https://sputnik-georgia.com/20230825/turqeti-rusul-mxarestan-gazis-habis-proeqtis-ganxilvas-ganagrzobs-281657430.html
თურქეთი რუსულ მხარესთან „გაზის ჰაბის" პროექტის განხილვას განაგრძობს
თურქეთი რუსულ მხარესთან „გაზის ჰაბის" პროექტის განხილვას განაგრძობს
Sputnik საქართველო
ანკარა ამ პროექტის მიმართ დიდ ინტერესს გამოხატავს. 25.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-25T13:43+0400
2023-08-25T13:43+0400
2023-08-25T18:37+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი
თურქეთი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/19/281655263_0:72:1600:972_1920x0_80_0_0_cf7d7af6b8acdd795af3164746e3638e.jpg
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. თურქეთი რუსულ მხარესთან „გაზის ჰაბის" პროექტის განხილვას განაგრძობს, იუწყება სააგენტო РИА Новости ანკარაში დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით. უფრო ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორმა დმიტრი ბორიჩევსკიმ განაცხადა, რომ თურქეთში „გაზის ჰაბის" პროექტის პარამეტრებს ჯერ კიდევ განიხილავენ. „განხილვა მიმდინარეობს. ჩვენთვის ეს პროექტი დიდ ინტერესს წარმოადგენს", – განაცხადა სააგენტოს თანამოსაუბრემ კითხვაზე პასუხისას, ხომ არ შეჩერდა პროექტის რეალიზაციის პროცესი. ერდოღანმა პირობა დადო, რომ პუტინის მიერ შეთავაზებულ პროექტს განახორციელებს>>როგორც უფრო ადრე ტელეარხი CNN Türk იუწყებოდა, ენერგეტიკული პროექტები თურქეთსა და რუსეთს შორის, კერძოდ, „გაზის ჰაბის" პროექტი შეიძლება პრეზიდენტების რეჯეფ თაიიფ ერდოღანისა და ვლადიმირ პუტინის დაგეგმილი მოლაპარაკებების დროს განიხილონ. 2022 წლის ოქტომბერში პუტინმა წამოაყენა იდეა თურქეთის ტერიტორიაზე ჰაბის შექმნის შესახებ, სადაც დაზიანებული „ჩრდილოეთის ნაკადებიდან" გაზის გადამისამართება იქნებოდა შესაძლებელი. საუბარია თურქეთში კიდევ ერთი მილსადენის სისტემის აშენებასა და თურქეთში ცენტრის შექმნის შესაძლებლობაზე, რომლითაც გაზი მესამე ქვეყნებს მიეწოდება, პირველ რიგში, ევროპის ქვეყნებს. პუტინი თურქეთში ვიზიტს დათანხმდა - ერდოღანის კანცელარია>>თურქეთი ინიციატივას დადებითად გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მის ტერიტორიაზე ჰაბისა და გაზის სავაჭრო ცენტრის შესაქმნელად ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი მზად არის. ანკარამ ასევე დაიწყო საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირების პროცესი, რათა ჰაბის ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძველი უზრუნველყოს.პროექტთან დაკავშირებით აქტიური მოლაპარაკებები თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის გამო შეჩერდა.
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/19/281655263_177:0:1600:1067_1920x0_80_0_0_b83af53f6e315293a6b4e9cce898948d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, თურქეთი , ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, თურქეთი , ახალი ამბები
თურქეთი რუსულ მხარესთან „გაზის ჰაბის" პროექტის განხილვას განაგრძობს
13:43 25.08.2023 (განახლებულია: 18:37 25.08.2023) ანკარა ამ პროექტის მიმართ დიდ ინტერესს გამოხატავს.
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. თურქეთი რუსულ მხარესთან „გაზის ჰაბის" პროექტის განხილვას განაგრძობს, იუწყება სააგენტო
РИА Новости ანკარაში დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით.
უფრო ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორმა დმიტრი ბორიჩევსკიმ განაცხადა, რომ თურქეთში „გაზის ჰაბის" პროექტის პარამეტრებს ჯერ კიდევ განიხილავენ.
„განხილვა მიმდინარეობს. ჩვენთვის ეს პროექტი დიდ ინტერესს წარმოადგენს", – განაცხადა სააგენტოს თანამოსაუბრემ კითხვაზე პასუხისას, ხომ არ შეჩერდა პროექტის რეალიზაციის პროცესი.
როგორც უფრო ადრე ტელეარხი CNN Türk იუწყებოდა, ენერგეტიკული პროექტები თურქეთსა და რუსეთს შორის, კერძოდ, „გაზის ჰაბის" პროექტი შეიძლება პრეზიდენტების რეჯეფ თაიიფ ერდოღანისა და ვლადიმირ პუტინის დაგეგმილი მოლაპარაკებების დროს განიხილონ.
2022 წლის ოქტომბერში პუტინმა წამოაყენა იდეა თურქეთის ტერიტორიაზე ჰაბის შექმნის შესახებ, სადაც დაზიანებული „ჩრდილოეთის ნაკადებიდან" გაზის გადამისამართება იქნებოდა შესაძლებელი. საუბარია თურქეთში კიდევ ერთი მილსადენის სისტემის აშენებასა და თურქეთში ცენტრის შექმნის შესაძლებლობაზე, რომლითაც გაზი მესამე ქვეყნებს მიეწოდება, პირველ რიგში, ევროპის ქვეყნებს.
თურქეთი ინიციატივას დადებითად გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მის ტერიტორიაზე ჰაბისა და გაზის სავაჭრო ცენტრის შესაქმნელად ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი მზად არის. ანკარამ ასევე დაიწყო საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირების პროცესი, რათა ჰაბის ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძველი უზრუნველყოს.
პროექტთან დაკავშირებით აქტიური მოლაპარაკებები თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის გამო შეჩერდა.