საქართველო და სომხეთი რეადმისიის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს

© Ministry of Foreign Affairs of Armeniaსაქართველოს და სომხეთის დროშები
საქართველოს და სომხეთის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2023
გამოწერა
ხელშეკრულება არალეგალური მიგრაციის უფრო ეფექტური გამოვლენის საშუალებას იძლევა.
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. სომხეთი და საქართველო გააფორმებენ შეთანხმებას რეადმისიის (არალეგალურად მცხოვრები მოქალაქეების დაბრუნების) შესახებ, შეთანხმების პროექტი ხუთშაბათს სომხეთის მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა, იტყობინება „Sputnik-სომხეთი“.
როგორც სომხეთის მთავრობის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, შეთანხმების გაფორმება შესაძლებელს გახდის სომხეთსა და საქართველოს შორის არალეგალურად მოძრავი არალეგალი მიგრანტებისა და ძებნილი პირების (მათ შორის მესამე ქვეყნებიდან) უფრო ეფექტურ გამოვლენას და მათ გადაცემას პარტნიორი ქვეყნის სამართალდამცველი ორგანოებისთვის.
საქართველოსა და მონტენეგროს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმება გაფორმდა >>
სომხეთს აქამდე გაფორმებული აქვს შეთანხმებები რეადმისიის შესახებ ევროკავშირთან, რუსეთთან და სხვა ქვეყნებთან.
ყველა ახალი ამბავი
0