https://sputnik-georgia.com/20230819/saqartvelosi-koronavirusis-qvetipi-eg5-ar-dafiqsirebula-281497674.html
საქართველოში კორონავირუსის ქვეტიპი EG.5–ის შემთხვევები არ დაფიქსირებულა
საქართველოში კორონავირუსის ქვეტიპი EG.5–ის შემთხვევები არ დაფიქსირებულა
Sputnik საქართველო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მსოფლიოში სწრაფავრელდება ომიკრონ–შტამის ახალი ვარიანტი EG.5. 19.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-19T18:17+0400
2023-08-19T18:17+0400
2023-08-19T18:18+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ჯანმო
ჯანდაცვა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/0c/263568195_0:137:3001:1825_1920x0_80_0_0_73af5d6f84e75af9a5caddaec493f30a.jpg
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა უარყო ინფორმაცია ქვეყანაში კორონავირუსის ომიკრონ–შტამის ახალი ვარიანტის EG.5 გამოვლენის შესახებ.უფრო ადრე ახალი შტამის საქართველოში გამოჩენის შესახებ ალერგოლოგ–იმუნოლოგმა, კლინიკა „ნეოლაბის“ დირქტორმა გიორგი კამკამიძემ განაცხადა.ამასთან, დაკვირვება ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და ვირუსის ვარიანტებზე გრძელდება, აღნიშნულია განცხადბაში.ცენტრში განმარტავენ, რომ ჯანმოს მონაცებით, ახალი შტამი სიმპტომატიკით ომიკრონის შტამისგან არ განსხვავდბადა არა აქვს მძიმე განვითარება ან სხვაგვარი სიმპტომები.მსოფლიოში შტამ EG.5-ის შემთხვევები იზრდება: ჯანმომ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა>>ჯანმომ ყურადღება გაამახვილა კორონავირუსული ინფექციის ახალი ვარიანტის – EG.5-ის გავრცელების ზრდაზე, რომელიც პირველად 17 თებერვალს დაფიქსირდა. დღეისათვის ის უკვე 50 ქვეყანაშია გამოვლენილი. თუმცა ჯანმოში მიაჩნიათ, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი არ წარმოადგენს დიდ რისკს მოსახლეობისთვის გლობალურ დონეზე.ქართველი ინფექციონისტები არ გამორიცხავენ, რომ საქართველო ისევე, როგორც მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, კორონავირუსის გავრცელების ახალი ტალღისთვის უნდა მოემზადოს.საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვვა 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა. ინფექციას ქვეყანაში 16.811 ადამიანი შეეწირა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/0c/263568195_192:0:2807:1961_1920x0_80_0_0_bdc8f6b0759471d4de89cd2141c5d904.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ჯანმო , ჯანდაცვა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ჯანმო , ჯანდაცვა საქართველოში
საქართველოში კორონავირუსის ქვეტიპი EG.5–ის შემთხვევები არ დაფიქსირებულა
18:17 19.08.2023 (განახლებულია: 18:18 19.08.2023) ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მსოფლიოში სწრაფავრელდება ომიკრონ–შტამის ახალი ვარიანტი EG.5.
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა უარყო ინფორმაცია ქვეყანაში კორონავირუსის ომიკრონ–შტამის ახალი ვარიანტის EG.5 გამოვლენის შესახებ.
უფრო ადრე ახალი შტამის საქართველოში გამოჩენის შესახებ ალერგოლოგ–იმუნოლოგმა, კლინიკა „ნეოლაბის“ დირქტორმა გიორგი კამკამიძემ განაცხადა.
„საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის EG.5-ის არცერთი შემთხვევა არ არის დადასტურებული დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ. ვირუსის ახალ ვარიანტებზე ლაბორატორიულ ზედამხედველობას მხოლოდ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აწარმოებს. ასევე, მხოლოდ... ცენტრს აქვს ვირუსის ახალი ვარიანტების დადასტურების შესაძლებლობა და კერძო ლაბორატორიების მხრიდან ახალი შტამის დადასტურების შესახებ ინფორმაცია გაზიარებული არ ყოფილა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, დაკვირვება ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და ვირუსის ვარიანტებზე გრძელდება, აღნიშნულია განცხადბაში.
ცენტრში განმარტავენ, რომ ჯანმოს მონაცებით, ახალი შტამი სიმპტომატიკით ომიკრონის შტამისგან არ განსხვავდბადა არა აქვს მძიმე განვითარება ან სხვაგვარი სიმპტომები.
ჯანმომ ყურადღება გაამახვილა კორონავირუსული ინფექციის ახალი ვარიანტის – EG.5-ის გავრცელების ზრდაზე, რომელიც პირველად 17 თებერვალს დაფიქსირდა. დღეისათვის ის უკვე 50 ქვეყანაშია გამოვლენილი. თუმცა ჯანმოში მიაჩნიათ, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი არ წარმოადგენს დიდ რისკს მოსახლეობისთვის გლობალურ დონეზე.
ქართველი ინფექციონისტები არ გამორიცხავენ, რომ საქართველო ისევე, როგორც მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, კორონავირუსის გავრცელების ახალი ტალღისთვის უნდა მოემზადოს.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვვა 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა. ინფექციას ქვეყანაში 16.811 ადამიანი შეეწირა.