https://sputnik-georgia.com/20230821/mzrolebma-darrvevebis-axali-rekordi-moxsnes-monacemebi-281514578.html
ქართველმა მძღოლებმა დარღვევების ახალი რეკორდი მოხსნეს - ბოლო მონაცემები
ქართველმა მძღოლებმა დარღვევების ახალი რეკორდი მოხსნეს - ბოლო მონაცემები
Sputnik საქართველო
ქვეყანაში საგზაო მოძრაობის წესების ყველაზე გავრცელებული დარღვევა სიჩქარის გადაჭარბებაა. 21.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-21T10:04+0400
2023-08-21T10:04+0400
2023-08-23T09:05+0400
ტრანსპორტი საქართველოში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/11/251196605_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_68ba7fb737debc9347c6128e208a7a2f.jpg
თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების როადენობამ 2023 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში 2,4 მლნ ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს შსს-ს მასალებში. ჯარიმები საგზაო წესების დარღვევისთვის, დარღვევის სახეობიდან გამომდინარე, 10-დან 300 ლარამდე მერყეობს. გარდა ამისა, ქვეყანაში მოქმედებს ე.წ. ქულების სისტემა – მართვის მოწმობას ერიცხება 100 ქულა, რომელიც დარღვევის ჩადენის შემთხვევაში მცირდება. ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მძღოლს მართვის მოწმობას ერთი წლით ჩამოართმევენ. ყველაზე გავრცელებული დარღვევები საქართველოს გზებზე: ვიდეოჯარიმები და ქულები დაუდევარი მართვისთვის და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის საქართველოში ჯარიმებს პოლიციის გარდა ვიდეოკამერებიც აფიქსირებენ. საზარელი ავტოავარია კახეთში: დაიღუპნენ ცოლ-ქმარი და მათი 4 წლის შვილი>>საერთო ჯამში 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 79,7 მლნ ლარის ოდენობის 1,6 მლნ ვიდეოჯარიმა გამოიწერა. აქედან მხოლოდ დედაქალაქის მძღოლები დაახლოებით 43,5 მილიონი ლარით დაჯარიმდნენ. ამავდროულად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის მართვის უფლებაზე დარიცხული ქულები 227.605-მა მძღოლმა დაკარგა. ქულები სრულად ამოეწურა და მართვის უფლება ჩამოერთვა 36 მძღოლს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/11/251196605_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_e3c0175a0a198fa3e93870924d9664ea.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ტრანსპორტი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ტრანსპორტი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ქართველმა მძღოლებმა დარღვევების ახალი რეკორდი მოხსნეს - ბოლო მონაცემები
10:04 21.08.2023 (განახლებულია: 09:05 23.08.2023) ქვეყანაში საგზაო მოძრაობის წესების ყველაზე გავრცელებული დარღვევა სიჩქარის გადაჭარბებაა.
თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების როადენობამ 2023 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში 2,4 მლნ ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს შსს-ს მასალებში.
ჯარიმები საგზაო წესების დარღვევისთვის, დარღვევის სახეობიდან გამომდინარე, 10-დან 300 ლარამდე მერყეობს.
გარდა ამისა, ქვეყანაში მოქმედებს ე.წ. ქულების სისტემა – მართვის მოწმობას ერიცხება 100 ქულა, რომელიც დარღვევის ჩადენის შემთხვევაში მცირდება. ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მძღოლს მართვის მოწმობას ერთი წლით ჩამოართმევენ.
ყველაზე გავრცელებული დარღვევები საქართველოს გზებზე:
1.
სიჩქარის გადაჭარბება – ყველაზე გავრცელებული დარღვევაა საქართველოს გზებზე. 2023 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში ამ დარღვევისთვის გამოიწერა 604.468 ჯარიმა. ჯარიმის ოდენობა 50 ლარია.
2.
პარკირების წესების იგნორირება – მეორე ადგილზეა პარკირების წესების დარღვევა, ასევე იგნორირება ნიშნების "გაჩერება აკრძალულია", "პარკირება აკრძალულია". 2023 წლის პირველ ნახევარში ამ დარღვევისთვის გამოიწერა 503.014 ჯარიმა. ჯარიმის ოდენობაა 10 ლარი, ხოლო თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − 50 ლარი.
3.
ავტომობილის დაუდევარი მართვა – მძღოლები უყურადღებოდ ტოვებენ საგზაო ნიშნებს. აქვეა ბუქსირება, ციმციმების, სიგნალის გამოყენება, გადაადგილების წესების დარღვევა სწავლისა და დასახლებულ ზონაში და სხვ. სულ ასეთი 346.742 დარღვევა დაფიქსირდა. ჯარიმის ოდენობაა 20 ლარი.
4.
ტექდათვალიერების არქონა – მეოთხე ადგილზეა. „ავტომანქანის სხვისთვის გადაცემა“ ან „ისეთი საავტომობილო საშუალების მართვა, რომელსაც აუცილებელი ტექდათვალიერება არ გაუვლია“ – საქართველოში ამ დარღვევებისთვის ექვს თვეში გამოიწერა 319.160 ჯარიმა. ჯარიმის ოდენობაა 50 ლარი.
5.
საუბარი საჭესთან – მეხუთე ადგილზეა ტელეფონზე საუბარი საჭესთან. ქვეყანაში სულ 74.287 ასეთი ჯარიმა დაფიქსირდა. ჯარიმა 30 ლარია.
დაუდევარი მართვისთვის და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის საქართველოში ჯარიმებს პოლიციის გარდა ვიდეოკამერებიც აფიქსირებენ.
საერთო ჯამში 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 79,7 მლნ ლარის ოდენობის 1,6 მლნ ვიდეოჯარიმა გამოიწერა. აქედან მხოლოდ დედაქალაქის მძღოლები დაახლოებით 43,5 მილიონი ლარით დაჯარიმდნენ.
ამავდროულად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის მართვის უფლებაზე დარიცხული ქულები 227.605-მა მძღოლმა დაკარგა. ქულები სრულად ამოეწურა და მართვის უფლება ჩამოერთვა 36 მძღოლს.