https://sputnik-georgia.com/20230814/sovsi-kidev-erti-gardacvlili-ipoves-281221120.html
შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვეს
შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვეს
Sputnik საქართველო
აქტიურად გრძელდება სამძებრო სამუშაოები - როგორც ცოცხალი ძალით, ასევე მძიმე ტექნიკითა და ნავებით. 14.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-14T17:18+0400
2023-08-14T17:18+0400
2023-09-18T15:52+0400
მეწყერი რაჭაში
რაჭა-ლეჩხუმი
ბუნებრივი კატასტროფები
სტიქიური მოვლენები
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/04/280913967_0:192:2048:1344_1920x0_80_0_0_f670d6e944396afad4dcb6d7ebd82730.jpg
თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვეს - ჯამში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 25-მდე გაიზრდა. ცხედართან ერთად ნაპოვნია ცხედრის 1 ფრაგმენტიც. ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. უზარმაზარმა მეწყერმა, მილიონობით კუბური მეტრის მიწამ დაფარა კურორტი შოვი, გზად კი ყველაფერი გაანადგურა. სტიქიის შედეგად დაინგრა კოტეჯები, ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ბოლო მონაცემებით, შოვში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაიღუპა 25 ადამიანი. უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 8. მაშველებმა სტიქიური უბედურების ზონიდან 210 ადამიანის გამოყვანა შეძლეს. ტრაგედია შოვში: მაშველები ცხრა ადამიანს ეძებენ>>საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს ჭანჭახისა და რიონის ხეობებში. ~ საძიებო ოპერაციის ზონა ამბროლაურის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიამდეა გაფართოებული. ადგილზე იმყოფებიან მაშველები, სამხედროები, პოლიცია, მოხალისეები, ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლები. შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე და 140-ე მუხლებით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა) მიმდინარეობს.
რაჭა-ლეჩხუმი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/04/280913967_0:0:2048:1536_1920x0_80_0_0_cd9b234849d6d37849eadf23c42c1fa2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი , ბუნებრივი კატასტროფები, სტიქიური მოვლენები, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი , ბუნებრივი კატასტროფები, სტიქიური მოვლენები, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვეს
17:18 14.08.2023 (განახლებულია: 15:52 18.09.2023) აქტიურად გრძელდება სამძებრო სამუშაოები - როგორც ცოცხალი ძალით, ასევე მძიმე ტექნიკითა და ნავებით.
თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვეს - ჯამში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 25-მდე გაიზრდა.
ცხედართან ერთად ნაპოვნია ცხედრის 1 ფრაგმენტიც.
ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. უზარმაზარმა მეწყერმა, მილიონობით კუბური მეტრის მიწამ დაფარა კურორტი შოვი, გზად კი ყველაფერი გაანადგურა. სტიქიის შედეგად დაინგრა კოტეჯები, ხიდები, შოვში შესასვლელი გზა.
ბოლო მონაცემებით, შოვში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაიღუპა 25 ადამიანი. უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 8. მაშველებმა სტიქიური უბედურების ზონიდან 210 ადამიანის გამოყვანა შეძლეს.
საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს ჭანჭახისა და რიონის ხეობებში. ~ საძიებო ოპერაციის ზონა ამბროლაურის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიამდეა გაფართოებული. ადგილზე იმყოფებიან მაშველები, სამხედროები, პოლიცია, მოხალისეები, ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლები.
შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე და 140-ე მუხლებით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა) მიმდინარეობს.