https://sputnik-georgia.com/20230817/sazareli-avtoavaria-kaxetsi-281327039.html
საზარელი ავტოავარია კახეთში: დაიღუპნენ ცოლ-ქმარი და მათი 4 წლის შვილი
საზარელი ავტოავარია კახეთში: დაიღუპნენ ცოლ-ქმარი და მათი 4 წლის შვილი
Sputnik საქართველო
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. 17.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-17T14:31+0400
2023-08-17T14:31+0400
2023-08-17T18:35+0400
შემთხვევები საქართველოში
კახეთი
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/06/249371565_85:0:2915:1592_1920x0_80_0_0_f4aef5fd8c5e95aec448cf8a427a6685.jpg
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი2". ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში გუშინ, გვიან საღამოს მოხდა. მომხდარის შედეგად ცოლ-ქმარი და მათი 4 წლის ბავშვი გარდაიცვალნენ, მეორე შვილი კი, რომელიც 7 წლისაა, დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა და ამობრუნდა. ავტომობილში მყოფი ცოლ-ქმარი და ოთხი წლის ბავშვი მძიმე ტრავმებით გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმების გამო მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება მეორე მოზარდი. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
კახეთი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/06/249371565_438:0:2561:1592_1920x0_80_0_0_84fd72bbf9a09755de6d11d9612e20aa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, კახეთი , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
შემთხვევები საქართველოში, კახეთი , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
საზარელი ავტოავარია კახეთში: დაიღუპნენ ცოლ-ქმარი და მათი 4 წლის შვილი
14:31 17.08.2023 (განახლებულია: 18:35 17.08.2023) მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი2".
ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში გუშინ, გვიან საღამოს მოხდა. მომხდარის შედეგად ცოლ-ქმარი და მათი 4 წლის ბავშვი გარდაიცვალნენ, მეორე შვილი კი, რომელიც 7 წლისაა, დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა და ამობრუნდა.
ავტომობილში მყოფი ცოლ-ქმარი და ოთხი წლის ბავშვი მძიმე ტრავმებით გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმების გამო მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება მეორე მოზარდი.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.