https://sputnik-georgia.com/20230819/19-agvistos-dabadebulebi-zodiaqo-daxasiateba-rcevebi-281300937.html
19 აგვისტოს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
19 აგვისტოს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
Sputnik საქართველო
გაეცანით 19 აგვისტოს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური... 19.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-19T00:15+0400
2023-08-19T00:15+0400
2023-08-19T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23934/73/239347372_0:240:4608:2832_1920x0_80_0_0_bda3366dcffbc9c373610fcabf69ae8b.jpg
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ13-22 აგვისტო13-22 აგვისტოს პერიოდი ლომის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.ამ დეკადას მარსი - მეომართა პლანეტა მართავს, რომელიც ამ პერიოდში დაბადებულებს განსაკუთრებულ ძალაუფლებას, ნებისყოფასა და აგრესიულობას ანიჭებს.მნიშვნელოვანი წლებია: 15, 19, 30, 35, 36, 57, 60, 76.ამ ადამიანების სიმბოლოა გაშლილი ვარდი.პირველი შეხვედრისას ამ პერიოდში დაბადებულები ქედმაღალი, ამპარტავანი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ. მაგრამ ეს მხოლოდ ნიღაბია - ცხოვრებამ ასწავლა მათ, რომ ასეთი იყვნენ. ამ ადამიანებმა უნდა ისწავლონ მოდუნება, ხასიათში მეტი სირბილე შეიტანონ და ახსოვდეთ, რომ პრობლემების უმეტესობა მათ ცხოვრებაში გადაღლილობის ბრალია.19 აგვისტოს დაბადებულები19 აგვისტოს მიზანსწრაფული, მედგარი, ნებისყოფიანი, წარმატებული ადამიანები იბადებიან. მათ განსაკუთრებული ხიბლი გააჩნიათ, არიან მჭევრმეტყველი, შეუძლიათ გარშემომყოფთა მოჯადოება. რა საქმესაც ხელს მოკიდებენ, აუცილებლად გამოსდით. მათთვის არ შეიძლება აგრესიის გამომჟღავნება, ამპარტავნება. თუ ბოროტების გზას დაადგებიან, მიღწეულ წარმატებებს დაკარგავენ.ყველაზე საიმედო მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>19 აგვისტოს დაკავებულებს უყვართ ინფორმაციის დაგროვება და შემდეგ ამას პრაქტიკული თვალსაზრისით იყენებენ. მათი ქმედებების წინასწარ განჭვრეტა რთულია. ხანდახან ისეც ხდება, რომ ერთი და იგივე მოვლენა პოლარულად განსხვავებულ რეაქციებს იწვევს მათში. ამის გამო გარშემომყოფებს ისინი არასაიმედო ადამიანებად მიაჩნიათ. მაგრამ ეს ყოველთვის სიმართლეს არ შეესაბამება. თუ ამ ადამიანებს დაუახლოვდებით, გაიგებთ, რომ ისინი მზად არიან მსხვერპლი გაიღონ, თუ ამას გარემოება მოითხოვს.ზოგიერთს დიდი ამბიციები აქვს და თავიანთ კარიერას დიდი ყურადღებითა და ეჭვებით აკვირდებიან. წინასწარ ითვლიან ყველა შესაძლებელ სვლას წარმატების გზაზე და არასდროს დაუშვებენ, რომ მათი მცდელობები მცირეოდენი ხარვეზის გამო წყალში გადაიყაროს. მათი მუდმივი ბრძოლა საკუთარი იმიჯის შესანარჩუნებლად, საბოლოოდ, ბრძოლაა საკუთარ თავთან.19 აგვისტოს დაბადებულებმა იციან, როგორ გამოიყენონ სათავისოდ სხვისი საიდუმლოებები. შეუცდომლად გრძნობენ მომენტს, როდის შეიძლება მათი გათქმა და როდის - დამალვა. ყოველთვის გრძნობენ დროთა ცვალებადობას და მას ფეხს უწყობენ. ასეთი ალღო ამ ადამიანებს საშუალებას აძლევს, მნიშვნელოვანი მოვლენების მონაწილენი გახდნენ.