https://sputnik-georgia.com/20230815/-----------281254505.html
საქართველოში რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება - რისთვის სჭირდება ოპოზიციას რევოლუცია
საქართველოში რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება - რისთვის სჭირდება ოპოზიციას რევოლუცია
Sputnik საქართველო
მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოში რიგგარეშე არჩევნები სამართლებრივად ვერ ჩატარდება, რადგან უკვე რიგითი არჩევნები ახლოვდება, განაცხადა დეპუტატმა 15.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-15T19:30+0400
2023-08-15T19:30+0400
2023-08-15T19:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/09/275651227_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_0756738aa93bddb019d8552e6f19e5c8.jpg
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. ოპოზიციას საპარლამენტო არჩევნების გზით მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევის შანსი არ აქვს, ამიტომ ისინი რევოლუციურ სცენარებს „ეპოტინებიან“, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.ასე გამოეხმაურა ქადაგიშვილი ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის სიტყვებს, რომელმაც განაცხადა, რომ ხელისუფლებიდან „ქართული ოცნების“ „მოშორების“ ერთ-ერთი გზა რიგგარეშე არჩევნებია. მეორე - გამარჯვება მორიგ არჩევნებზე. თუ ოპოზიციას ამის საშუალება არ მიეცემა, მაშინ, ჯაფარიძის თქმით, ყველაზე რეალური გზა არის ხელისუფლების შეცვლა ქუჩის აქციებით.როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ოპოზიციას რევოლუციის თავი არ აქვს, რადგან რევოლუციას მარტო რევოლუციასა და სისხლს მოწყურებული ადამიანები კი არ სჭირდება, რევოლუციას სჭირდება მასა.„ხალხი რევოლუციას არ ელოდება, მით უმეტეს, ამ გაცხელებული ტვინების იმედად ყოფნა ქართველ ერს არ სურს. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი ჭიქაში ქარიშხლის შექმნის იმიტაციაა... ეს არის მთელი მათი ქცევის მორალი და ფილოსოფია“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.ქადაგიშვილის განმარტებით, საქართველოში რიგგარეშე არჩევნები სამართლებრივად ვერ ჩატარდება, რადგან უკვე რიგითი არჩევნები ახლოვდება. გარდა ამისა, დეპუტატის თქმით, რიგგარეშე არჩევნების არანაირი პოლიტიკური წინაპირობა არ არსებობს.არჩევნები საქართველოშივადამდელი საპარლამენტო არჩევნების თემა მარტის შუა რიცხვებში საქართველოს ექს-პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა წამოწია, თუმცა ექს-პრეზიდენტის მოწოდებას ოპოზიციურ პარტიებში დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამას შეცდომა უწოდეს და აღნიშნეს, რომ ვადამდელი არჩევნები მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ აძლევს ხელს.საქართველოში ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება - „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას უპასუხა >>საქმე ისაა, რომ კონსტიტუციის მიხედვით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით, ანუ პარტიული სიებით და 5%-იანი გამსვლელი ბარიერით.თუ ვადამდელი არჩევნები დაინიშნება, ისინი კვლავ ჩატარდება შერეული სისტემით (პარლამენტში 120 მანდატი გადანაწილდება პარტიებს შორის, ხოლო 30 მანდატი – მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვებულ კანდიდატებს შორის) და ბუნებრივი ბარიერის პირობებში.„ქართულმა ოცნებამ“ გამოთქვა მზადყოფნა, 2024 წლიდან საპარლამენტო არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 5%-დან 2%-მდე დასწიოს, თუ მანამდე ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს.პარლამენტში გამსვლელი ბარიერის შემცირებას პირველ რიგში წვრილი პარტიები მოითხოვენ.2012 წელს საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ არჩევნებში მთავარი კონკურენტები „ქართული ოცნება“ და ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არიან.ხაფანგი თუ ლეგიტიმურობის ტესტი? რას ფიქრობს ქართული ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებზე?>>როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, ამ დროისათვის პარტიები რთულ ვითარებაში არიან, რადგან ქვეყანაში გამოჩნდა საზოგადოების ფენა, რომელსაც არ სჯერა მათი და რომლებზეც წლების განმავლობაში გამოცდილი წინასაარჩევნო კამპანიის მეთოდები არ ჭრის.გარდა ამისა, საქართველოში ჩატარებულმა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი ამ დროისათვის ვერ ხედავს პარტიას, რომელიც მათ ინტერესებს პასუხობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/09/275651227_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_3306674bf6820bbde07682e8789986a9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
საქართველოში რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება - რისთვის სჭირდება ოპოზიციას რევოლუცია
მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოში რიგგარეშე არჩევნები სამართლებრივად ვერ ჩატარდება, რადგან უკვე რიგითი არჩევნები ახლოვდება, განაცხადა დეპუტატმა
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. ოპოზიციას საპარლამენტო არჩევნების გზით მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევის შანსი არ აქვს, ამიტომ ისინი რევოლუციურ სცენარებს „ეპოტინებიან“, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ასე გამოეხმაურა ქადაგიშვილი ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის სიტყვებს, რომელმაც განაცხადა, რომ ხელისუფლებიდან „ქართული ოცნების“ „მოშორების“ ერთ-ერთი გზა რიგგარეშე არჩევნებია. მეორე - გამარჯვება მორიგ არჩევნებზე. თუ ოპოზიციას ამის საშუალება არ მიეცემა, მაშინ, ჯაფარიძის თქმით, ყველაზე რეალური გზა არის ხელისუფლების შეცვლა ქუჩის აქციებით.
