https://sputnik-georgia.com/20230811/-------281123770.html
საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი ევროსტანდარტით გადაიხედა: რა შეიცვალა
საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი ევროსტანდარტით გადაიხედა: რა შეიცვალა
Sputnik საქართველო
საქართველოში ევროპული მეთოდოლოგიით დაანგარიშებული ინფლაციის მაჩვენებელი ივნისში აღმოჩნდა 0,8 საპროცენტო პუნქტით უფრო დაბალი ეროვნული წესით გამოთვლილთან... 11.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-11T10:05+0400
2023-08-11T10:05+0400
2023-08-11T10:05+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/18/268818104_0:0:3116:1753_1920x0_80_0_0_885a189dfb468d08e7c04a4e12d39343.jpg
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. მიმდინარე წლის ივლისში ევროსტანდარტებით დაანგარიშებულმა წლიურმა ინფლაციამ 0,5% შეადგინა, ეროვნული მეთოდოლოგიით დაანგარიშებულმა – 0,3%.რა განსხვავებაა მეთოდოლოგიებს შორის საქართველოსა და ევროკავშირშიHICP განსხვავდება CPI-სგან მთელი რიგი მეთოდოლოგიური მახასიათებლებით, ძირითადად, სამომხმარებლო კალათის წონის თვალსაზრისით და გამოყენებული კლასიფიკატორის მიხედვით.კერძოდ, HICP-ს შემთხვევაში გაანგარიშებისას გამოიყენება როგორც რეზიდენტების, ისე არარეზიდენტების მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე გაწეული ხარჯები, ხოლო CPI-სთვის გამოიყენება მხოლოდ რეზიდენტების მიერ გაწეული დანახარჯები როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.რაც შეეხება კლასიფიკატორს, ევროკავშირში HICP-სთვის გამოიყენება „დანიშნულების მიხედვით ინდივიდუალური მოხმარების კლასიფიკაციის“ ევროპული ვერსია – ECOICOP, რომელიც მცირედით განსხვავდება ამჟამად საერთაშორისო დონეზე მოქმედი COICOP-სგან. ამასთან აღსანიშნავია, რომ სამომხმარებლო კალათის შემადგენლობა და გამოყენებული მიკრომონაცემები იდენტურია ორივე ინდექსისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/18/268818104_385:0:3116:2048_1920x0_80_0_0_616bb8859c01746f3c871d51ce9e729d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები
საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი ევროსტანდარტით გადაიხედა: რა შეიცვალა
საქართველოში ევროპული მეთოდოლოგიით დაანგარიშებული ინფლაციის მაჩვენებელი ივნისში აღმოჩნდა 0,8 საპროცენტო პუნქტით უფრო დაბალი ეროვნული წესით გამოთვლილთან შედარებით.
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. მიმდინარე წლის ივლისში ევროსტანდარტებით დაანგარიშებულმა წლიურმა ინფლაციამ 0,5% შეადგინა, ეროვნული მეთოდოლოგიით დაანგარიშებულმა – 0,3%.
ამჟამად საქართველოში ინფლაცია გამოითვლება სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) მიხედვით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებში გამოიყენება სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი (HICP) და ის ფასების სტაბილურობის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.
რა განსხვავებაა მეთოდოლოგიებს შორის საქართველოსა და ევროკავშირში
HICP განსხვავდება CPI-სგან მთელი რიგი მეთოდოლოგიური მახასიათებლებით, ძირითადად, სამომხმარებლო კალათის წონის თვალსაზრისით და გამოყენებული კლასიფიკატორის მიხედვით.
კერძოდ, HICP-ს შემთხვევაში გაანგარიშებისას გამოიყენება როგორც რეზიდენტების, ისე არარეზიდენტების მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე გაწეული ხარჯები, ხოლო CPI-სთვის გამოიყენება მხოლოდ რეზიდენტების მიერ გაწეული დანახარჯები როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
რაც შეეხება კლასიფიკატორს, ევროკავშირში HICP-სთვის გამოიყენება „დანიშნულების მიხედვით ინდივიდუალური მოხმარების კლასიფიკაციის“ ევროპული ვერსია – ECOICOP, რომელიც მცირედით განსხვავდება ამჟამად საერთაშორისო დონეზე მოქმედი COICOP-სგან. ამასთან აღსანიშნავია, რომ სამომხმარებლო კალათის შემადგენლობა და გამოყენებული მიკრომონაცემები იდენტურია ორივე ინდექსისთვის.
როგორ განსხვავდება ინდიკატორები საქართველოში სხვადასხვა კატეგორიებით %
სამომხმარებლო კალათის ჯგუფები | ეროვნული სტანდარტი | ევროპული სტანდარტი |
პროდუქტები | 1,2 | -0,2 |
ალკოჰოლი და თამბაქო | 6,3 | 6,4 |
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი | 0,7 | 0,8 |
კომუნალური მომსახურება | 4,9 | 3,5 |
ავეჯი | 1,2 | 1,4 |
ჯანდაცვა | -6,9 | -7,3 |
ტრანსპორტი | -12,1 | -13,1 |
კავშირგაბმულობა | -3,0 | -2,7 |
გართობა და დასვენება | -0,3 | 1,0 |
განათლება | 6,9 | 7,0 |
სასტუმროები და რესტორნები | 9,7 | 6,1 |
სხვა | 11,1 | 9,9 |