მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

იაპონიამ „ფუკუშიმა-1“-ის წყლის ოკეანეში ჩაღვრა დაიწყო: ვიდეო

  - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2023
გამოწერა
თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. იაპონელმა სპეციალისტებმა ატომური ელექტროსადგური „ფუკუშიმა 1“-დან გაფილტრული რადიოაქტიური წყლის ოკეანეში ჩაღვრა დაიწყეს, რომელიც სადგურის რეაქტორების გასაგრილებლად გამოიყენებოდა, იუწყება იაპონური სააგენტო Kyodo.
გავრცელებული ინფორმაციით, წყლის ჩაღვრის წინ ატომური ელექტროსადგურის ოპერატორმა კომპანია TEPCO-მ კვლავ შეამოწმა ტრიტიუმის კონცენტრაცია დიდი რაოდენობით ზღვის წყალში.
TEPCO-ს წარმომადგენლებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ტრიტიუმის კონცენტრაციის ანალიზი 43-63 ბეკერელს აჩვენებს ლიტრზე. ეს გაცილებით ნაკლებია მთავრობის მიერ დადგენილ სტანდარტზე — 60 ათას ბეკერელზე, და ასევე თავად TEPCO-ს ლიმიტზე, რომელიც 1500 ბეკერელს აღწევს.
გეგმის თანახმად, წყლის გაშვების პირველი ეტაპი 17 დღე გაგრძელდება და ოკეანეში ზღვის წყალში გაზავებული 7800 ტონა გაწმენდილი წყალი ჩაიღვრება.
სულ TEPCO-ს მიმდინარე წლის განმავლობაში 31.200 ტონა (20 ცისტერნა) წყლის ჩაღვრის იმედი აქვს.
ტრიტიუმის შემცველი წყალი ოკეანეში ერთი კილომეტრის სიგრძის მიწისქვეშა გვირაბის მეშვეობით შევა. მანამდე სადგურის ოპერატორმა კომპანია TEPCO-მ ატომური ელექტროსადგურის გაგრილებისთვის გამოყენებული წყლის თითო კუბური მეტრი დაახლოებით 1,2 ათას კუბურ მეტრ ზღვის წყალში გააზავა, რაც იაპონიის უსაფრთხოების სტანდარტებით გათვალისწინებული მაჩვენებლის ერთ მეორმოცედს შეადგენს.
იაპონიის გარემოს დაცვის სამინისტრო ოკეანიდან წყლისა და თევზის ნიმუშებს აიღებს მასში წყლის ჩაღვრის შემდეგ, რათა ოპერაციის უსაფრთხოება დაადასტუროს. ანალიზის შედეგები ერთ კვირაში ან უფრო ადრეც გამოქვეყნდება.
TEPCO-ში ირწმუნებიან, რომ სპეციალური სისტემა წყლიდან, რომელიც მუდმივად შემოწმდება, ყველა რადიოაქტიურ ნუკლიდს გაფილტრავს ტიტანის გარდა. სპეციალისტების თქმით, ტიტანის დონე წყალში უსაფრთხო რაოდენობისა იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0