„ოპოზიციამ და კონკრეტულად ზურაბ-გირჩმა ჯაფარიძემ იცის, რომ არჩევნების გზით რაიმე მნიშვნელოვანი შედეგის მოპოვების არანაირი შანსი არ აქვთ. ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის, როგორი მცირეა მათი საარჩევნო რესურსი. აქედან გამომდინარე, რევოლუციას ეპოტინებიან“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ქადაგიშვილმა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ოპოზიციას რევოლუციის თავი არ აქვს, რადგან რევოლუციას მარტო რევოლუციასა და სისხლს მოწყურებული ადამიანები კი არ სჭირდება, რევოლუციას სჭირდება მასა.
„ხალხი რევოლუციას არ ელოდება, მით უმეტეს, ამ გაცხელებული ტვინების იმედად ყოფნა ქართველ ერს არ სურს. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი ჭიქაში ქარიშხლის შექმნის იმიტაციაა... ეს არის მთელი მათი ქცევის მორალი და ფილოსოფია“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ქადაგიშვილის განმარტებით, საქართველოში რიგგარეშე არჩევნები სამართლებრივად ვერ ჩატარდება, რადგან უკვე რიგითი არჩევნები ახლოვდება. გარდა ამისა, დეპუტატის თქმით, რიგგარეშე არჩევნების არანაირი პოლიტიკური წინაპირობა არ არსებობს.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თემა მარტის შუა რიცხვებში საქართველოს ექს-პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა წამოწია, თუმცა ექს-პრეზიდენტის მოწოდებას ოპოზიციურ პარტიებში დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამას შეცდომა უწოდეს და აღნიშნეს, რომ ვადამდელი არჩევნები მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ აძლევს ხელს.
საქმე ისაა, რომ კონსტიტუციის მიხედვით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით, ანუ პარტიული სიებით და 5%-იანი გამსვლელი ბარიერით.
თუ ვადამდელი არჩევნები დაინიშნება, ისინი კვლავ ჩატარდება შერეული სისტემით (პარლამენტში 120 მანდატი გადანაწილდება პარტიებს შორის, ხოლო 30 მანდატი – მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვებულ კანდიდატებს შორის) და ბუნებრივი ბარიერის პირობებში.
„ქართულმა ოცნებამ“ გამოთქვა მზადყოფნა, 2024 წლიდან საპარლამენტო არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 5%-დან 2%-მდე დასწიოს, თუ მანამდე ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს.
პარლამენტში გამსვლელი ბარიერის შემცირებას პირველ რიგში წვრილი პარტიები მოითხოვენ.
2012 წელს საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ არჩევნებში მთავარი კონკურენტები „ქართული ოცნება“ და ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არიან.
როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, ამ დროისათვის პარტიები რთულ ვითარებაში არიან, რადგან ქვეყანაში გამოჩნდა საზოგადოების ფენა, რომელსაც არ სჯერა მათი და რომლებზეც წლების განმავლობაში გამოცდილი წინასაარჩევნო კამპანიის მეთოდები არ ჭრის.
გარდა ამისა, საქართველოში ჩატარებულმა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი ამ დროისათვის ვერ ხედავს პარტიას, რომელიც მათ ინტერესებს პასუხობს.