https://sputnik-georgia.com/20230822/----------281568011.html
მაჭარაშვილი: აშშ-ის ელჩი დარწმუნდა, რომ „რადიკალური ოპოზიცია“ არჩევნებს წააგებს
მაჭარაშვილი: აშშ-ის ელჩი დარწმუნდა, რომ „რადიკალური ოპოზიცია“ არჩევნებს წააგებს
Sputnik საქართველო
კელი დეგნანის განცხადება პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ „ხალხის ძალამ“ უნდა გააგრძელოს თავისი პოლიტიკა, მიიჩნევს დეპუტატი. 22.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-22T21:39+0400
2023-08-22T21:39+0400
2023-08-22T22:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24712/91/247129177_249:493:1800:1365_1920x0_80_0_0_0a62449fcfdf00a8a662b0e429c1131b.jpg
თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადება საქართველოში დანერგილი ელექტრონული არჩევნების სისტემის არასანდოობის შესახებ მიუთითებს რადიკალური ოპოზიციის გარდაუვალ წაგებაზე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი „რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ელექტრონული არჩევნების სისტემას შეეხო, რომელიც საქართველოში დაინერგა. მისი თქმით, აშშ-ის პრაქტიკამ აჩვენა, რომ ელექტრონული არჩევნების სისტემა არ იძლევა გარანტიას, რომ ყველაფერი იქნება „სუფთა და სამართლიანი". ამ სისტემით ასევე შესაძლებელია მანიპულირება, თუ ადამიანებს არ ესმით, როგორ მუშაობს ის.დეპუტატის თქმით, დიპლომატი ამით ამზადებს ნიადაგს მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, რათა ერთი წლის შემდეგ განაცხადოს, რომ ეს არჩევნები გაყალბდა.„ახლა ამ სასოწარკვეთილმა დიპლომატმა ბოლო მცდელობას მიმართა, რომ რაღაც ნაღმები დატოვოს, რათა ერთი წლის შემდეგ არჩევნები რომ იქნება, შეიძლება ის გაყალბდესო“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, დეგნანის განცხადება არ ჰგავს საქართველოს მეგობრის და იმ ადამიანის განცხადებას, რომელიც არჩევნების ჩატარებითაა დაინტერესებული.„ქალბატონო ელჩო, მავნებელი ხართ“ - პარლამენტის დეპუტატი კელი დეგნანზე>>დეპუტატი დარწმუნებულია, კელი დეგნანის განცხადება პირდაპირ ადასტურებს, რომ „ხალხის ძალამ“ უნდა გააგრძელოს თავისი პოლიტიკა და ამცნოს მოსახლეობას სიმართლე, რათა რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი მოექცეს დეზინფორმაციის ზეგავლენის ქვეშ.მანამდე დეგნანის განცხადება გააკრიტიკა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ზარქუამ და დიპლომატს მავნებელი უწოდა. ზარქუას თქმით, დეგნანი ვერ შედგა, როგორც ელჩი, ხოლო ელჩის თანამდებობაზე ყოფნისას მან ვერ გაითვალისწინა, რომ იყო არა პარტიის, არამედ სახელმწიფოს წარმომადგენელი.„ხალხის ძალა“: ამერიკული სტანდარტით, მთელი ქართული ოპოზიცია დასაჭერია >>კელი დეგნანის უფლებამოსილება მალე იწურება, მის ადგილზე უკვე დაინიშნა რობინ დანიგანი.საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის დეკემბერში საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, საარჩევნო უბნებზე გაჩნდება ელექტრონული კენჭისყრის სისტემა, რომელიც ასევე ხმების ელექტრონულ დათვლას გულისხმობს.ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში, მათ შორის ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტში, რაც ამომრჩეველთა სულ მცირე 70%-ს მოიცავს.ელექტრონული კენჭისყრა არ ჩატარდება საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე, გამონაკლისის სახით შექმნილ საარჩევნო უბნებზე და ძნელად მისადგომ ადგილებში (გეოგრაფიული თვალსაზრისით) არსებულ უბნებზე.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24712/91/247129177_114:274:1569:1365_1920x0_80_0_0_ff0f3f770a0bba5c75aa0e6c1bf3f7fc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, აშშ
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, აშშ
მაჭარაშვილი: აშშ-ის ელჩი დარწმუნდა, რომ „რადიკალური ოპოზიცია“ არჩევნებს წააგებს
21:39 22.08.2023 (განახლებულია: 22:49 22.08.2023) კელი დეგნანის განცხადება პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ „ხალხის ძალამ“ უნდა გააგრძელოს თავისი პოლიტიკა, მიიჩნევს დეპუტატი.
თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადება საქართველოში დანერგილი ელექტრონული არჩევნების სისტემის არასანდოობის შესახებ მიუთითებს რადიკალური ოპოზიციის გარდაუვალ წაგებაზე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.
აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი „რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ელექტრონული არჩევნების სისტემას შეეხო, რომელიც საქართველოში დაინერგა. მისი თქმით, აშშ-ის პრაქტიკამ აჩვენა, რომ ელექტრონული არჩევნების სისტემა არ იძლევა გარანტიას, რომ ყველაფერი იქნება „სუფთა და სამართლიანი". ამ სისტემით ასევე შესაძლებელია მანიპულირება, თუ ადამიანებს არ ესმით, როგორ მუშაობს ის.
„ყოფილი ელჩის ეს ინტერვიუ ჩვენ შეიძლება გავიგოთ როგორც სასოწარკვეთილი დიპლომატის განცხადება. ის მიხვდა, რომ ვერც ელექტრონული და ვერც არაელექტრონული საარჩევნო სისტემით რადიკალურ ოპოზიციას ხელისუფლებაში ვერ მოიყვანს, რაც მას დავალებული ჰქონდა „გლობალური ომის პარტიისგან“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
დეპუტატის თქმით, დიპლომატი ამით ამზადებს ნიადაგს მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, რათა ერთი წლის შემდეგ განაცხადოს, რომ ეს არჩევნები გაყალბდა.
„ახლა ამ სასოწარკვეთილმა დიპლომატმა ბოლო მცდელობას მიმართა, რომ რაღაც ნაღმები დატოვოს, რათა ერთი წლის შემდეგ არჩევნები რომ იქნება, შეიძლება ის გაყალბდესო“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, დეგნანის განცხადება არ ჰგავს საქართველოს მეგობრის და იმ ადამიანის განცხადებას, რომელიც არჩევნების ჩატარებითაა დაინტერესებული.
„ეს ხომ, სულ მცირე, მეგობრის განცხადება ნამდვილად არ არის და იმ ადამიანის განცხადება, რომელსაც სურს საქართველოში ნორმალური არჩევნები, არამედ იმ ადამიანის, რომელიც დარწმუნებულია, რომ საქართველოში ხელისუფლებაში ოპოზიცია არჩევნებით ვერ მოვა და უნდა რევოლუციური გზების წახალისება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
დეპუტატი დარწმუნებულია, კელი დეგნანის განცხადება პირდაპირ ადასტურებს, რომ „ხალხის ძალამ“ უნდა გააგრძელოს თავისი პოლიტიკა და ამცნოს მოსახლეობას სიმართლე, რათა რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი მოექცეს დეზინფორმაციის ზეგავლენის ქვეშ.
მანამდე დეგნანის განცხადება გააკრიტიკა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ზარქუამ და დიპლომატს მავნებელი უწოდა. ზარქუას თქმით, დეგნანი ვერ შედგა, როგორც ელჩი, ხოლო ელჩის თანამდებობაზე ყოფნისას მან ვერ გაითვალისწინა, რომ იყო არა პარტიის, არამედ სახელმწიფოს წარმომადგენელი.
კელი დეგნანის უფლებამოსილება მალე იწურება, მის ადგილზე უკვე დაინიშნა რობინ დანიგანი.
საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის დეკემბერში საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, საარჩევნო უბნებზე გაჩნდება ელექტრონული კენჭისყრის სისტემა, რომელიც ასევე ხმების ელექტრონულ დათვლას გულისხმობს.
ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში, მათ შორის ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტში, რაც ამომრჩეველთა სულ მცირე 70%-ს მოიცავს.
ელექტრონული კენჭისყრა არ ჩატარდება საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე, გამონაკლისის სახით შექმნილ საარჩევნო უბნებზე და ძნელად მისადგომ ადგილებში (გეოგრაფიული თვალსაზრისით) არსებულ უბნებზე.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.