https://sputnik-georgia.com/20230830/ram-gamoiwvia-wyaldidoba-tbilissi-erovnuli-saagento-gancxadeba-281801276.html
რამ გამოიწვია წყალდიდობა თბილისში - გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადება
რამ გამოიწვია წყალდიდობა თბილისში - გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადება
Sputnik საქართველო
ძლიერმა წვიმამ მთელი თბილისის ტერიტორია მოიცვა. 30.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-30T19:02+0400
2023-08-30T19:02+0400
2023-08-30T21:31+0400
თბილისი დღეს
თბილისის მერია
გარემოს ეროვნული სააგენტო
ამინდი თბილისში
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/1e/281789325_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_7a903b9f3ee514920e15c0cb00f7858e.jpg
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. წუხანდელი სამი საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობამ ორჯერ გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს 6 საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობას, როდესაც დედაქალაქში დამანგრეველი წყალდიდობა მოხდა – ასეთია საქართველოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი მონაცემები. გუშინ ძლიერმა წვიმამ და ქარმა თბილისში პრობლემები შექმნა. დედაქალაქში დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლები, მიწისქვეშა გადასასვლელები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. რიგ შენობებში, მათ შორის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სახურავიდან წყალი ჩავიდა, ასევე წყალმა გაჟონა მეტროპოლიტენის გვირაბებში. გარდა ამისა, ქალაქში გააქტიურდა მეწყრული პროცესები. სააგენტოში აღნიშნეს, რომ 2015 წლის ივნისისგან განსხვავებით, 29 აგვისტოს ნალექმა თბილისის მთელი ტერიტორია მოიცვა. ქართველმა სინოპტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ინფორმაცია მოსალოდნელი ამინდის შესახებ სააგენტოს სოციალურ ქსელში სისტემატურად ქვეყნდება. გარდა ამისა, უწყება ინფორმაციას ამინდის გაუარესების შესახებ ყველა შესაბამის უწყებას უგზავნის. კალაძე: თბილისში წვიმა 2015 წლის ივნისში წყალდიდობის დროს მოსულ ნალექზე ორჯერ ძლიერი იყო>>წვიმამ თბილისში სამ საათს გასტანა. მას თან ქარი ახლდა. ყველაზე მეტად ძლიერი წვიმისგან გლდანი დაზარალდა. მობილიზებული იყო მერიის რაიონული სამსახურები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. მერიამ მოსახლეობას მოუწოდა, არ გასულიყვნენ ქუჩაში კოკისპირული წვიმის შესაძლო შედეგების გამო. წვიმისა და ქარისგან დაზარალებულებისთვის მუშაობს „ცხელი ხაზი" 2 72 22 22. 2015 წლის 13 ივნისს ადიდებულმა მდინარე ვერემ დატბორა საცხოვრებელი სახლები, ზოოპარკი, „მზიურის" პარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, დააზიანა ქალაქის ინფრასტრუქტურა. მაშინ სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, კიდევ ორი ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაიკარა. სტიქიამ 200-მდე ოჯახი დააზარალა. წყალდიდობა თბილისში - რამდენიმესაათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგები>>სტიქიის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გზები, ქალაქის ინფრასტრუქტურა. დედაქალაქის ზოოპარკის ტერიტორია თითქმის მთლიანად განადგურდა. მისი 600 ბინადრიდან ნახევარზე მეტი სტიქიამ იმსხვერპლა. ზოგიერთი ცხოველი, მათ შორის მტაცებლები, ქუჩაში აღმოჩნდა. მტაცებლების ნაწილის დაძინება და მუნიციპალურ თავშესაფარში დაბრუნება შეძლეს, ნაწილის კი ლიკვიდაცია გახდა საჭირო. ოფიციალური ვერსიით, ტრაგედიის მიზეზი წყნეთი–ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილი მეწყერი გახდა. დაახლოებით ერთი მილიონი კუბური მეტრი მიწის მასის ჩამოსვლამ ვერეს ხეობაში წყალდიდობა და გამანადგურებელი პროცესები გამოიწვია. მოვარდნილმა ღვარცოფმა გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. თითქმის მთლიანად დაიტბორა „მზიურისა" და ზოოპარკის ტერიტორია. ზარალმა დაახლოებით 90 მილიონი დოლარი შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/1e/281789325_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_ca76fcae950dfbb3dc5c213cd142d9ce.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, თბილისის მერია, გარემოს ეროვნული სააგენტო, ამინდი თბილისში , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
თბილისი დღეს, თბილისის მერია, გარემოს ეროვნული სააგენტო, ამინდი თბილისში , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
რამ გამოიწვია წყალდიდობა თბილისში - გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადება
19:02 30.08.2023 (განახლებულია: 21:31 30.08.2023) ძლიერმა წვიმამ მთელი თბილისის ტერიტორია მოიცვა.
