https://sputnik-georgia.com/20230829/------281758309.html
გამოქვეყნდა ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები
გამოქვეყნდა ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები
Sputnik საქართველო
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2023 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 45 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. 29.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-29T14:21+0400
2023-08-29T14:21+0400
2023-08-29T17:54+0400
საქართველო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლება საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24109/58/241095886_0:84:1601:984_1920x0_80_0_0_f9c752dc21859a85c618e47219f8cebc.jpg
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა (NAEC) ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები, ასევე აბიტურიენტების გათანაბრებული და სკალირებული ქულები გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში. საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 30 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება.საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო, ბოლო გამოცდა 23 ივლისს ჩატარდა. პირველადი შედეგების გამოცხადება 1 აგვისტოდან დაიწყო.ყველა საგანში პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ დაიწყო სააპელაციო განაცხადების მიღება. აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაესაჩივრებინათ როგორც ერთი, ისე რამდენიმე დავალება, ასევე მთელი ტესტი.შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, იმ საგნებში, რომლებშიც ერთზე მეტი ვარიანტი იყო, ხდება ნედლი ქულების გათანაბრება, რის შედეგადაც აბიტურიენტი, რომლის გათანაბრებული ქულაც მინიმალურ ზღვარზე მეტია, კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს. გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სახალხო დამცველის რეკომენდაციას უპასუხა>>>უწყების ინფორმაციით, 128.440 ნაშრომიდან გასაჩივრდა 4.292, რაც აბიტურიენტების ნაშრომების საერთო რაოდენობის მხოლოდ 3,34%-ია. შეფასება შეიცვალა სულ 1.498 ნაშრომის შემთხვევაში, რაც მთელი ნაშრომების 1,17%-ია. ქულა მოემატა 1.473 ნაშრომს, ხოლო 25 ნაშრომს ქულა დააკლდა. წელს ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგი (1.588) გაასაჩივრა, ყველაზე ნაკლებმა კი ფრანგული ენის გამოცდის შედეგი (2).აბიტურიენტებს, რომლებსაც აპელაციის შედეგად შეეცვალათ შეფასება ან უარი თქვეს საპრეტენზიო განაცხადის წარდგენაზე, აპელაციისათვის გადახდილი თანხა წინასწარ გამოქვეყნებულ ვადებში წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე უკან დაუბრუნდებათ, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2023 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 45 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა, გამოცდებზე აბიტურიენტების 94% გამოცხადდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი იყო გახსნილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24109/58/241095886_88:0:1511:1067_1920x0_80_0_0_a8535854ebb281184a8ad743907cbaaa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
გამოქვეყნდა ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები
14:21 29.08.2023 (განახლებულია: 17:54 29.08.2023) გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2023 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 45 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა (NAEC) ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები, ასევე აბიტურიენტების გათანაბრებული და სკალირებული ქულები გამოაქვეყნა.
უწყების ინფორმაციით, შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში. საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 30 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო, ბოლო გამოცდა 23 ივლისს ჩატარდა. პირველადი შედეგების გამოცხადება 1 აგვისტოდან დაიწყო.
ყველა საგანში პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ დაიწყო სააპელაციო განაცხადების მიღება. აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაესაჩივრებინათ როგორც ერთი, ისე რამდენიმე დავალება, ასევე მთელი ტესტი.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, იმ საგნებში, რომლებშიც ერთზე მეტი ვარიანტი იყო, ხდება ნედლი ქულების გათანაბრება, რის შედეგადაც აბიტურიენტი, რომლის გათანაბრებული ქულაც მინიმალურ ზღვარზე მეტია, კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს.
უწყების ინფორმაციით, 128.440 ნაშრომიდან გასაჩივრდა 4.292, რაც აბიტურიენტების ნაშრომების საერთო რაოდენობის მხოლოდ 3,34%-ია. შეფასება შეიცვალა სულ 1.498 ნაშრომის შემთხვევაში, რაც მთელი ნაშრომების 1,17%-ია. ქულა მოემატა 1.473 ნაშრომს, ხოლო 25 ნაშრომს ქულა დააკლდა. წელს ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგი (1.588) გაასაჩივრა, ყველაზე ნაკლებმა კი ფრანგული ენის გამოცდის შედეგი (2).
აბიტურიენტებს, რომლებსაც აპელაციის შედეგად შეეცვალათ შეფასება ან უარი თქვეს საპრეტენზიო განაცხადის წარდგენაზე, აპელაციისათვის გადახდილი თანხა წინასწარ გამოქვეყნებულ ვადებში წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე უკან დაუბრუნდებათ, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2023 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 45 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა, გამოცდებზე აბიტურიენტების 94% გამოცხადდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი იყო გახსნილი.