https://sputnik-georgia.com/20230822/azarasvili-reanimaciuli-ganyofilebebis-musaobaze-281552445.html
პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება - აზარაშვილი რეანიმაციული განყოფილებების მუშაობაზე
პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება - აზარაშვილი რეანიმაციული განყოფილებების მუშაობაზე
Sputnik საქართველო
ყველა სტანდარტი, რომლებიც ქვეყანაში დაინერგება, მსოფლიო პრაქტიკას ეფუძნება, განაცხადა მინისტრმა. 22.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-22T14:05+0400
2023-08-22T14:05+0400
2023-08-22T17:18+0400
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ჯანდაცვა საქართველოში
ზურაბ აზარაშვილი
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/17/277951131_0:66:1281:786_1920x0_80_0_0_153b4e4fce3e99a2368b4d0b89c8753d.jpg
თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებში, სადაც რეანიმაციული განყოფილებებია, ახალ სტანდარტებს ნერგავს, რაც ამ განყოფილებებში სამედიცინო მომსახურების ხარისხის პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრის, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2023 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება ე.წ. რეანიმაციული მომსახურების სანებართვო პირობები. ცვლილებების მთავარი მიზანია მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ 2022 წლის ბოლოს შემოიღო ახალი სისტემა, რომელმაც კლინიკებში სამედიცინო მომსახურების სამართლიანი ფასები დაადგინა. შემდეგი ეტაპია მკაცრი წესები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება პაციენტების მომსახურების ხარისხს. ამასთან, ზურაბ აზარაშვილმა სინანული გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში დღემდე არ არსებობდა რეანიმაციული განყოფილებების მუშაობის სტანდარტი. დათმობა არ იქნება - ჯანდაცვის სამინისტრო რეანიმაციულ განყოფილებებში ახალ წესებს დანერგავს>>ახლა სტანდარტი აწესებს შესაბამის პირობებს რეანიმაციული განყოფილების ინფრასტრუქტურული მოწყობის, აღჭურვილობის, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების, სპეციალური ოპერატიული პროცედურების, მომსახურების ხარისხის, სამედიცინო პერსონალის რაოდენობისა და განათლების ვალდებულების კუთხით. კლინიკებმა სტანდარტებთან დაკავშირებით განაცხადები 1 სექტემბრამდე უნდა წარადგინონ. ამის შემდეგ რეგულირების სააგენტო შეამოწმებს მათ და დაადასტურებს შესაბამისობას რეანიმაციისა და ქირურგიის იმ სტანდარტებთან, რომლებიც ძალაში შედის. ნებართვის გარეშე კლინიკას რეანიმაციული მომსახურების უფლება არ ექნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/17/277951131_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_591e13c5a9545a8ad0d7203cbf13b6dd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ჯანდაცვა საქართველოში, ზურაბ აზარაშვილი, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ჯანდაცვა საქართველოში, ზურაბ აზარაშვილი, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება - აზარაშვილი რეანიმაციული განყოფილებების მუშაობაზე
14:05 22.08.2023 (განახლებულია: 17:18 22.08.2023) ყველა სტანდარტი, რომლებიც ქვეყანაში დაინერგება, მსოფლიო პრაქტიკას ეფუძნება, განაცხადა მინისტრმა.
თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებში, სადაც რეანიმაციული განყოფილებებია, ახალ სტანდარტებს ნერგავს, რაც ამ განყოფილებებში სამედიცინო მომსახურების ხარისხის პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრის, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2023 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება ე.წ. რეანიმაციული მომსახურების სანებართვო პირობები. ცვლილებების მთავარი მიზანია მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა.
„2023 წლის ბოლომდე ბევრი ახალი სტანდარტი და რეგულაცია შემოგვაქვს, რომლებიც მიმართულია ჯანდაცვის სისტემაში პაციენტზე ზრუნვისა და მომსახურების ხარისხის გაზრდისკენ. ეს სტანდარტები... შესაძლებლობას მოგვცემს, პაციენტი იმართოს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით", – განაცხადა აზარაშვილმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ 2022 წლის ბოლოს შემოიღო ახალი სისტემა, რომელმაც კლინიკებში სამედიცინო მომსახურების სამართლიანი ფასები დაადგინა. შემდეგი ეტაპია მკაცრი წესები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება პაციენტების მომსახურების ხარისხს.
ამასთან, ზურაბ აზარაშვილმა სინანული გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში დღემდე არ არსებობდა რეანიმაციული განყოფილებების მუშაობის სტანდარტი.
ახლა სტანდარტი აწესებს შესაბამის პირობებს რეანიმაციული განყოფილების ინფრასტრუქტურული მოწყობის, აღჭურვილობის, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების, სპეციალური ოპერატიული პროცედურების, მომსახურების ხარისხის, სამედიცინო პერსონალის რაოდენობისა და განათლების ვალდებულების კუთხით.
„ეს სტანდარტები ერთხელ და სამუდამოდ მოაწესრიგებს რეანიმაციულ და ქირურგიულ მომსახურებას", – აღნიშნა აზარაშვილმა.
კლინიკებმა სტანდარტებთან დაკავშირებით განაცხადები 1 სექტემბრამდე უნდა წარადგინონ. ამის შემდეგ რეგულირების სააგენტო შეამოწმებს მათ და დაადასტურებს შესაბამისობას რეანიმაციისა და ქირურგიის იმ სტანდარტებთან, რომლებიც ძალაში შედის.
ნებართვის გარეშე კლინიკას რეანიმაციული მომსახურების უფლება არ ექნება.