https://sputnik-georgia.com/20230821/----------281541454.html
„ქალბატონო ელჩო, მავნებელი ხართ“ - პარლამენტის დეპუტატი კელი დეგნანზე
„ქალბატონო ელჩო, მავნებელი ხართ“ - პარლამენტის დეპუტატი კელი დეგნანზე
Sputnik საქართველო
აშშ-ის ელჩმა თავისი საქმიანობით და განცხადებებით ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაცია გააძლიერა, განაცხადა დეპუტატმა 21.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-21T23:31+0400
2023-08-21T23:31+0400
2023-08-22T00:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/19/280277643_39:257:2008:1365_1920x0_80_0_0_d8614fe698e484f0239fe9538a5e89d3.jpg
თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი ზარქუამ საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს მავნებელი უწოდა და აღნიშნა, რომ ის ამ თანამდებობაზე ვერ შედგა.მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატი გამოეხმაურა დეგნანის ინტერვიუს უცხოურ მედიაში, რომელშიც დიპლომატმა საქართველოში დანერგილი ელექტრონული არჩევნების სისტემა გააკრიტიკა. მისი თქმით, შეერთებულ შტატებში პრაქტიკამ აჩვენა, რომ სისტემა არ იძლევა გარანტიას, რომ ყველაფერი იქნება „სუფთა და სამართლიანი", სისტემით მანიპულირებაც შესაძლებელია, თუ ადამიანებს არ ესმით, როგორ მუშაობს ის.დეპუტატმა წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ დეგნანმა თავისი საქმიანობით გაზარდა პოლარიზაცია ქართულ საზოგადოებაში, „ამის დემონსტრირებაა ის, რაც ბოლოს მოვისმინეთ“, - აღნიშნა მან.დეპუტატის განცხადებით, დეგნანს ეჭვი შეაქვს ელექტრონულ არჩევნებში, რომლებიც მთავრობამ აშშ-ის რეკომენდაციით დანერგა, და მეტიც, უკვე პრაქტიკაშიც გამოიყენა.„ხალხის ძალა“: ამერიკული სტანდარტით, მთელი ქართული ოპოზიცია დასაჭერია >>„შუალედური არჩევნები გვქონდა, მათ შორის კრწანისში, თერჯოლაში და ასე შემდეგ, ავირჩიეთ მერები და ვაპირებთ, გორში გამოვიყენოთ ოქტომბრის თვეში შუალედურ არჩევნებში. სადაც ჩატარდა ელექტრონულად, არცერთი პრობლემა, ხარვეზი არ დაფიქსირებულა“, - განაცხადა ზარქუამ.მისი თქმით, ყველამ, მათ შორის საერთაშორისო დამკვირვებლებმა და ადგილობრივმა არასამთავრობოებმაც აღიარეს, რომ კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით გამართულად მუშაობს.თავის მხრივ, კელი დეგნანმა მოუწოდა ქართველ ხალხს მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და უზრუნველყოს, რომ მათი ხმები სწორად დაითვალონ. მისი თქმით, ნაკლებად მნიშვნელოვანია, აქვს თუ არა აშშ-ს ნდობა შედეგისადმი, მაგრამ ქართველ ამომრჩეველს უნდა სჯეროდეს, რომ არჩევნები ნამდვილად სამართლიანია და ასახავს ქართველი ხალხის ნებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/19/280277643_343:280:1789:1365_1920x0_80_0_0_28f656909ac7dea5cd9f5c465170b8ca.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
„ქალბატონო ელჩო, მავნებელი ხართ“ - პარლამენტის დეპუტატი კელი დეგნანზე
23:31 21.08.2023 (განახლებულია: 00:45 22.08.2023) აშშ-ის ელჩმა თავისი საქმიანობით და განცხადებებით ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაცია გააძლიერა, განაცხადა დეპუტატმა
თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი ზარქუამ საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს მავნებელი უწოდა და აღნიშნა, რომ ის ამ თანამდებობაზე ვერ შედგა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატი გამოეხმაურა დეგნანის ინტერვიუს უცხოურ მედიაში, რომელშიც დიპლომატმა საქართველოში დანერგილი ელექტრონული არჩევნების სისტემა გააკრიტიკა. მისი თქმით, შეერთებულ შტატებში პრაქტიკამ აჩვენა, რომ სისტემა არ იძლევა გარანტიას, რომ ყველაფერი იქნება „სუფთა და სამართლიანი", სისტემით მანიპულირებაც შესაძლებელია, თუ ადამიანებს არ ესმით, როგორ მუშაობს ის.
„მავნებელი ხართ თქვენ, ქალბატონო ყოფილო ელჩო, მინდა, ეს მოგმართოთ და პირდაპირ გითხრათ, თქვენ ვერ გაითავისეთ, ვერ გაითვალისწინეთ, რომ არა პარტიის წარმომადგენელი, არამედ სახელმწიფოს წარმომადგენელი იყავით... ძალიან ვწუხვარ, ქალბატონო ელჩო, მაგრამ თქვენ, როგორც ელჩი, ვერ შედექით და ეს უნდა ითქვას“, - განუცხადა ზარქუამ ჟურნალისტებს.
დეპუტატმა წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ დეგნანმა თავისი საქმიანობით გაზარდა პოლარიზაცია ქართულ საზოგადოებაში, „ამის დემონსტრირებაა ის, რაც ბოლოს მოვისმინეთ“, - აღნიშნა მან.
დეპუტატის განცხადებით, დეგნანს ეჭვი შეაქვს ელექტრონულ არჩევნებში, რომლებიც მთავრობამ აშშ-ის რეკომენდაციით დანერგა, და მეტიც, უკვე პრაქტიკაშიც გამოიყენა.
„შუალედური არჩევნები გვქონდა, მათ შორის კრწანისში, თერჯოლაში და ასე შემდეგ, ავირჩიეთ მერები და ვაპირებთ, გორში გამოვიყენოთ ოქტომბრის თვეში შუალედურ არჩევნებში. სადაც ჩატარდა ელექტრონულად, არცერთი პრობლემა, ხარვეზი არ დაფიქსირებულა“, - განაცხადა ზარქუამ.
მისი თქმით, ყველამ, მათ შორის საერთაშორისო დამკვირვებლებმა და ადგილობრივმა არასამთავრობოებმაც აღიარეს, რომ კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით გამართულად მუშაობს.
თავის მხრივ, კელი დეგნანმა მოუწოდა ქართველ ხალხს მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და უზრუნველყოს, რომ მათი ხმები სწორად დაითვალონ. მისი თქმით, ნაკლებად მნიშვნელოვანია, აქვს თუ არა აშშ-ს ნდობა შედეგისადმი, მაგრამ ქართველ ამომრჩეველს უნდა სჯეროდეს, რომ არჩევნები ნამდვილად სამართლიანია და ასახავს ქართველი ხალხის ნებას.