https://sputnik-georgia.com/20230815/tragedia-sovsi-gamokvleulia-teritoriis-90-procenti-sss-281249163.html
ტრაგედია შოვში: გამოკვლეულია სტიქიური უბედურების ზონის 90% - შსს
ტრაგედია შოვში: გამოკვლეულია სტიქიური უბედურების ზონის 90% - შსს
Sputnik საქართველო
საძიებო სამუშაოებში ცოცხალ ძალასთან ერთად ჩართულია მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები. 15.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-15T17:54+0400
2023-08-15T17:54+0400
2023-08-23T09:05+0400
მეწყერი რაჭაში
რაჭა-ლეჩხუმი
შემთხვევები საქართველოში
სტიქიური მოვლენები
ბუნებრივი კატასტროფები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/0f/281247581_0:151:1600:1051_1920x0_80_0_0_1b2be46d801ddf8bbafeb6e52164050f.jpg
თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. მაშველები საძიებო სამუშაოებს შოვში უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ - ამ დროისთვის შემოწმებულია სტიქიური უბედურების ეპიცენტრის ტერიტორიის 90%, ნათქვამია საქართველოს შსს-ს განცხადებაში. ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. ბოლო მონაცემებით, გიგანტური მეწყრის ჩამოწოლას ემსხვერპლა 25 ადამიანი. სტიქიის შედეგად დაინგრა ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ევაკუირებულია 210 ადამიანი. დაკარგულად ითვლება 8 ადამიანი. ტერიტორიაზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები. სტიქიური უბედურების ზონაში 11 პრიორიტეტულ წერტილზე დაახლოებით 105 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს. გუშინ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მაშველებს გამოსაკვლევი აქვთ ტერიტორიის დაახლოებით 25%. მისი თქმით, საძიებო ფართობი სიგრძეში 1.000 მეტრსა და სიგანეში 270 მეტრს შეადგენს. შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზები შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში. მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში. სტიქიური უბედურების ტერიტორიის სრულ გამოკვლევას ორი დღე დასჭირდება>>სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში. მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია. გომელაური: სტიქიის ზონაში ყველა სამსახური მაქსიმალურს აკეთებს>>სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია. მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.
რაჭა-ლეჩხუმი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/0f/281247581_0:0:1600:1200_1920x0_80_0_0_5d65ecf2eba16787853ac99f7b5d99d6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი , შემთხვევები საქართველოში, სტიქიური მოვლენები, ბუნებრივი კატასტროფები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი , შემთხვევები საქართველოში, სტიქიური მოვლენები, ბუნებრივი კატასტროფები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ტრაგედია შოვში: გამოკვლეულია სტიქიური უბედურების ზონის 90% - შსს
17:54 15.08.2023 (განახლებულია: 09:05 23.08.2023) საძიებო სამუშაოებში ცოცხალ ძალასთან ერთად ჩართულია მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები.
თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. მაშველები საძიებო სამუშაოებს შოვში უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ - ამ დროისთვის შემოწმებულია სტიქიური უბედურების ეპიცენტრის ტერიტორიის 90%, ნათქვამია საქართველოს შსს-ს განცხადებაში.
ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. ბოლო მონაცემებით, გიგანტური მეწყრის ჩამოწოლას ემსხვერპლა 25 ადამიანი. სტიქიის შედეგად დაინგრა ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ევაკუირებულია 210 ადამიანი. დაკარგულად ითვლება 8 ადამიანი. ტერიტორიაზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები.
სტიქიური უბედურების ზონაში 11 პრიორიტეტულ წერტილზე დაახლოებით 105 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს.
„ამ დროისთვის სტიქიის ეპიცენტრში, მიწის მასის 90% გადამოწმებულია. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები. სამძებრო ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია 25 ადამიანის ცხედარი და 8 პირთან დაკავშირებით გრძელდება სამძებრო სამუშაოები", - ნათქვამია განცხადებაში.
გუშინ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მაშველებს გამოსაკვლევი აქვთ ტერიტორიის დაახლოებით 25%. მისი თქმით, საძიებო ფართობი სიგრძეში 1.000 მეტრსა და სიგანეში 270 მეტრს შეადგენს.
შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზები
შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.
მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.
სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.
სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.
მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.