https://sputnik-georgia.com/20230821/-------281533011.html
საქართველოში სექტემბრიდან უცხოეთში დასაქმებულთა უფლებების დაცვა გაძლიერდება
საქართველოში სექტემბრიდან უცხოეთში დასაქმებულთა უფლებების დაცვა გაძლიერდება
Sputnik საქართველო
შუამავალ კომპანიებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს საზღვარგარეთ დასაქმებაში ეხმარებიან, სერტიფიცირების ვალდებულება უჩნდებათ. 21.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-21T17:40+0400
2023-08-21T17:40+0400
2023-08-21T21:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
სოციალური სფერო საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საზოგადოება
ადამიანის უფლებები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0b/261970289_0:0:3555:2001_1920x0_80_0_0_5b5ccf0a2753927f2b47f0f437cc013a.jpg
თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები 2023 წლის 1 სექტემბერს ამოქმედდება, ნათქვამია საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებაში.სიახლეების მთავარი მიზანია საზღვარგარეთ დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეების უფლებების მაქსიმალური დაცვა. ასევე საქართველოში მცხოვრები და დასაქმებული უცხოეთის მოქალაქეების სისტემური აღრიცხვა და მათი უფლებების დაცვა.ახალი კანონმდებლობის მიხედვით, შუამავალ კომპანიებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს საზღვარგარეთ დასაქმებაში ეხმარებიან, სერტიფიცირების ვალდებულება უჩნდებათ. ამასთან, სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში მოხდება საქართველოში დასაქმებული უცხოეთის მოქალაქეების აღრიცხვა.გერმანიიდან ყველაზე მეტი მიგრანტი საქართველოშია დეპორტირებული - გერმანული მედია >>გარდა ამისა, ქვეყანაში შრომითი ბინადრობისა და ემიგრაციის ვიზების ფლობისთვის სავალდებულო ხდება ამავე სისტემაში რეგისტრაცია.ცვლილებების მაქსიმალური ეფექტურობისთვის ახალი კანონი მონიტორინგისა და აღსრულების მექანიზმებსაც ითვალისწინებს, რომელსაც შრომის ინსპექციის სამსახური განახორციელებს.ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა იმ შუამავალ კომპანიებს, რომლებიც საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების დასაქმების მიმართულებით მუშაობენ, კანონში შესული ცვლილებები პირადად გააცნეს.ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ სახელმწიფო მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლებს სექტორის წარმომადგენლებთან, რათა პროცესები გამჭვირვალედ წარიმართოს და ცვლილებები მაქსიმალურად დადებითად აისახოს როგორც დასაქმებულების, ისე შუამავალი კომპანიების საქმიანობაზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0b/261970289_84:0:2813:2047_1920x0_80_0_0_58ad4a440a91092c6ffd9158a64525fe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება, ადამიანის უფლებები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება, ადამიანის უფლებები საქართველოში
საქართველოში სექტემბრიდან უცხოეთში დასაქმებულთა უფლებების დაცვა გაძლიერდება
17:40 21.08.2023 (განახლებულია: 21:49 21.08.2023) შუამავალ კომპანიებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს საზღვარგარეთ დასაქმებაში ეხმარებიან, სერტიფიცირების ვალდებულება უჩნდებათ.
თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები 2023 წლის 1 სექტემბერს ამოქმედდება, ნათქვამია საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებაში.
სიახლეების მთავარი მიზანია საზღვარგარეთ დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეების უფლებების მაქსიმალური დაცვა. ასევე საქართველოში მცხოვრები და დასაქმებული უცხოეთის მოქალაქეების სისტემური აღრიცხვა და მათი უფლებების დაცვა.
ახალი კანონმდებლობის მიხედვით, შუამავალ კომპანიებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს საზღვარგარეთ დასაქმებაში ეხმარებიან, სერტიფიცირების ვალდებულება უჩნდებათ. ამასთან, სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში მოხდება საქართველოში დასაქმებული უცხოეთის მოქალაქეების აღრიცხვა.
გარდა ამისა, ქვეყანაში შრომითი ბინადრობისა და ემიგრაციის ვიზების ფლობისთვის სავალდებულო ხდება ამავე სისტემაში რეგისტრაცია.
ცვლილებების მაქსიმალური ეფექტურობისთვის ახალი კანონი მონიტორინგისა და აღსრულების მექანიზმებსაც ითვალისწინებს, რომელსაც შრომის ინსპექციის სამსახური განახორციელებს.
ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა იმ შუამავალ კომპანიებს, რომლებიც საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების დასაქმების მიმართულებით მუშაობენ, კანონში შესული ცვლილებები პირადად გააცნეს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ სახელმწიფო მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლებს სექტორის წარმომადგენლებთან, რათა პროცესები გამჭვირვალედ წარიმართოს და ცვლილებები მაქსიმალურად დადებითად აისახოს როგორც დასაქმებულების, ისე შუამავალი კომპანიების საქმიანობაზე.