მინისტრი: კოვიდპანდემიის გამეორების არანაირი საფუძველი დღეს არ იკვეთება

© Ministry of Refugees, Labor, Health and Social Affairs of Georgiaზურაბ აზარაშვილი
ზურაბ აზარაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 21.08.2023
გამოწერა
ზურაბ აზარაშვილმა კოვიდს ჩვეულებრივი სეზონური ინფექცია უწოდა.
თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. განსაკუთრებული ნამდვილად არაფერი ხდება, ის, რაც იყო წლების წინ, წარსულს ჩაბარდა და მსგავსის გამეორების არანაირი საფუძველი დღეს არ იკვეთება, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, საჭირო არაა ამ თემაზე ყურადღების გამახვილება და ყველას მოუწოდა, ნუ შეეცდებიან საზოგადოებაში დამატებითი სტრესის შემოტანას. მინისტრმა კოვიდს ჩვეულებრივი სეზონური ინფექცია უწოდა.

„დიახ, დღეს ნამდვილად ნებისმიერი ქვეყანა მსოფლიოში ამას უყურებს, როგორც ჩვეულებრივ სეზონურ ვირუსს, რომელიც არაერთია გავრცელებული ჩვენს ქვეყანაშიც, სხვა ქვეყნებშიც და არ არის არანაირი განგაშის, პანიკის საფუძველი და, საერთოდ, ამაზე განსაკუთრებული ყურადღება აღარც უნდა მახვილდებოდეს“, – განაცხადა მინისტრმა.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ომიკრონის ახალი შტამი EG.5 შესაძლოა უკვე საქართველოშია.
ცერცვაძე: კორონავირუსის ქვეტიპი EG.5 შესაძლოა უკვე საქართველოშია>>
როგორც ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები გაიზარდა, მაგრამ სიკვდილიანობა კვლავაც მინიმალურ დონეზეა (ერთი შემთხვევა თვეში) და ისიც დაგვიანებული მკურნალობის გამო.
ჯანმომ ყურადღება გაამახვილა კორონავირუსული ინფექციის ახალი ვარიანტის – EG.5-ის გავრცელების ზრდაზე. ქართველი ინფექციონისტები არ გამორიცხავენ, რომ საქართველო, ისევე, როგორც მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, კორონავირუსის გავრცელების ახალი ტალღისთვის უნდა მოემზადოს.
საქართველოში კორონავირუსის ქვეტიპი EG.5–ის შემთხვევები არ დაფიქსირებულა>>
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა. ინფექციას ქვეყანაში 16.811 ადამიანი შეეწირა.
ყველა ახალი ამბავი
0