ბორჯღალოსნები მსოფლიო ჩემპიონატის წინ შოტლანდიასთან დამარცხდნენ

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2023
გამოწერა
მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში (Rugby World Cup 2023) საფრანგეთში 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრამდე გაიმართება
თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ედინბურგის სტადიონზე მსოფლიო თასის დაწყებამდე ბოლო ტესტ-მატჩში შოტლანდიის ნაკრებთან ანგარიშით 6:33 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრები თამაშის პირველი წუთებიდან ლიდერობდა და დაწინაურდა კიდეც (6:0). მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყეს შოტლანდიელებმა და ტაიმის პირველ ხუთ წუთში ორი ლელოს დადება მოახერხეს, ორივე ზუსტად გარდასახეს და 14:6 დაწინაურდნენ.
შოტლანდიელები აქტიურობას განაგრძობდნენ და მე-60 წუთზე კიდევ ერთი ლელო და გარდასახვა მიითვალეს და უპირატესობა გაზარდეს.
რაგბი: ქართველებმა ტესტ-მატჩში აშშ-ის ნაკრები გაანადგურეს >>
საქართველოს ნაკრებმა თამაშის ბოლომდე ანგარიშის შეცვლა ვერ მოახერხა - 6:33.
ბორჯღალოსნებმა მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ეტაპი დაასრულეს ორი გამარჯვებით (56:6 - რუმინეთთან და 22:7 - აშშ-თან) და ერთი წაგებით (შოტლანდია).
მსოფლიო ჩემპიონატი საფრანგეთში (Rugby World Cup 2023) 2023 წლის 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.
მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ერთ ჯგუფში ავსტრალიასთან, უელსთან, ფიჯისთან და პორტუგალიასთან ითამაშებს. ქვეყნის ათ ქალაქში 48 მატჩი გაიმართება.
რაგბი: საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასის წინ რუმინეთი გაანადგურა >>
ახლა ლევან მაისაშვილის გუნდი გაემგზავრება საფრანგეთში და განაგრძობს მზადებას მსოფლიო ჩემპიონატისთვის. საქართველოს ნაკრები 9 სექტემბერს ავსტრალიას დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრების თამაშების განრიგი მსოფლიო ჩემპიონატზე:
9 სექტემბერი - ავსტრალია - საქართველო
23 სექტემბერი - საქართველო - პორტუგალია
30 სექტემბერი - ფიჯი - საქართველო
7 ოქტომბერი - უელსი - საქართველო.
ყველა ახალი ამბავი
0