https://sputnik-georgia.com/20230824/masvelebma-31-e-cxedari-ipoves-sovsi-281630089.html
ტრაგედია შოვში: მაშველებმა კიდევ ორი ცხედარი იპოვეს
ტრაგედია შოვში: მაშველებმა კიდევ ორი ცხედარი იპოვეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ორი გარდაცვლილი იპოვეს, შესაბამისად, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა. 24.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-24T17:52+0400
2023-08-24T17:52+0400
2023-10-02T17:16+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები
შემთხვევები საქართველოში
სტიქიური მოვლენები
მეწყერი რაჭაში
რაჭა-ლეჩხუმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/09/281073838_0:171:2048:1323_1920x0_80_0_0_c9a7c90ec671df9dbceda046db3fd41f.jpg
თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ორი გარდაცვლილი იპოვეს, შესაბამისად, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა.ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. უზარმაზარმა მეწყერმა, მილიონობით კუბური მეტრის მოცულობის მიწის მასამ დაფარა კურორტი შოვი, გზად კი ყველაფერი გაანადგურა. სტიქიის შედეგად დაინგრა კოტეჯები, ხიდები, შოვში შესასვლელი გზა.ბოლო მონაცემებით, 31 დაღუპულის პარალელურად უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა ორი პირი. მანამდე მაშველებმა სტიქიური უბედურების ზონიდან 210 ადამიანის გამოყვანა შეძლეს. საძიებო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. დაკარგულებს ეძებენ როგორც სტიქიის ეპიცენტრში, ისე შოვის ზონაში, ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში.სტიქიური უბედურების ზონაში მობილიზებულია დაახლოებით 80 ერთეული მძიმე ტექნიკა, ცოცხალი ძალა – შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები.შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე და 140-ე მუხლებით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა) მიმდინარეობს.შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზებიშოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი: შოვში ღვარცოფის გამეორების რისკები არ არსებობს>>მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.
საქართველო
რაჭა-ლეჩხუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/09/281073838_131:0:1895:1323_1920x0_80_0_0_08229373e0d9e4c5648cfb7ee2cbbce4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები, შემთხვევები საქართველოში, სტიქიური მოვლენები, მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები, შემთხვევები საქართველოში, სტიქიური მოვლენები, მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი
თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ორი გარდაცვლილი იპოვეს, შესაბამისად, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა.
ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. უზარმაზარმა მეწყერმა, მილიონობით კუბური მეტრის მოცულობის მიწის მასამ დაფარა კურორტი შოვი, გზად კი ყველაფერი გაანადგურა. სტიქიის შედეგად დაინგრა კოტეჯები, ხიდები, შოვში შესასვლელი გზა.
ბოლო მონაცემებით, 31 დაღუპულის პარალელურად უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა ორი პირი. მანამდე მაშველებმა სტიქიური უბედურების ზონიდან 210 ადამიანის გამოყვანა შეძლეს.
საძიებო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. დაკარგულებს ეძებენ როგორც სტიქიის ეპიცენტრში, ისე შოვის ზონაში, ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში.
სტიქიური უბედურების ზონაში მობილიზებულია დაახლოებით 80 ერთეული მძიმე ტექნიკა, ცოცხალი ძალა – შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები.
შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე და 140-ე მუხლებით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა) მიმდინარეობს.
შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზები
შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.
მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.
სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.
სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.
მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.