https://sputnik-georgia.com/20230321/xafangi-tu-legitimurobis-testi-ras-fiqrobs-qartuli-opozicia-vadamdel-arcevnebze-275987960.html
ხაფანგი თუ ლეგიტიმურობის ტესტი? რას ფიქრობს ქართული ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებზე
ხაფანგი თუ ლეგიტიმურობის ტესტი? რას ფიქრობს ქართული ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებზე
Sputnik საქართველო
ქართველი ოპოზიციონერების მოსაზრებები ვადამდელი არჩევნების შესახებ ორად გაიყო. 21.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-21T19:47+0400
2023-03-21T19:47+0400
2023-03-21T22:12+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/17/261420312_234:345:2048:1365_1920x0_80_0_0_b09e2df054ec883b8744574f1e3906f3.jpg
თბილისი, 21 მარტი – Sputnik. ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას შეცდომა და ოპოზიციისთვის ხაფანგი უწოდა.საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლის დაწყების წინადადებით გამოვიდა. მან ასევე გამოთქვა აზრი, რომ პროდასავლური პარტიები უნდა გაერთიანდნენ. თუმცა ექს-პრეზიდენტის ენთუზიაზმს პოლიტიკოსების უმრავლესობა არ იზიარებს.ოპოზიციონერი ასევე განიხილავს მოვლენათა განვითარების ორ სცენარს. სცენარი 1. ევროკავშირი ანიჭებს ქვეყანას კანდიდატის სტატუსს, და მაშინ საქართველო გაიმარჯვებს.„სცენარი 2. თუ არ მოგვცეს კანდიდატობა, მაშინ 2024-ში "ოცნება" განწირულია არა მხოლოდ დამარცხებისთვის, არამედ სრული ჩამოშლისთვის. ამ შემთხვევაშიც საქართველო გაიმარჯვებს“, – აღნიშნა ხაზარაძემ.ამასობაში ოპოზიციური პარტია „გირჩი“ უკვე მიმდინარე წლის გაზაფხულზე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის მზად არის.საქართველოში კვლავ ვადამდელ არჩევნებზე ლაპარაკობენ - ყველა არაა თანახმა >>მისი თქმით, პოლიტიკოსებმა არჩევნებს არ უნდა შეხედონ, როგორც ოპონენტის განადგურების საშუალებას.მორიგი საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, ამ დროისათვის პარტიები რთულ ვითარებაში არიან, რადგან ქვეყანაში გამოჩნდა საზოგადოების ფენა, რომელსაც არ სჯერა მათი და რომლებზეც წლების განმავლობაში გამოცდილი წინასაარჩევნო კამპანიის მეთოდები არ ჭრის.საქართველოს ექს-პრეზიდენტს არ სურს რევოლუცია, მაგრამ ის ემხრობა ხელისუფლების შეცვლას >>გარდა ამისა, საქართველოში ჩატარებულმა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი ამ დროისათვის ვერ ხედავს პარტიას, რომელიც მათ ინტერესებს პასუხობს.საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს მაღალი, 5%-იანი ბარიერით ჩატარდება და მთლიანად პროპორციული იქნება. თითოეული პარტია, რომელიც ხმების 5%-ზე მეტს მოიპოვებს, მიიღებს პარლამენტში ადგილებს მხარდაჭერის შესაბამისად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/17/261420312_266:271:1724:1365_1920x0_80_0_0_00742723739338c7cf48259f3ba66297.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ხაფანგი თუ ლეგიტიმურობის ტესტი? რას ფიქრობს ქართული ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებზე
19:47 21.03.2023 (განახლებულია: 22:12 21.03.2023) ქართველი ოპოზიციონერების მოსაზრებები ვადამდელი არჩევნების შესახებ ორად გაიყო.
თბილისი, 21 მარტი – Sputnik. ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას შეცდომა და ოპოზიციისთვის ხაფანგი უწოდა.
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლის დაწყების წინადადებით გამოვიდა. მან ასევე გამოთქვა აზრი, რომ პროდასავლური პარტიები უნდა გაერთიანდნენ. თუმცა ექს-პრეზიდენტის ენთუზიაზმს პოლიტიკოსების უმრავლესობა არ იზიარებს.
„ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა არის შეცდომა, უფრო მეტიც, ხაფანგი ოპოზიციისთვის. ვადამდელი აწყობს „ოცნებას", ისინი უნდა ვაიძულოთ, რომ შეასრულონ 12 პუნქტი ევროკავშირის კანდიდატობის მისაღებად, საზოგადოების დაკვეთა სწორედ ევროპაა“, – დაწერა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში.
ოპოზიციონერი ასევე განიხილავს მოვლენათა განვითარების ორ სცენარს. სცენარი 1. ევროკავშირი ანიჭებს ქვეყანას კანდიდატის სტატუსს, და მაშინ საქართველო გაიმარჯვებს.
„სცენარი 2. თუ არ მოგვცეს კანდიდატობა, მაშინ 2024-ში "ოცნება" განწირულია არა მხოლოდ დამარცხებისთვის, არამედ სრული ჩამოშლისთვის. ამ შემთხვევაშიც საქართველო გაიმარჯვებს“, – აღნიშნა ხაზარაძემ.
ამასობაში ოპოზიციური პარტია „გირჩი“ უკვე მიმდინარე წლის გაზაფხულზე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის მზად არის.
„გაგვიხარდება, თუ ასეთი არჩევნები დაინიშნება. მესმის, რომ სხვა პარტიებს შესაძლოა ასეთი მზადყოფნა არ ჰქონდეთ. რიგგარეშე არჩევნები სწორი გზაა, მაგრამ არ მგონია ეს მოხდეს, რადგან სხვების ინტერესებში არ შედის“, – განაცხადა პარტია „გირჩის“ დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა.
მისი თქმით, პოლიტიკოსებმა არჩევნებს არ უნდა შეხედონ, როგორც ოპონენტის განადგურების საშუალებას.
„ქართული ოცნება“ მოიგებს თუ არა, ეს მეორეხარისხოვანია. „ქართულ ოცნებას“ ახლაც აქვს უმრავლესობა და ამაზე უარესი შედეგი ხომ არ დადგება. საბოლოო ჯამში გაუმჯობესების შანსი მაინც ჩნდება“, – აღნიშნა სანდრო რაქვიაშვილმა.
მორიგი საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, ამ დროისათვის პარტიები რთულ ვითარებაში არიან, რადგან ქვეყანაში გამოჩნდა საზოგადოების ფენა, რომელსაც არ სჯერა მათი და რომლებზეც წლების განმავლობაში გამოცდილი წინასაარჩევნო კამპანიის მეთოდები არ ჭრის.
გარდა ამისა, საქართველოში ჩატარებულმა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი ამ დროისათვის ვერ ხედავს პარტიას, რომელიც მათ ინტერესებს პასუხობს.
საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს მაღალი, 5%-იანი ბარიერით ჩატარდება და მთლიანად პროპორციული იქნება. თითოეული პარტია, რომელიც ხმების 5%-ზე მეტს მოიპოვებს, მიიღებს პარლამენტში ადგილებს მხარდაჭერის შესაბამისად.