პუტინი თურქეთში ვიზიტს დათანხმდა - ერდოღანის კანცელარია

© photo : POOL / გადასვლა მედიაბანკშირეჯეფ თაიიფ ერდოღანი და ვლადიმირ პუტინი
რეჯეფ თაიიფ ერდოღანი და ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2023
გამოწერა
თურქეთის პრეზიდენტმა პუტინს განუცხადა, რომ ანკარა მარცვლეულის გარიგების აღსადგენად ძალისხმევას არ დაიშურებს.
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. რუსეთისა და თურქეთის ლიდერები ვლადიმირ პუტინი და რეჯეფ თაიიფ ერდოღანი სატელეფონო საუბრისას თურქეთში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტზე შეთანხმდნენ, ნათქვამია ერდოღანის კანცელარიის განცხადებაში.

„პრეზიდენტმა ერდოღანმა ოთხშაბათს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. საუბრის დროს ლიდერებმა პუტინის თურქეთში ვიზიტის საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს", – ნათქვამია განცხადებაში, იუწყება РИА Новости.

ვიზიტის თარიღი მითითებული არ არის.
ამასთან ერთად, თურქეთის პრეზიდენტმა პუტინთან საუბრისას აღნიშნა, რომ ანკარა მარცვლეულის გარიგების აღდგენაზე ზრუნვას კვლავ აპირებს. თუ შავი ზღვის ინიციატივა დიდი ხანი არ იმოქმედებს, ეს არავის არგებს, აღნიშნა მან.
ერდოღანს სჯერა, რომ პუტინს მარცვლეულის გარიგების აღდგენაზე დაიყოლიებს>>
პუტინთან პირადი საუბრისას ერდოღანმა გარიგება დაახასიათა, როგორც „მშვიდობის ხიდი".
როგორც უფრო ადრე პუტინმა განაცხადა, მან ერდოღანთან ანკარაში პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობა განიხილა. თუმცა წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამგზავრება გადაიდო, რათა ვიზიტის თემა სპეკულაციების საფუძველი არ გამხდარიყო. ერდოღანის ოპონენტებს პუტინის ვიზიტში, შესაძლოა, შიდა პოლიტიკაზე გავლენის მცდელობა დაენახათ.
ყველა ახალი ამბავი
0