გამოძიების დასაწყებად მიზეზი არ არსებობს - „ქართულ ოცნებაში“ ოპოზიციის მოთხოვნას უპასუხეს

© Ministry of Justice of Georgiaმიხეილ სარჯველაძე
მიხეილ სარჯველაძე - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2023
გამოწერა
ყველა თავისი ვიწროპარტიული ინტერესების დაკმაყოფილებას ცდილობს, განაცხადა დეპუტატმა შოვის ტრაგედიის ირგვლივ აგორებული სკანდალის კომენტარისას.
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. არ არის არანაირი საფუველი იმის ვარაუდისა, რომ რომელიმე სახელმწიფო მოხელის მხრიდან ადგილი ჰქონდა დანაშაულს შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ მიხეილ სარჯველაძემ.
შესაძლო თანამდებობრივი დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყების აუცილებლობის შესახებ უფრო ადრე ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა ლევან სამუშიამ განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება საზოგადოებას „თვალში ნაცარს აყრის“, ხოლო რეალური გამოძიება არ მიმდინარეობს. ოპოზიციონერმა პროკურატურას მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და უწყებამ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედოს.

„ობიექტურად არავითარი მიზეზი არა მაქვს იმის ვარაუდისა, რომ რომელიმე სახელმწიფო მოხელის მხრიდან დანაშაულს აქვს ადგილი. საკითხის ირგვლივ ძიება მიმდინარეობს. ოპოზიციონერს ვის რა მოეჩვენება ან ვის რა მიაჩნია სასურველად, ხელსაყრელად, ეს არ არის გამოძიების დაწყების საბაბი და საფუძველი“, – განუცხადა ჟურნალისტებს სარჯველაძემ.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ოპოზიციის მხრიდან შოვის ტრაგედიაზე ქულების დაწერის მოტივაცია ცხადად ჩანს და ისინი ყველა ვიწროპარტიული ინტერესების დაკმაყოფილებას ცდილობენ.
ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ შოვში სტიქიური უბედურების დროს ვერტმფრენებს ღამით ადამიანების ძებნა არ უნდა შეეწყვიტათ, ამასთან, ისინი ადგილზე დაგვიანებით ჩაფრინდნენ. ისინი ასევე მოითხოვენ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას.
ოპოზიციას შოვის ტრაგედიის თემის პოლიტიზირება უნდა - დეპუტატი>>
კომისიის შექმნის ინიციატივით, რომელიც გამოიძიებდა შოვში მომხდარი ტრაგედიის მიზეზებს, გამოავლენდა პასუხისმგებელ პირებს, ასევე იმას, შეიძლებოდა თუ არა ამ ტრაგედიის თავიდან აცილება და რამდენად სწორად იმოქმედეს სახელმწიფო უწყებებმა, ოპოზიციის ნაწილი გამოვიდა, მათ შორის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", პარტია „ლელო საქართველოსთვის" და პარტია „ხალხისთვის".
კომისიის შექმნის წინააღმდეგია მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო". „ოცნებაში" აცხადებენ, რომ ოპოზიცია შოვის ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს.
ტრაგედია შოვში: გომელაურს პარლამენტში ელოდებიან>>>
ბოლო მონაცემებით, რაჭაში 3 აგვისტოს ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად დაიღუპა 26 ადამიანი, უგზო-უკვლოდ დაკარგულად შვიდი ადამიანი ითვლება. მაშველებმა სტიქიის ზონიდან 210 ადამიანის გამოყვანა შეძლეს.
შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე და 140-ე მუხლებით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა) მიმდინარეობს. საქმეს საქართველოს პროკურატურა იძიებს.
ყველა ახალი ამბავი
0