როგორი სიყვარული შეუძლიათ ქალებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>ამ დღეს დაბადებულები ცდილობენ, საკუთარი გრძნობები სახალხოდ არ გამოჩინონ, ამიტომ ცოტა თუ ხვდება, რა იმალება ამ გარეგნულად უზრუნველი მომღიმარი სახის ადამიანების მიღმა - ფილოსოფოსის ხასიათი, რომელიც მიჩვეულია ყველაფრის დეტალურად ანალიზს. ამ დღეს დაბადებულები, როგორც წესი, არასრულფასოვნების კომპლექსით არ იტანჯებიან. მათ იციან საკუთარი თავის ფასი, არ ვარდებიან დეპრესიაში განუხორციელებელი იმედების გამო. და წარმატებამაც შორს რომ ჩაუქროლოს, ეს ადამიანები მაინც მოახერხებენ და იპოვიან შესაძლებლობას, მას კუდში ხელი ჩაავლონ.ჯანმრთელობა19 აგვისტოს დაბადებულებს სჭირდებათ ოჯახის ექიმი, რომელსაც რეგულარულად მიმართავენ, რადგან მცირეოდენი დაავადებებიც შეიძლება გაურთულდეთ და ქრონიკულ დაავადებაში გადაიზარდოს. ამასთან, ეს ექიმი მათთვის სანდო პიროვნება უნდა იყოს. აუცილებელია მათთვის ზომიერი ფიზიკური ვარჯიში, მაგალითად, ცურვა და სწორი, დაბალანსებული კვება. წაადგებათ ვეგეტარიანული საკვები.რჩევა:ისწავლეთ, რომ მეტად გულგახსნილი იყოთ გარშემომყოფების მიმართ. ამდენი დამალვა და საიდუმლოებები საჭირო არაა. მარტო თქვენ ხომ არ ხართ, რომელსაც ნამდვილი, ჭეშმარიტი ინფორმაცია გააჩნია? ნუ დაიჭერთ ვინმეს მხარეს, სჯობს, ოქროს შუალედი დაიკავოთ.
https://sputnik-georgia.com/20230723/lomi-kaskasa-ambiciuri-zlieri-zogadi-daxasiateba-zodiaqo-280013277.html
https://sputnik-georgia.com/20180612/yvelaze-komunikabeluri-adamianebi-zodiaqos-niSnis-mixedviT-240831597.html
https://sputnik-georgia.com/20230730/zodiaqos-nisnebi-romlebic-didebisa-da-popularobistvis-daibadnen-280563672.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23934/73/239347372_256:0:4352:3072_1920x0_80_0_0_77d1eb380826185867f2c1855600eb44.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
19 აგვისტოს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
გაეცანით 19 აგვისტოს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ
13-22 აგვისტოს პერიოდი ლომის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.
ამ დეკადას მარსი - მეომართა პლანეტა მართავს, რომელიც ამ პერიოდში დაბადებულებს განსაკუთრებულ ძალაუფლებას, ნებისყოფასა და აგრესიულობას ანიჭებს.
მნიშვნელოვანი წლებია: 15, 19, 30, 35, 36, 57, 60, 76.
ამ ადამიანების სიმბოლოა გაშლილი ვარდი.
პირველი შეხვედრისას ამ პერიოდში დაბადებულები ქედმაღალი, ამპარტავანი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ. მაგრამ ეს მხოლოდ ნიღაბია - ცხოვრებამ ასწავლა მათ, რომ ასეთი იყვნენ. ამ ადამიანებმა უნდა ისწავლონ მოდუნება, ხასიათში მეტი სირბილე შეიტანონ და ახსოვდეთ, რომ პრობლემების უმეტესობა მათ ცხოვრებაში გადაღლილობის ბრალია.
19 აგვისტოს მიზანსწრაფული, მედგარი, ნებისყოფიანი, წარმატებული ადამიანები იბადებიან. მათ განსაკუთრებული ხიბლი გააჩნიათ, არიან მჭევრმეტყველი, შეუძლიათ გარშემომყოფთა მოჯადოება. რა საქმესაც ხელს მოკიდებენ, აუცილებლად გამოსდით. მათთვის არ შეიძლება აგრესიის გამომჟღავნება, ამპარტავნება. თუ ბოროტების გზას დაადგებიან, მიღწეულ წარმატებებს დაკარგავენ.
