ტრაგედია რაჭაში: მეწყერის ჩამოწოლის ადგილზე სასმელი წყლის მიწოდების აღდგენაზე მუშაობენ

© Roads Department of Georgiaსაძიებო სამუშაოები შოვში
საძიებო სამუშაოები შოვში - Sputnik საქართველო, 1920, 13.08.2023
გამოწერა
ამ ეტაპზე სამუშაოებში ჩართულია 100 ერთეული მძიმე ტექნიკა, საჭიროების შემთხვევაში ახალი ტექნიკა ყოველდღიურად ემატება, განაცხადა დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. წყალმომარაგების კომპანიას გაჰყავს სასმელი წყლის მილები, რათა სტიქიის ზონასთან მდებარე სოფელ გლოლას მოსახლეობას წყალმომარაგება აღუდგეს, ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, პაპუნა გამყრელიძემ განაცხადა.
შოვში მეწყერის ჩამოწოლის ზონაში საძიებო სამუშაოები მე-11 დღეს მდინარეების - ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, სტიქიურ უბედურებას 24 ადამიანი შეეწირა, 9 ადამიანის საძიებო სამუშაოები გრძელდება, კურორტის ინფრასტრუქტურა განადგურებულია.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურებთან ერთად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები, პარალელურად, წყალმომარაგების კომპანიის მიერ ხდება აღნიშნულ მიმართულებაზე სასმელი წყლის მილის მოთავსება, რომ სოფელ გლოლას აღუდგეს წყალი“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, შოვში შესაბამისი სპეცტექნიკა მთელს პერიმეტრზეა გადანაწილებული.
„ამ ეტაპზე 100-ზე მეტი ერთეული მძიმე ტექნიკაა ჩართული, საჭიროების შემთხვევაში ვახდენთ ყოველდღიურად დამატებას. ამ ეტაპზე ვართ სრულად მზად ყველა დავალებისათვის, ტექნიკასთან მიმართებაში არანაირი პრობლემა არ არის, საჭიროების შემთხვევაში ყოველდღიურად შემოდის სპეცტექნიკები“, - განაცხადა გამყრელიძემ.
შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზები
შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.
მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.
სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
ბოლო წერტილი - ვოლსკი შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციაზე>>
მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.
სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.
მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.
ყველა ახალი ამბავი
0