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. წუხანდელი სამი საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობამ ორჯერ გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს 6 საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობას, როდესაც დედაქალაქში დამანგრეველი წყალდიდობა მოხდა – ასეთია საქართველოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი მონაცემები.
გუშინ ძლიერმა წვიმამ და ქარმა თბილისში პრობლემები შექმნა. დედაქალაქში დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლები, მიწისქვეშა გადასასვლელები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. რიგ შენობებში, მათ შორის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სახურავიდან წყალი ჩავიდა, ასევე წყალმა გაჟონა მეტროპოლიტენის გვირაბებში. გარდა ამისა, ქალაქში გააქტიურდა მეწყრული პროცესები.
სააგენტოში აღნიშნეს, რომ 2015 წლის ივნისისგან განსხვავებით, 29 აგვისტოს ნალექმა თბილისის მთელი ტერიტორია მოიცვა.
ქართველმა სინოპტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ინფორმაცია მოსალოდნელი ამინდის შესახებ სააგენტოს სოციალურ ქსელში სისტემატურად ქვეყნდება. გარდა ამისა, უწყება ინფორმაციას ამინდის გაუარესების შესახებ ყველა შესაბამის უწყებას უგზავნის.
წვიმამ თბილისში სამ საათს გასტანა. მას თან ქარი ახლდა. ყველაზე მეტად ძლიერი წვიმისგან გლდანი დაზარალდა.
მობილიზებული იყო მერიის რაიონული სამსახურები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. მერიამ მოსახლეობას მოუწოდა, არ გასულიყვნენ ქუჩაში კოკისპირული წვიმის შესაძლო შედეგების გამო.
წვიმისა და ქარისგან დაზარალებულებისთვის მუშაობს „ცხელი ხაზი" 2 72 22 22.
2015 წლის 13 ივნისს ადიდებულმა მდინარე ვერემ დატბორა საცხოვრებელი სახლები, ზოოპარკი, „მზიურის" პარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, დააზიანა ქალაქის ინფრასტრუქტურა. მაშინ სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, კიდევ ორი ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაიკარა. სტიქიამ 200-მდე ოჯახი დააზარალა.
სტიქიის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გზები, ქალაქის ინფრასტრუქტურა. დედაქალაქის ზოოპარკის ტერიტორია თითქმის მთლიანად განადგურდა. მისი 600 ბინადრიდან ნახევარზე მეტი სტიქიამ იმსხვერპლა. ზოგიერთი ცხოველი, მათ შორის მტაცებლები, ქუჩაში აღმოჩნდა. მტაცებლების ნაწილის დაძინება და მუნიციპალურ თავშესაფარში დაბრუნება შეძლეს, ნაწილის კი ლიკვიდაცია გახდა საჭირო.
ოფიციალური ვერსიით, ტრაგედიის მიზეზი წყნეთი–ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილი მეწყერი გახდა. დაახლოებით ერთი მილიონი კუბური მეტრი მიწის მასის ჩამოსვლამ ვერეს ხეობაში წყალდიდობა და გამანადგურებელი პროცესები გამოიწვია. მოვარდნილმა ღვარცოფმა გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. თითქმის მთლიანად დაიტბორა „მზიურისა" და ზოოპარკის ტერიტორია.
ზარალმა დაახლოებით 90 მილიონი დოლარი შეადგინა.