თბილისში საქართველოს და დიდი ბრიტანეთის სტრატეგიული პარტნიორობა მიმოიხილეს

© AFP 2024 / Justin Tallisბრიტანეთის დროშა ლონდონის ქუჩებში
ბრიტანეთის დროშა ლონდონის ქუჩებში - Sputnik საქართველო, 1920, 25.07.2023
გამოწერა
„უორდროპის სტრატეგიული დიალოგი" 2014 წელს შეიქმნა და ატარებს ოლივერ უორდროპის სახელს, რომელიც 1919-1921 წლებში საქართველოში დიდი ბრიტანეთის პირველი უმაღლესი კომისარი იყო.
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისში გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივნის მუდმივ მოადგილეს სერ ფილიპ ბარტონს შეხვდა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი", რომელიც ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის თანამშრომლობის მთელ სპექტრს მოიცავს და თანამშრომლობის შეთანხმებას განამტკიცებს.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და პოლიტიკური ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო აფასებს გაერთიანებული სამეფოს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართ.
ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართულებით გაერთიანებული სამეფოს მნიშვნელოვან წვლილს.
„უორდროპის სტრატეგიული დიალოგი" 2014 წელს დაფუძნდა და ატარებს ოლივერ უორდროპის სახელს, რომელიც 1919-1921 წლებში საქართველოში დიდი ბრიტანეთის პირველი უმაღლესი კომისარი იყო.
საქართველომ დიდ ბრიტანეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 27 აპრილს დაამყარა. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ პოლიტიკის, თავდაცვის, ეკონომიკის, კულტურის, განათლების სფეროებში.
ყველა ახალი ამბავი
0