19 აგვისტოს დაკავებულებს უყვართ ინფორმაციის დაგროვება და შემდეგ ამას პრაქტიკული თვალსაზრისით იყენებენ. მათი ქმედებების წინასწარ განჭვრეტა რთულია. ხანდახან ისეც ხდება, რომ ერთი და იგივე მოვლენა პოლარულად განსხვავებულ რეაქციებს იწვევს მათში.
ამის გამო გარშემომყოფებს ისინი არასაიმედო ადამიანებად მიაჩნიათ. მაგრამ ეს ყოველთვის სიმართლეს არ შეესაბამება. თუ ამ ადამიანებს დაუახლოვდებით, გაიგებთ, რომ ისინი მზად არიან მსხვერპლი გაიღონ, თუ ამას გარემოება მოითხოვს.
ზოგიერთს დიდი ამბიციები აქვს და თავიანთ კარიერას დიდი ყურადღებითა და ეჭვებით აკვირდებიან. წინასწარ ითვლიან ყველა შესაძლებელ სვლას წარმატების გზაზე და არასდროს დაუშვებენ, რომ მათი მცდელობები მცირეოდენი ხარვეზის გამო წყალში გადაიყაროს. მათი მუდმივი ბრძოლა საკუთარი იმიჯის შესანარჩუნებლად, საბოლოოდ, ბრძოლაა საკუთარ თავთან.
19 აგვისტოს დაბადებულებმა იციან, როგორ გამოიყენონ სათავისოდ სხვისი საიდუმლოებები. შეუცდომლად გრძნობენ მომენტს, როდის შეიძლება მათი გათქმა და როდის - დამალვა. ყოველთვის გრძნობენ დროთა ცვალებადობას და მას ფეხს უწყობენ. ასეთი ალღო ამ ადამიანებს საშუალებას აძლევს, მნიშვნელოვანი მოვლენების მონაწილენი გახდნენ.
ამ დღეს დაბადებულები ცდილობენ, საკუთარი გრძნობები სახალხოდ არ გამოჩინონ, ამიტომ ცოტა თუ ხვდება, რა იმალება ამ გარეგნულად უზრუნველი მომღიმარი სახის ადამიანების მიღმა - ფილოსოფოსის ხასიათი, რომელიც მიჩვეულია ყველაფრის დეტალურად ანალიზს.
ამ დღეს დაბადებულები, როგორც წესი, არასრულფასოვნების კომპლექსით არ იტანჯებიან. მათ იციან საკუთარი თავის ფასი, არ ვარდებიან დეპრესიაში განუხორციელებელი იმედების გამო. და წარმატებამაც შორს რომ ჩაუქროლოს, ეს ადამიანები მაინც მოახერხებენ და იპოვიან შესაძლებლობას, მას კუდში ხელი ჩაავლონ.
19 აგვისტოს დაბადებულებს სჭირდებათ ოჯახის ექიმი, რომელსაც რეგულარულად მიმართავენ, რადგან მცირეოდენი დაავადებებიც შეიძლება გაურთულდეთ და ქრონიკულ დაავადებაში გადაიზარდოს. ამასთან, ეს ექიმი მათთვის სანდო პიროვნება უნდა იყოს. აუცილებელია მათთვის ზომიერი ფიზიკური ვარჯიში, მაგალითად, ცურვა და სწორი, დაბალანსებული კვება. წაადგებათ ვეგეტარიანული საკვები.
ისწავლეთ, რომ მეტად გულგახსნილი იყოთ გარშემომყოფების მიმართ. ამდენი დამალვა და საიდუმლოებები საჭირო არაა. მარტო თქვენ ხომ არ ხართ, რომელსაც ნამდვილი, ჭეშმარიტი ინფორმაცია გააჩნია? ნუ დაიჭერთ ვინმეს მხარეს, სჯობს, ოქროს შუალედი დაიკავოთ.