https://sputnik-georgia.com/20230829/kobaxize-opozicias-ar-surs-romm-saqartvelom-evrokavsiris-kandidati8s-statusi-miiros-281774496.html
კობახიძე: ოპოზიციას არ სურს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს
კობახიძე: ოპოზიციას არ სურს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს
Sputnik საქართველო
საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მას შემდეგ მიიღებს, რაც ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება, მიაჩნია ნიკა გვარამიას. 29.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-29T19:34+0400
2023-08-29T19:34+0400
2023-08-29T21:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკომისია
ევროკავშირი
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270137391_0:0:1620:912_1920x0_80_0_0_cb89a33b9ea0f06d05f4bc44abedcd50.jpg
თბილისი, 29 აგვისტო – Sputnik. ოპოზიციას არ სურს, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს და ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" დამფუძნებელ ნიკა გვარამიას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადების კომენტირებისას ეს წამოსცდა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სლოვენიაში, ბლედის სტრატეგიული ფორუმზე განაცხადა, რომ ევროკავშირი 2030 წლისთვის უნდა იყოს მზად გაფართოებისთვის. მისი თქმით, ახალი წევრების ინტეგრაცია მარტივი პროცესი არ იქნება და არაერთ რეფორმას მოითხოვს. ნიკა გვარამიას თქმით, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში საქართველო სტატუსს ვერ მიიღებს.ნიკა გვარამია 2007 წელს, იმ პერიოდში, როცა იმ დროისათვის ოპოზიციური ტელეკომპანია „იმედი“ დაიხურა, გენერალური პროკურორის მოადგილის პოსტს იკავებდა.2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ხელმძღვანელობდა. 2019 წელს, სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის ყოფილ მფლობელზე გადაცემის შემდეგ მან დააარსა ტელეკომპანია „მთავარი არხი“. 2022 წლის მარტში ის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის თანხების გაფლანგვის ფაქტზე გაასამართლეს. 2023 წლის მაისში გვარამია პრეზიდენტმა შეიწყალა და ის გათავისუფლდა.საჭირო იყო მეტი კონკრეტიკა - მმართველი პარტიის ლიდერი შარლ მიშელის განცხადებაზე >„ქართული ოცნების“ ლიდერმა აღნიშნა, რომ ოპოზიციას არ აქვს უფლება ილაპარაკოს ევროკავშირზე, რადგან შორს არიან ევროპული ფასეულობებისგან.ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.2022 წლის ოქტომბერში გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ევროკავშირის რეფორმირებისა და გაფართოების იდეით გამოვიდა და საგარეო პოლიტიკაში გადაწყვეტილების მიღებისას ერთსულოვნების პრინციპის თანდათანობით გაუქმებისკენ მოუწოდა.შოლცის და ახლა მიშელის განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ „შესაძლებლობის ფანჯარა“ არ დაიხურება მაშინაც კი, თუ საქართველო წელს ვერ მიიღებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, განაცხადა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ.გვარამიამ დასძინა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ქვეყანა ამ სტატუსს ვერ მიიღებს და საქართველოს ევროკავშირში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად არჩეული ახალი ხელისუფლება შეიყვანს.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270137391_180:0:1620:1080_1920x0_80_0_0_9fe5159320bf892dbb0c1b07f5743006.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკომისია, ევროკავშირი , ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკომისია, ევროკავშირი , ქართული ოცნება
კობახიძე: ოპოზიციას არ სურს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს
19:34 29.08.2023 (განახლებულია: 21:09 29.08.2023) საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მას შემდეგ მიიღებს, რაც ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება, მიაჩნია ნიკა გვარამიას.
თბილისი, 29 აგვისტო – Sputnik. ოპოზიციას არ სურს, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს და ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" დამფუძნებელ ნიკა გვარამიას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადების კომენტირებისას ეს წამოსცდა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სლოვენიაში, ბლედის სტრატეგიული ფორუმზე განაცხადა, რომ ევროკავშირი 2030 წლისთვის უნდა იყოს მზად გაფართოებისთვის. მისი თქმით, ახალი წევრების ინტეგრაცია მარტივი პროცესი არ იქნება და არაერთ რეფორმას მოითხოვს. ნიკა გვარამიას თქმით, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში საქართველო სტატუსს ვერ მიიღებს.
„ოპოზიციას არანაირად არ სურს, რომ საქართველომ დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ამ შემთხვევაში ეს გვარამიას მხრიდან კიდევ ერთი წამოცდენა იყო. რაც შეეხება გვარამიას, შეგახსენებთ ვინ არის – ეს არის ადამიანი, რომელიც 2012 წლამდე პირდაპირ ჩართული იყო ბიზნესის რეკეტის საქმეებში, ასევე ტელეკომპანია „იმედის“ ყაჩაღურად მიტაცებაში და შემდეგ ყაჩაღურად მიტაცებულ „რუსთავი 2“-ს მართავდა“, – განაცხადა კობახიძემ.
ნიკა გვარამია 2007 წელს, იმ პერიოდში, როცა იმ დროისათვის ოპოზიციური ტელეკომპანია „იმედი“ დაიხურა, გენერალური პროკურორის მოადგილის პოსტს იკავებდა.
2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ხელმძღვანელობდა. 2019 წელს, სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის ყოფილ მფლობელზე გადაცემის შემდეგ მან დააარსა ტელეკომპანია „მთავარი არხი“. 2022 წლის მარტში ის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის თანხების გაფლანგვის ფაქტზე გაასამართლეს. 2023 წლის მაისში გვარამია პრეზიდენტმა შეიწყალა და ის გათავისუფლდა.
„ქართული ოცნების“ ლიდერმა აღნიშნა, რომ ოპოზიციას არ აქვს უფლება ილაპარაკოს ევროკავშირზე, რადგან შორს არიან ევროპული ფასეულობებისგან.
„ამ ადამიანებს არავითარი ლეგიტიმური უფლება არ აქვთ, რომ ევროკავშირზე საერთოდ ისაუბრონ. ისინი თავიდან ბოლომდე არიან ევროპულ ღირებულებებს დაცილებული და არიან ანტიევროკავშირი“, – განაცხადა კობახიძემ.
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
2022 წლის ოქტომბერში გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ევროკავშირის რეფორმირებისა და გაფართოების იდეით გამოვიდა და საგარეო პოლიტიკაში გადაწყვეტილების მიღებისას ერთსულოვნების პრინციპის თანდათანობით გაუქმებისკენ მოუწოდა.
შოლცის და ახლა მიშელის განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ „შესაძლებლობის ფანჯარა“ არ დაიხურება მაშინაც კი, თუ საქართველო წელს ვერ მიიღებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, განაცხადა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ.
გვარამიამ დასძინა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ქვეყანა ამ სტატუსს ვერ მიიღებს და საქართველოს ევროკავშირში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად არჩეული ახალი ხელისუფლება შეიყვანს.