გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი: შოვში ღვარცოფის გამეორების რისკები არ არსებობს

© Ministry of Internal Affairs of Georgia
  - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2023
გამოწერა
ამ დროისათვის სტიქიის ეპიცენტრის პრაქტიკულად მთელი ტერიტორია შემოწმებულია.
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. დაახლოებით ორი-სამი კვირის ვადაში გვექნება საბოლოო დასკვნა, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, თუ რა მოვლენებს ჰქონდა ადგილი, განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ვასილ გედევანიშვილმა სოფელ გლოლაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ.
რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიამ 27 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. აქედან 24-ის ვინაობა იდენტიფიცირებულია. უგზო-უკვლოდ ექვსი ადამიანია დაკარგული. პირველივე დღეებში მაშველებმა სტიქიური უბედურების ზონიდან 210 ადამიანის გამოყვანა შეძლეს.
გედევანიშვილის განცხადებით, ხეობაში გაგრძელდება მონიტორინგი, რათა ღვარცოფის შემდეგ გამოირიცხოს რამე დამატებითი საფრთხეები, რომლებიც, როგორც წესი, თანმდევი პროცესია მსგავსი მასშტაბური ღვარცოფის შემდეგ.

„აქვე მინდა ვთქვა, რომ რამე მყისიერი საფრთხე და რამე ისეთი მასშტაბური ღვარცოფის გამეორების რისკები პრაქტიკულად არ არსებობს“, – აღნიშნა ვასილ გედევანიშვილმა.

მისი განცხადებით, მდინარე ჭანჭახსა და მდინარე რიონზე დაყენებულია შესაბამისი დონეთმზომები, რომლებიც წლის მონიტორინგს აწარმოებენ.
„იყო დაპირება და დავაყენებთ რამდენიმე ასეთ მოწყობილობას, რათა ადრეული მონიტორინგის სისტემები კიდევ უფრო გაძლიერდეს და მომავალში მსგავსი მოვლენების პროცესში უფრო მეტი დაკვირვების მექანიზმი გვქონდეს“, – განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა.
შოვში დაღუპულთა რაოდენობა 27-მდე გაიზარდა>>
ამ დროისათვის შოვის პრაქტიკულად მთელი ტერიტორია შემოწმებულია, მაშველები მძიმე ტექნიკის მდინარის კალაპოტში გადატანას აპირებენ.
შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე და 140-ე მუხლებით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა) მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0