https://sputnik-georgia.com/20230830/---------281781632.html
როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე - სტატისტიკა განახლდა
როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე - სტატისტიკა განახლდა
მიმდინარე წლის ივლისში, ივნისთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,5%-ით გაიზარდა. 30.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-30T10:45+0400
2023-08-30T10:45+0400
2023-08-30T15:00+0400
საქართველო
საქსტატი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/18/252119463_0:176:1698:1131_1920x0_80_0_0_1d8e9b50f57a29e86e30d9028b85bd53.jpg
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2023 წლის ივლისში, 2022 წლის ივნისთან შედარებით, 2,8%-ით შემცირდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების შემცირებამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 3,48%-ით, მაგრამ სურსათზე ფასები გაიზარდა 2,3%-ით, სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში კი ფასები 2,9%-ით გაიზარდა.ივლისში, ივნისთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,5%-ით გაიზარდა, იუწყება „საქსტატი".ადგილობრივი წარმოებაფასები შიდა ბაზრისთვის გათვლილ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე ივლისში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1,8%-ით გაიზარდა.საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი ევროსტანდარტით გადაიხედა: რა შეიცვალა>>>ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 3,8%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში ფასები გაიზარდა 2%-ით.ექსპორტი და იმპორტიექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11,1%-ით გაიზარდა.სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 2,6%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები შემცირდა 13,2%-ით, მათ შორის ქიმიურ პროდუქციაზე შემცირდა 29,6%-ით.საგარეო სავაჭრო ბრუნვა კვლავ იზრდება - ვისთან ვაჭრობს საქართველო>>>საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 8,9%-ით შემცირდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 10,4%-ით გაიაფდა.სამომხმარებლო ფასებიწლიური ინფლაციის დონემ 2023 წლის ივლისში 0,3% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელია 3%). ამასთან, წლის მანძილზე სურსათზე ფასები 1,2%-ით გაიზარდა. 2023 წლის ივლისში, ამავე წლის ივნისთან შედარებით, ინფლაციის დონემ –0,04% შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/18/252119463_133:180:1401:1131_1920x0_80_0_0_fa19b072963e290c7b7258a672040f4e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე - სტატისტიკა განახლდა
10:45 30.08.2023 (განახლებულია: 15:00 30.08.2023) მიმდინარე წლის ივლისში, ივნისთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,5%-ით გაიზარდა.
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2023 წლის ივლისში, 2022 წლის ივნისთან შედარებით, 2,8%-ით შემცირდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების შემცირებამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 3,48%-ით, მაგრამ სურსათზე ფასები გაიზარდა 2,3%-ით, სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში კი ფასები 2,9%-ით გაიზარდა.
ივლისში, ივნისთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,5%-ით გაიზარდა, იუწყება
„საქსტატი".ფასები შიდა ბაზრისთვის გათვლილ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე ივლისში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1,8%-ით გაიზარდა.
ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 3,8%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში ფასები გაიზარდა 2%-ით.
ექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11,1%-ით გაიზარდა.
სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 2,6%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები შემცირდა 13,2%-ით, მათ შორის ქიმიურ პროდუქციაზე შემცირდა 29,6%-ით.
საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 8,9%-ით შემცირდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 10,4%-ით გაიაფდა.
წლიური ინფლაციის დონემ 2023 წლის ივლისში 0,3% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელია 3%). ამასთან, წლის მანძილზე სურსათზე ფასები 1,2%-ით გაიზარდა. 2023 წლის ივლისში, ამავე წლის ივნისთან შედარებით, ინფლაციის დონემ –0,04% შეადგინა.