საქართველო და ბრიტანეთი ეკონომიკურ კავშირებს გააძლიერებენ - საქართველოს მთავრობა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა გაერთიანებული სამეფოს საპარლამენტო დელეგაციასთან
ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა გაერთიანებული სამეფოს საპარლამენტო დელეგაციასთან - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2023
გამოწერა
ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ჯანოგლის საქართველოს სუვერენიტეტის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის.
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის სავაჭრო- ეკონომიკური თანამშრომლობის განმტკიცების აუცილებლობაზე იმსჯელეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და გაერთიანებული სამეფოს საპარლამენტო დელეგაციას შორის გამართულ შეხვედრაზე.
საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა გაერთიანებული სამეფოს საპარლამენტო დელეგაციას, რომელსაც თემთა პალატაში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე ჯონათან ჯანოგლი ხელმძღვანელობს.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარება. ღარიბაშვილმა ჯონათან ჯანოგლის ეკონომიკური ზრდის დადებითი ტენდენციების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, აღნიშნავენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
საქართველოში რეალური ეკონომიკური ზრდა 2023 წლის ივნისში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,7% იყო. მშპ-ის საშუალო რეალური ზრდა 2023 წლის იანვარ-ივნისში 7,6% იყო.
© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა გაერთიანებული სამეფოს საპარლამენტო დელეგაციასთან
Встреча премьер-министра Ираклия Гарибашвили с парламентской делегацией Соединенного Королевства - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2023
ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა გაერთიანებული სამეფოს საპარლამენტო დელეგაციასთან
გარდა ამისა, შეხვედრაზე საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო და გაერთიანებული სამეფო ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ნაყოფიერად თანამშრომლობენ. ბოლო დროს განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტები კი ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეს უსვამს ხაზს.
მთავრობის მეთაურის თქმით, საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთი მკაფიო დასტურია.
თბილისში საქართველოს და დიდი ბრიტანეთის სტრატეგიული პარტნიორობა მიმოიხილეს>>
საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში უსაფრთხოების სფეროში არსებულ გარემოსა და გამოწვევებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, არსებული გამოწვევების ფონზე გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია.
ირაკლი ღარიბაშვილმა ჯონათან ჯანოგლის მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართ მტკიცე, ურყევი მხარდაჭერისათვის.
საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობა დიდ ბრიტანეთთან 1992 წლის 27 აპრილს დაამყარა. მას შემდეგ ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ პოლიტიკის, თავდაცვის, ეკონომიკის, კულტურისა და განათლების სფეროებში.
© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა გაერთიანებული სამეფოს საპარლამენტო დელეგაციასთან
Встреча премьер-министра Ираклия Гарибашвили с парламентской делегацией Соединенного Королевства - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2023
ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა გაერთიანებული სამეფოს საპარლამენტო დელეგაციასთან
ქვეყნებს შორის მოქმედებს 17 შეთანხმება ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ, მათ შორის ინვესტიციების მხარდაჭერის, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების, გადასახადებისგან თავის არიდების აღკვეთის შესახებ და ა.შ.
2014 წლიდან ქვეყნებს შორის მოქმედებს ორმხრივი დიალოგის ფორმატი, რომლის ფარგლებში წელიწადში ერთხელ იმართება შეხვედრები თბილისში ან ლონდონში. ქვეყნები განსაკუთრებით მჭიდროდ თანამშრომლობენ ეკონომიკის სფეროში. 2014 წელს თბილისში ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის ოფისი გაიხსნა.
2022 წელს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 123 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 16,4%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით.
2022 წელს დიდი ბრიტანეთი საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობით ლიდერი გახდა, საიდანაც 437 მლნ დოლარი – მთლიანი რაოდენობის 20,8% შემოვიდა.
გარდა ამისა, 2023 წლის იანვარში ორი ქვეყნის მთავრობებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „საჰაერო მიმოსვლის შესახებ", რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს რეგულარულ ავიაგადაზიდვებს და ქვეყნებს შორის ტურიზმის განვითარებას.
ყველა ახალი ამბავი
0