რაგბი: ქართველებმა ტესტ-მატჩში აშშ-ის ნაკრები გაანადგურეს

© Georgian Rugbyსაქართველოს რაგბის ნაკრები
საქართველოს რაგბის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2023
გამოწერა
მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ერთ ჯგუფში ავსტრალიასთან, უელსთან, ფიჯისთან და პორტუგალიასთან ითამაშებს.
თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასის დაწყებამდე ბოლოსწინა ტესტ-მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე აშშ-ის ნაკრებს დამაჯერებლად მოუგო - 22:7.
ანგარიში მე-11 წუთზე ტაბუცაძის ლელოთი გაიხსნა, რასაც 28-ე წუთზე მამუკაშვილის ლელო და მატკავას გარდასხვა მოჰყვა – 12:0.
რამდენიმე წუთში ამერიკელებმა აქტიურობას მოუმატეს და ერთი ლელოს დადება მოახერხეს, გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს და პირველი ტაიმი ანგარიშით 12:7 დასრულდა.
მატჩის მეორე ნახევარში ბორჯღალოსნებმა უფრო დიდი უპირატესობა მოიპოვეს. 46-ე წუთზე ნინიაშვილის ლელოს მატკავას ზუსტად შესრულებული გარდასახვა დაემატა. მე-60 წუთზე ამ უკანასკნელმა საჯარიმო დარტყმით ჩვენს ნაკრებს ქულები კიდევ შესძინა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მეორე ნახევარში ჩვენ სტუმრებს ქულები აღარ მოუპოვებიათ და მატჩი 22:7 დასრულდა.
მსოფლიო ჩემპიონატი 2023 წლის 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. 2017 წელს ტურნირის მასპინძელ ქვეყნად საფრანგეთი გამოცხადდა.
მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ერთ ჯგუფში ავსტრალიასთან, უელსთან, ფიჯისთან და პორტუგალიასთან ითამაშებს.
ყველა ახალი ამბავი
0