რაგბი: საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასის წინ რუმინეთი გაანადგურა

© Georgian Rugbyრაგბი. საქართველო-პორტუგალია
რაგბი. საქართველო-პორტუგალია - Sputnik საქართველო, 1920, 13.08.2023
გამოწერა
მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე საქართველოს ნაკრები კიდევ ორ ტესტ-მატჩს ჩაატარებს – აშშ-ის ნაკრებთან (შინ) და შოტლანდიასთან (სტუმრად)
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი დასკვნითი ეტაპი რუმინეთთან ტესტ-მატჩით დაიწყო და მეტოქე თბილისში ანგარიშით 56:6 დაამარცხა.
ლელო გაიტანეს აფრასიძემ, შარიქაძემ, ჭყოიძემ, გაჩეჩილაძემ, ტაბუცაძემ, მატკავამ, მამუკაშვილმა, ლობჟანიძემ.
ანგარიში რუმინელებმა ჯარიმით გახსნეს, მაგრამ ქართველმა მორაგბეებმა მალევე ლელო დადეს (აფრასიძე), რომელიც მატკავამ გარდასახა. პირველი ტაიმის დარჩენილი დროც ქართველი მორაგბეების სრული უპირატესობით წარიმართა - 25:6.
მეორე ტაიმი ქართველმა მორაგბეებმა სწრაფი შეტევით დაიწყეს და კიდევ უფრო გაზარდეს უპირატესობა. საქართველოს ნაკრების აქტიურობის შედეგად რუმინელთა თამაში, ფაქტობრივად, მოიშალა, „ბორჯღალოსნებმა“ კი დამსახურებულად მოიგეს – 56:6.
მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე საქართველოს ნაკრები კიდევ ორ ტესტ-მატჩს ჩაატარებს – 19 აგვისტოს კვლავ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე აშშ-ის ნაკრებს უმასპინძლებს, 26 აგვისტოს კი სტუმრად შოტლანდიას შეხვდება.
რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით საფრანგეთში გაიმართება. საქართველოს ნაკრების მეტოქეები С ჯგუფში უელსი, ავსტრალია, ფიჯი და პორტუგალია იქნებიან.
ყველა ახალი ამბავი
0