https://sputnik-georgia.com/20230818/eg5-covid-19-janmo-281467858.html
მსოფლიოში შტამ EG.5-ის შემთხვევები იზრდება: ჯანმომ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა
მსოფლიოში შტამ EG.5-ის შემთხვევები იზრდება: ჯანმომ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა
Sputnik საქართველო
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. მიმდინარე წლის 17 ივლისიდან 13 აგვისტომდე პერიოდში COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობა მსოფლიოში 63%-ით გაიზარდა წინა 28 დღის... 18.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-18T13:54+0400
2023-08-18T13:54+0400
2023-08-18T19:00+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
covid-19
ჯანმო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1a/251283245_807:172:3028:1421_1920x0_80_0_0_e48194a173262e30ea1b1f34afec49c8.jpg
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. მიმდინარე წლის 17 ივლისიდან 13 აგვისტომდე პერიოდში COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობა მსოფლიოში 63%-ით გაიზარდა წინა 28 დღის მაჩვენებელთან შედარებით, ნათქვამია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ეპიდემიოლოგიურ ანგარიშში.ამასთან დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული სიკვდილიანობის რაოდენობა 56%-ით შემცირდა.ანგარიშის თანახმად, სულ აღნიშნულ პერიოდში მსოფლიოში 1,4 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 2,3 ათასზე მეტი.როგორც ჯანმოში განმარტავენ, COVID-19 კვლავაც რჩება დიდ საფრთხედ, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიასთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა 5 მაისს დასრულდა.გარდა ამისა, ორგანიზაციამ ყურადღება გაამახვილა კორონავირუსული ინფექციის ახალი ვარიანტის – EG.5-ის გავრცელების ზრდაზე, რომელიც პირველად 17 თებერვალს დაფიქსირდა. დღეისათვის ის უკვე 50 ქვეყანაშია გამოვლენილი. თუმცა ჯანმოში მიაჩნიათ, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი არ წარმოადგენს დიდ რისკს მოსახლეობისთვის გლობალურ დონეზე.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1a/251283245_1365:146:3063:1420_1920x0_80_0_0_8d3b79bacb9873d4c1bd5e0e8635293d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, covid-19, ჯანმო
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, covid-19, ჯანმო
მსოფლიოში შტამ EG.5-ის შემთხვევები იზრდება: ჯანმომ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა
13:54 18.08.2023 (განახლებულია: 19:00 18.08.2023) თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. მიმდინარე წლის 17 ივლისიდან 13 აგვისტომდე პერიოდში COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობა მსოფლიოში 63%-ით გაიზარდა წინა 28 დღის მაჩვენებელთან შედარებით, ნათქვამია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ეპიდემიოლოგიურ
ანგარიშში.
ამასთან დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული სიკვდილიანობის რაოდენობა 56%-ით შემცირდა.
ანგარიშის თანახმად, სულ აღნიშნულ პერიოდში მსოფლიოში 1,4 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 2,3 ათასზე მეტი.
როგორც ჯანმოში განმარტავენ, COVID-19 კვლავაც რჩება დიდ საფრთხედ, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიასთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა 5 მაისს დასრულდა.
გარდა ამისა, ორგანიზაციამ ყურადღება გაამახვილა კორონავირუსული ინფექციის ახალი ვარიანტის – EG.5-ის გავრცელების ზრდაზე, რომელიც პირველად 17 თებერვალს დაფიქსირდა. დღეისათვის ის უკვე 50 ქვეყანაშია გამოვლენილი. თუმცა ჯანმოში მიაჩნიათ, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი არ წარმოადგენს დიდ რისკს მოსახლეობისთვის გლობალურ დონეზე.