https://sputnik-georgia.com/20230825/tragedia-sovsi-napovnia-msxverplta-piradi-nivtebi-281654665.html
ტრაგედია შოვში: ნაპოვნია სტიქიური უბედურების მსხვერპლთა პირადი ნივთები
ტრაგედია შოვში: ნაპოვნია სტიქიური უბედურების მსხვერპლთა პირადი ნივთები
Sputnik საქართველო
ნაპოვნია პირადობის მოწმობები, ძვირფასეულობა, საყოფაცხოვრებო ნივთები. 25.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-25T11:44+0400
2023-08-25T11:44+0400
2023-08-25T15:17+0400
მეწყერი რაჭაში
რაჭა-ლეჩხუმი
შემთხვევები საქართველოში
სტიქიური მოვლენები
ბუნებრივი კატასტროფები
ახალი ამბები
საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/09/281073456_0:151:1600:1051_1920x0_80_0_0_cd64e088ae673e59f36bf7ff4760f1d8.jpg
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. მაშველებმა ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში ადამიანების ძებნის სამუშაოების პარალელურად შოვის უბედურების ზონაში მოყოლილი ადამიანების ბევრი პირადი ნივთი იპოვეს, მათ იმედი აქვთ, რომ კიდევ ორი უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანის პოვნასაც შეძლებენ. ნაპოვნ ნივთებს შორისაა პირადობის მოწმობები, ძვირფასეულობა, საყოფაცხოვრებო ნივთები. ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. უზარმაზარმა მეწყერმა, მილიონობით კუბური მეტრის მოცულობის მიწის მასამ დაფარა კურორტი შოვი, გზად კი ყველაფერი გაანადგურა. სტიქიური უბედურების ეპიცენტრში უკვე დამუშავებულია მთელი ტერიტორია, ძებნა გრძელდება ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში. ამ დროისათვის აღმოჩენილია 31 ადამიანის ცხედარი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სტიქიური უბედურებიდან 23-ე დღეს საძიებო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება. საძიებო სამუშაოების ზონა "გუმათჰესის" ტერიტორიას აღწევს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი: შოვში ღვარცოფის გამეორების რისკები არ არსებობს>>საძიებო სამუშაოებში ჩართული არიან მაშველები, სამხედროები, კინოლოგების ჯგუფები, მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები. მაშველებმა პირველივე დღეებში სტიქიური უბედურების ზონიდან 210 ადამიანის გამოყვანა შეძლეს. შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე და 140-ე მუხლებით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა) მიმდინარეობს.
რაჭა-ლეჩხუმი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/09/281073456_0:0:1600:1200_1920x0_80_0_0_555c06a97d6958cc5522a734eddb7306.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი , შემთხვევები საქართველოში, სტიქიური მოვლენები, ბუნებრივი კატასტროფები, ახალი ამბები, საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, საზოგადოება, საქართველო
მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი , შემთხვევები საქართველოში, სტიქიური მოვლენები, ბუნებრივი კატასტროფები, ახალი ამბები, საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, საზოგადოება, საქართველო
ტრაგედია შოვში: ნაპოვნია სტიქიური უბედურების მსხვერპლთა პირადი ნივთები
11:44 25.08.2023 (განახლებულია: 15:17 25.08.2023) ნაპოვნია პირადობის მოწმობები, ძვირფასეულობა, საყოფაცხოვრებო ნივთები.
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. მაშველებმა ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში ადამიანების ძებნის სამუშაოების პარალელურად შოვის უბედურების ზონაში მოყოლილი ადამიანების ბევრი პირადი ნივთი იპოვეს, მათ იმედი აქვთ, რომ კიდევ ორი უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანის პოვნასაც შეძლებენ.
ნაპოვნ ნივთებს შორისაა პირადობის მოწმობები, ძვირფასეულობა, საყოფაცხოვრებო ნივთები.
ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. უზარმაზარმა მეწყერმა, მილიონობით კუბური მეტრის მოცულობის მიწის მასამ დაფარა კურორტი შოვი, გზად კი ყველაფერი გაანადგურა. სტიქიური უბედურების ეპიცენტრში უკვე დამუშავებულია მთელი ტერიტორია, ძებნა გრძელდება ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში. ამ დროისათვის აღმოჩენილია 31 ადამიანის ცხედარი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სტიქიური უბედურებიდან 23-ე დღეს საძიებო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება. საძიებო სამუშაოების ზონა "გუმათჰესის" ტერიტორიას აღწევს.
საძიებო სამუშაოებში ჩართული არიან მაშველები, სამხედროები, კინოლოგების ჯგუფები, მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები.
მაშველებმა პირველივე დღეებში სტიქიური უბედურების ზონიდან 210 ადამიანის გამოყვანა შეძლეს.
შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე და 140-ე მუხლებით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა) მიმდინარეობს.