https://sputnik-georgia.com/20230824/fukusima-cinetma-iaponiis-gadawyvetileba-dagmo-281608406.html
ჩინეთი გმობს იაპონიის გადაწყვეტილებას „ფუკუშიმა-1“-ის წყალთან დაკავშირებით
ჩინეთი გმობს იაპონიის გადაწყვეტილებას „ფუკუშიმა-1“-ის წყალთან დაკავშირებით
Sputnik საქართველო
თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. ჩინეთი გმობს იაპონიის გადაწყვეტილებას წყნარ ოკეანეში იმ წყლის ჩაღვრაზე, რომელიც ატომური ელექტროსადგური „ფუკუშიმა-1“-ის... 24.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-24T14:44+0400
2023-08-24T14:44+0400
2023-08-24T20:39+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
ჩინეთი
იაპონია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/18/281607930_0:154:3008:1846_1920x0_80_0_0_3138791745466f0198935412a681d9e9.jpg
თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. ჩინეთი გმობს იაპონიის გადაწყვეტილებას წყნარ ოკეანეში იმ წყლის ჩაღვრაზე, რომელიც ატომური ელექტროსადგური „ფუკუშიმა-1“-ის რეაქტორების გასაგრილებლად გამოიყენებოდა, აცხადებს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.პეკინში აღნიშნავენ, რომ ტოკიომ წყლის ოკეანეში ჩაღვრა „საერთაშორისო საზოგადოების სერიოზული ეჭვების და წინააღმდეგობების მიუხედავად“ დაიწყო.ჩინეთი მიიჩნევს, რომ „რადიოაქტიურად დაბინძურებული წყლის უტილიზაცია <...> წარმოადგენს ბირთვული უსაფრთხოების სერიოზულ პრობლემას, რომელსაც ტრანსსასაზღვრო შედეგები აქვს".როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, იაპონიამ არ დაასაბუთა წყლის ჩაღვრის გადაწყვეტილების კანონიერება, წყლის გამწმენდი მოწყობილობის საიმედოობა, წყლის დაბინძურების შესახებ მონაცემების სიზუსტე, საზღვაო გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოება. ეს კი „უკიდურესად ეგოისტური და უპასუხისმგებლო ქმედებაა", რომელიც საერთაშორისო საზოგადოების ინტერესებს უგულებელყოფს.2011 წლის მარტში მომხდარმა ცუნამიმ იაპონიის ატომურ ელექტროსადგურ „ფუკუშიმა-1“-ზე სერიოზული ავარია გამოიწვია. 2021 წლის აპრილში იაპონიის მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ატომური ელექტროსადგურის რადიოაქტიურ წყალს სპეციალური დამუშავების შემდეგ ოკეანეში ეტაპობრივად ჩაღვრიდნენ. ტოკიოს გადაწყვეტილებამ მეზობელ ქვეყნებში, განსაკუთრებით კი თევზჭერის ინდუსტრიის წარმომადგენლებში, დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი შიშობდნენ, რომ მომხმარებლები ამ ზონაში მოპოვებულ ზღვის პროდუქტებზე უარს იტყოდნენ. ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ამ ნაბიჯის გრძელვადიანი შედეგები ჯერჯერობით გაურკვეველია, ამიტომაც წყლის ჩაღვრა უნდა გადაიდოს.მანამდე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) დაადასტურა, რომ სადგურის გაწმენდილი წყალი უსაფრთხოა ოკეანისთვის.ატომური ელექტროსადგური „ფუკუშიმა-1“-დან გაფილტრული რადიოაქტიური წყლის ოკეანეში ჩაღვრა იაპონელმა სპეციალისტებმა დღეს დაიწყეს.
https://sputnik-georgia.com/20230824/iaponia-fukusima-wylis-carvra-okeanesi-281607443.html
ჩინეთი
იაპონია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/18/281607930_171:0:2838:2000_1920x0_80_0_0_09f8e0091159c3246c9b6788502d043b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ჩინეთი, იაპონია
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ჩინეთი, იაპონია
თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. ჩინეთი გმობს იაპონიის გადაწყვეტილებას წყნარ ოკეანეში იმ წყლის ჩაღვრაზე, რომელიც ატომური ელექტროსადგური „ფუკუშიმა-1“-ის რეაქტორების გასაგრილებლად გამოიყენებოდა, აცხადებს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
„ჩინეთმა გამოხატა თავისი მტკიცე უარი და მკაცრად დაგმო ეს ქმედება, რაც სერიოზულ შეტყობინებას აძლევს იაპონიას და მოითხოვს ამ არასწორი აქტის შეწყვეტას", — ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
პეკინში აღნიშნავენ, რომ ტოკიომ წყლის ოკეანეში ჩაღვრა „საერთაშორისო საზოგადოების სერიოზული ეჭვების და წინააღმდეგობების მიუხედავად“ დაიწყო.
ჩინეთი მიიჩნევს, რომ „რადიოაქტიურად დაბინძურებული წყლის უტილიზაცია <...> წარმოადგენს ბირთვული უსაფრთხოების სერიოზულ პრობლემას, რომელსაც ტრანსსასაზღვრო შედეგები აქვს".
როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, იაპონიამ არ დაასაბუთა წყლის ჩაღვრის გადაწყვეტილების კანონიერება, წყლის გამწმენდი მოწყობილობის საიმედოობა, წყლის დაბინძურების შესახებ მონაცემების სიზუსტე, საზღვაო გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოება. ეს კი „უკიდურესად ეგოისტური და უპასუხისმგებლო ქმედებაა", რომელიც საერთაშორისო საზოგადოების ინტერესებს უგულებელყოფს.
„ჩინეთის მთავრობა მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას, რათა უზრუნველყოს ჩინელი ხალხის სასურსათო უსაფრთხოება და ჯანმრთელობა", — ნათქვამია განცხადებაში.
2011 წლის მარტში მომხდარმა ცუნამიმ იაპონიის ატომურ ელექტროსადგურ „ფუკუშიმა-1“-ზე სერიოზული ავარია გამოიწვია. 2021 წლის აპრილში იაპონიის მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ატომური ელექტროსადგურის რადიოაქტიურ წყალს სპეციალური დამუშავების შემდეგ ოკეანეში ეტაპობრივად ჩაღვრიდნენ. ტოკიოს გადაწყვეტილებამ მეზობელ ქვეყნებში, განსაკუთრებით კი თევზჭერის ინდუსტრიის წარმომადგენლებში, დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი შიშობდნენ, რომ მომხმარებლები ამ ზონაში მოპოვებულ ზღვის პროდუქტებზე უარს იტყოდნენ. ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ამ ნაბიჯის გრძელვადიანი შედეგები ჯერჯერობით გაურკვეველია, ამიტომაც წყლის ჩაღვრა უნდა გადაიდოს.
მანამდე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) დაადასტურა, რომ სადგურის გაწმენდილი წყალი უსაფრთხოა ოკეანისთვის.
ატომური ელექტროსადგური „ფუკუშიმა-1“-დან გაფილტრული რადიოაქტიური წყლის ოკეანეში ჩაღვრა იაპონელმა სპეციალისტებმა დღეს დაიწყეს.