https://sputnik-georgia.com/20230822/tragedia-sovsi-ezeben-xut-adamians-281550796.html
ტრაგედია შოვში: ხუთ ადამიანს კვლავ ვერ პოულობენ
ტრაგედია შოვში: ხუთ ადამიანს კვლავ ვერ პოულობენ
Sputnik საქართველო
დღეს სოფელ ლაგვანთაში სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულ სამ ადამიანს დაკრძალავენ. 22.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-22T12:46+0400
2023-08-22T12:46+0400
2023-08-22T16:41+0400
მეწყერი რაჭაში
რაჭა-ლეჩხუმი
სტიქიური მოვლენები
ბუნებრივი კატასტროფები
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/08/281020687_0:86:1601:986_1920x0_80_0_0_5a920020dde7f98e85884921e6cf4bfc.jpg
თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. ქართველი მაშველები უკვე მეოცე დღეა აქტიურ საძიებო სამუშაოებს აწარმოებენ სტიქიური უბედურების ზონაში - შოვში. ამ დროისათვის კვლავ ხუთი ადამიანია მოსაძებნი. დაკარგულების ძებნა მიმდინარეობს როგორც სტიქიის ეპიცენტრში, ისე შოვის ზონაში, ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში. ამ დროისათვის 28 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. სტიქიური უბედურების ზონაში მობილიზებულია დაახლოებით 80 ერთეული მძიმე ტექნიკა, ცოცხალი ძალა – შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები. პირველივე დღეებში მაშველებმა სტიქიური უბედურების ზონიდან 210 ადამიანის გამოყვანა შეძლეს. სამშაბათს სოფელ ლაგვანთაში სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულ სამ ადამიანს დაკრძალავენ. შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე და 140-ე მუხლებით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა) მიმდინარეობს. შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზები შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში. მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში. სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში. გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი: შოვში ღვარცოფის გამეორების რისკები არ არსებობს>>მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია. სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია. მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.
რაჭა-ლეჩხუმი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/08/281020687_0:0:1419:1064_1920x0_80_0_0_6f3a6ef5934ca3d788496d3c71340446.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი , სტიქიური მოვლენები, ბუნებრივი კატასტროფები, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი , სტიქიური მოვლენები, ბუნებრივი კატასტროფები, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ტრაგედია შოვში: ხუთ ადამიანს კვლავ ვერ პოულობენ
12:46 22.08.2023 (განახლებულია: 16:41 22.08.2023) დღეს სოფელ ლაგვანთაში სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულ სამ ადამიანს დაკრძალავენ.
თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. ქართველი მაშველები უკვე მეოცე დღეა აქტიურ საძიებო სამუშაოებს აწარმოებენ სტიქიური უბედურების ზონაში - შოვში. ამ დროისათვის კვლავ ხუთი ადამიანია მოსაძებნი.
დაკარგულების ძებნა მიმდინარეობს როგორც სტიქიის ეპიცენტრში, ისე შოვის ზონაში, ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში. ამ დროისათვის 28 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.
სტიქიური უბედურების ზონაში მობილიზებულია დაახლოებით 80 ერთეული მძიმე ტექნიკა, ცოცხალი ძალა – შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები. პირველივე დღეებში მაშველებმა სტიქიური უბედურების ზონიდან 210 ადამიანის გამოყვანა შეძლეს.
სამშაბათს სოფელ ლაგვანთაში სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულ სამ ადამიანს დაკრძალავენ.
შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე და 140-ე მუხლებით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა) მიმდინარეობს.
შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზები
შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.
მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.
სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.
სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.
მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.