https://sputnik-georgia.com/20230828/iphone-15-indoetsi-damzaddeba-apple-zvirdeba-281725377.html
ახალი iPhone 15 ინდოეთში დამზადდება: Apple-ს პროდუქცია შესაძლოა გაძვირდეს
ახალი iPhone 15 ინდოეთში დამზადდება: Apple-ს პროდუქცია შესაძლოა გაძვირდეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. ამერიკული კორპორაცია Apple-ის პროდუქცია შესაძლოა გაძვირდეს აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობების გამო, წერს... 28.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-28T15:41+0400
2023-08-28T15:41+0400
2023-08-28T17:51+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ
ჩინეთი
ინდოეთი
apple
პოლიტიკა
ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1b/251854908_0:65:3413:1985_1920x0_80_0_0_157f7f9820ef637d39aab82f24b2fafd.jpg
თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. ამერიკული კორპორაცია Apple-ის პროდუქცია შესაძლოა გაძვირდეს აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობების გამო, წერს სააგენტო Bloomberg.როგორც სააგენტო აღნიშნავს, ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები ამერიკულ კომპანიებს, მათ შორის Apple-საც, აიძულებს, რომ წარმოება ჩინეთიდან აზიის სხვა ქვეყნებში გადაიტანონ, ხოლო გლობალური მიწოდების ჯაჭვის გაყოფამ შეიძლება გავლენა მოახდინოს საქონლის ღირებულებაზე. ახლა Apple-ის პარტნიორების დაახლოებით 80% ჩინეთთან არის დაკავშირებული.ამავე დროს ჩინეთში Apple-თან დაკავშირებული კომპანიების საწარმოების რაოდენობა კი არ იზრდება, არამედ ნაწილდება აშშ-ის ახალ პარტნიორებს შორის — ინდოეთს, ვიეტნამს, ტაილანდსა და სხვა აზიურ ქვეყნებს შორის, სადაც მუშახელი იაფია.ჩინეთი წლების განმავლობაში იყო წარმოების მთავარი ჰაბი უმსხვილესი კომპანიებისთვის — როგორც შიდა, ისე დასავლურ ბაზრებზე. თუმცა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში კომპანიები უფრო და უფრო ხშირად მიმართავენ ჩინეთის მეზობლებს.მთავარი ფაქტორი, რომელმაც ჩინეთზე დამოკიდებულება შეამცირა, იყო აშშ-ის სავაჭრო ომი ჩინეთთან, რომელიც 2018 წელს დაიწყო. ამ დროისათვის ვაშინგტონი განაგრძობს პეკინის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და ამას სავაჭრო ინტერესების დაცვით ხსნის.
აშშ
ჩინეთი
ინდოეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1b/251854908_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_98c824f73b06b7c8f763dc1c429566dc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, აშშ , ჩინეთი, ინდოეთი , apple, პოლიტიკა, ეკონომიკა
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, აშშ , ჩინეთი, ინდოეთი , apple, პოლიტიკა, ეკონომიკა
თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. ამერიკული კორპორაცია Apple-ის პროდუქცია შესაძლოა გაძვირდეს აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობების გამო, წერს სააგენტო Bloomberg.
როგორც სააგენტო აღნიშნავს, ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები ამერიკულ კომპანიებს, მათ შორის Apple-საც, აიძულებს, რომ წარმოება ჩინეთიდან აზიის სხვა ქვეყნებში გადაიტანონ, ხოლო გლობალური მიწოდების ჯაჭვის გაყოფამ შეიძლება გავლენა მოახდინოს საქონლის ღირებულებაზე. ახლა Apple-ის პარტნიორების დაახლოებით 80% ჩინეთთან არის დაკავშირებული.
ამავე დროს ჩინეთში Apple-თან დაკავშირებული კომპანიების საწარმოების რაოდენობა კი არ იზრდება, არამედ ნაწილდება აშშ-ის ახალ პარტნიორებს შორის — ინდოეთს, ვიეტნამს, ტაილანდსა და სხვა აზიურ ქვეყნებს შორის, სადაც მუშახელი იაფია.
არსებული ცნობით, კომპანიის მინიმუმ 15 კონტრაქტორი ახლა ინდოეთშია კონცენტრირებული და iPhone 15-ის ახალი მოდელიც ამ ქვეყანაში იქნება დამზადებული.
ჩინეთი წლების განმავლობაში იყო წარმოების მთავარი ჰაბი უმსხვილესი კომპანიებისთვის — როგორც შიდა, ისე დასავლურ ბაზრებზე. თუმცა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში კომპანიები უფრო და უფრო ხშირად მიმართავენ ჩინეთის მეზობლებს.
მთავარი ფაქტორი, რომელმაც ჩინეთზე დამოკიდებულება შეამცირა, იყო აშშ-ის სავაჭრო ომი ჩინეთთან, რომელიც 2018 წელს დაიწყო. ამ დროისათვის ვაშინგტონი განაგრძობს პეკინის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და ამას სავაჭრო ინტერესების დაცვით ხსნის.