო და სომხეთი რეადმისიის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს>>>
ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს, ბოროტად არ გამოიყენონ სხვა ქვეყნებთან დაწესებული უვიზო რეჟიმი და არ დაარღვიონ კანონი.
ქვეყანამ გაატარა რიგი ზომები იმისთვის, რათა არ დაუშვას სხვა ქვეყნებში არალეგალური მიგრაცია. კერძოდ, გაამკაცრა კანონმდებლობა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის დამრღვევთა წინააღმდეგ, მაგალითად, რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თავად კონკრეტულ პირს ეკისრება.
ასევე გამკაცრდა გვარის გამოცვლის პროცედურები, რაც ხშირად სწორედ ამ პროცესთან იყო დაკავშირებული.
ყველა ახალი ამბავი
0